მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო სურამელი კაცი, ვისაც სიკვდილი კენჭისყრით ერგო
ვინ იყო სურამელი კაცი, ვისაც სიკვდილი კენჭისყრით ერგო

კომ­კავ­ში­რის ხა­შუ­რის რა­ი­კომ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი სა­მუ­შაო დღე მთავ­რდე­ბო­და, რო­დე­საც პირ­ვე­ლი მდივ­ნის კა­ბი­ნეტ­ში უშიშ­რო­ე­ბის ხა­შუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, კუ­კუ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი შე­ვი­და და სულ ათი­ო­დე წუთი დაჰ­ყო მდი­ვან­თან. მისი წას­ვლის შემ­დეგ კი, იმა­ვე კა­ბი­ნეტ­ში სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საქ­მე­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ოთარ ხა­ჩი­ძე იხ­მეს.

- ხვალ, დი­ლის 8 სა­ათ­ზე, ჩვე­ნი აქ­ტი­ვის­ტი ათი კაცი მა­ინც, სა­ფე­იქ­რო-სა­გა­ლან­ტე­რიო ფაბ­რი­კას­თან უნდა იყოს, - მი­ი­ღო მან და­ვა­ლე­ბა. რის­თვის და რა­ტომ, ეს არ იცო­და არც მდი­ვან­მა და მით უმე­ტეს, არც - სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ. რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, არც ხა­შუ­რის სუკ-ის შეფ­მა იცო­და, რის­თვის იყ­ვნენ სა­ჭი­რო აქ­ტი­ვის­ტე­ბი. ოპე­რა­ცია, რო­მელ­ზეც ქვე­მოთ მო­გი­თხრობთ, ძალ­ზე მა­ღალ ინ­სტან­ცი­ებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ და­ი­გეგ­მა, გრი­ფი "სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლოც" და­ე­დო და მისი ძი­რი­თა­დი არ­სის შე­სა­ხებ ალ­ბათ ორმა-სამ­მა კაც­მა თუ იცო­და.

კომ­კავ­ში­რე­ლე­ბი დი­ლის 7 სა­ათ­ზე, სა­ფე­იქ­რო-სა­გა­ლან­ტე­რიო ფაბ­რი­კას­თან შე­იკ­რიბ­ნენ. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ფაბ­რი­კას­თან ოთხი "იკა­რუ­სის" მარ­კის ავ­ტო­ბუ­სი გა­ჩერ­და. კომ­კავ­ში­რე­ლე­ბი სწრა­ფად აიყ­ვა­ნეს ავ­ტო­ბუ­სებ­ში და მთლი­ა­ნად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩ­ნდნენ. ავ­ტო­ბუ­სე­ბი სწრა­ფად და­იძ­რნენ, ხა­შურს გას­ცდნენ და გეზი სუ­რა­მის­კენ აი­ღეს. სუ­რა­მის ე.წ. გა­და­სას­ვლელ ხიდ­თან ორი "იკა­რუ­სი" მაღ­ლი­დან, ე.წ. "ახა­ლი გზი­დან" შე­ვი­და და­ბა­ში, ორმა კი სუ­რამ­ში - ცი­ხის გა­და­სახ­ვევ­თან და­ა­მუხ­რუ­ჭა.

ავ­ტო­ბუ­სე­ბი­დან ისე­თი სის­წრა­ფით გად­მოც­ვივ­დნენ ჯა­რის­კა­ცე­ბი და ისე სწრა­ფად და­ი­კა­ვეს ებ­რა­ე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი უბ­ნის ყვე­ლა მი­სას­ვლე­ლი თუ პა­ტა­რა ჩიხი, რომ რო­გორც ჩან­და, რუ­კე­ბი თუ გეზ­მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი წი­ნას­წარ ჰქონ­დათ შეს­წავ­ლი­ლი და რე­პე­ტი­ცი­აც - გავ­ლი­ლი. სულ რამ­დე­ნი­მე წუთი დას­ჭირ­და და უბა­ნი მთლი­ა­ნად ჩა­ი­კე­ტა. სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი: უბან­ში შეს­ვლის მსურ­ვე­ლებს, ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, და­უბ­რკო­ლებ­ლივ შე­ეძ­ლოთ გა­და­ე­ლა­ხათ ჯა­რის­კა­ცე­ბის კორ­დო­ნი თუ პოს­ტე­ბი და ნე­ბის­მი­ერ სახ­ლში შე­სუ­ლიყ­ვნენ; აი, გა­მოს­ვლით კი ძე­ხორ­ცი­ე­ლი ვერ გა­მო­აღ­წევ­და იქი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა ჯა­რის­კა­ცებს, ისი­ნი თბი­ლის­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი, მე-8 პოლ­კის მო­სამ­სა­ხუ­რე­ნი იყ­ვნენ. ეს პოლ­კი კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "კა­გე­ბეს" დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო.

ე.წ. "აბ­ლა­ვა" ამ უბან­ში არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ რო­გორც წესი, ასე ვთქვათ, საჩ­ვე­ნე­ბელ ხა­სი­ათს ატა­რებ­და იმის სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ, რომ ვი­თომ­და მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ას ებ­რძო­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამ გზით შე­მო­სუ­ლი თან­ხის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი ეშე­ლო­ნე­ბის მსხვი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ჯი­ბე­ებ­ში ილე­ქე­ბო­და. ორი­ვე მხა­რე - ერთი მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი, ებ­რა­ელ­თა სა­თე­მო, მკაც­რად იცავ­და დად­გე­ნილ წე­სებს. ყო­ველ­თვი­უ­რად მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი და დად­გე­ნი­ლი "სტავ­კა" სა­ჭი­რო მი­სა­მარ­თზე მი­დი­ო­და.

ამი­ტო­მაც იყო, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "რი­გი­თი აბ­ლა­ვე­ბის" შე­სა­ხებ წი­ნას­წარ იცო­და ყვე­ლამ და უბა­ნიც, ასე ვთქვათ, მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბო­და "ხი­ფათს". ეს ოპე­რა­ცია კი, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო და მის შე­სა­ხებ ალ­ბათ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სუკ-ის მა­შინ­დელ­მა შეფ­მა და მის­მა ერთი-ორმა მო­ად­გი­ლემ იცო­და.

მაშ, ასე, ოპე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ვერც ერ­თმა ოჯახ­მა, ვერც ერ­თმა კაც­მა ვე­რაფ­რის გა­და­მალ­ვა თუ კონ­სპი­რი­რე­ბა ვერ მო­ას­წრო. პირ­და­პირ ხე­ლის­გულ­ზე გა­დაშ­ლი­ლი დახ­ვდათ ყვე­ლა­ფე­რი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მთა­ვა­რი "დარ­ტყმა" და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 ოჯახ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­დაც ტო­ტა­ლუ­რი ჩხრე­კა და­ი­წყო. უბ­ნის და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ბი­ნებ­ში კი, შე­და­რე­ბით "მსუ­ბუ­ქი" დათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ბი ხდე­ბო­და. ძი­რი­თა­დი და საქ­მე­ში გა­წა­ფუ­ლი ძა­ლე­ბი სწო­რედ იმ ოჯა­ხებ­ში შე­იჭ­რა. რო­გორც გა­მოჩ­ნდა, მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცოდ­ნენ კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თე­ბი და ყო­ველ­გვა­რი კი­თხვე­ბის გა­რე­შე შე­ვარ­დნენ ამ სახ­ლებ­ში. ყვე­ლა­ფერს ჩხრეკ­დნენ - სხვე­ნებს, სარ­და­ფებს, სა­კუჭ­ნა­ო­ებს, ტუ­ა­ლე­ტებ­საც კი. ბევ­რგან ია­ტა­კის ფიც­რე­ბიც კი აყა­რეს.

კედ­ლებ­შიც ეძებ­დნენ სა­ი­დუმ­ლო სა­ცა­ვებს. თი­თო­ე­ულ სახ­ლში მი­ნი­მუმ ხუთი კაცი დაძ­რწო­და და თავ­და­ყი­რა აყე­ნებ­და ყვე­ლა­ფერს. რაც შე­ე­ხე­ბა კომ­კავ­ში­რე­ლებს, ისი­ნი ბი­ნებს არც გა­ა­კა­რეს. მათ თა­ვი­დან­ვე მკაც­რად აუკ­რძა­ლეს ვინ­მეს­თან კონ­ტაქ­ტი და ჩხრე­კის დას­რუ­ლე­ბამ­დე ქუ­ჩა­ში აც­დე­ვი­ნეს. ბო­ლოს კი, რა­ღაც ფურ­ცლებ­ზე მო­ა­წე­რი­ნეს ხელი.

ჩვენ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მო­ვი­ძი­ეთ. დღემ­დე არც იცი­ან, რაზე მო­ა­წე­რეს ხელი. რო­გორც ჩანს, "კა­გე­ბეს" და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე მი­ე­ცა და გარ­კვე­უ­ლი ოქ­მე­ბი ამის­თვის შედ­გა, თუმ­ცა შემ­დეგ ეს ოქ­მე­ბი თვა­ლით აღა­რა­ვის უნა­ხავს. არა­და, თვითმხილ­ველ­თა გად­მო­ცე­მით, სახ­ლე­ბი­დან უამ­რა­ვი რამ გა­მო­ზი­დეს. იმ­დე­ნი უცხო­უ­რი სა­ქო­ნე­ლი დაგ­როვ­და, რომ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტომ­რე­ბი საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა და მათ პირ­და­პირ ყრიდ­ნენ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში. ასე­ვე და­ი­ლუ­ქა ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მსხვი­ლი ასიგ­ნა­ცი­ე­ბი, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და ოქრო. სა­ერ­თო ჯამ­ში, ასე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით მა­ნე­თის სა­ქო­ნელ­სა და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას მი­აგ­ნეს.

დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რის დად­გე­ნა, რად­გან "კა­გე­ბეს" არ­ქი­ვე­ბი ამის შე­სა­ხებ არა­ფერს იუ­წყე­ბა და რომც შეძ­ლოს კაც­მა ამ არ­ქი­ვე­ბის ჩხრე­კა, ვეჭ­ვობთ, რა­მეს მი­აგ­ნოს იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ შემ­დგა­რი ოქ­მე­ბი არც არ­ქი­ვის­თვის იყო გა­მიზ­ნუ­ლი და არც სა­სა­მარ­თლო­ე­ბის­თვის. თუ დღე­ვან­დელ კურსს შე­ვუ­სა­ბა­მებთ, მა­შინ­დე­ლი ასე­უ­ლ­ა­თასე­ბი დღეს უკვე მი­ლი­ო­ნე­ბია და მა­შინ­დე­ლი კო­რუფ­ცი­ის ჭა­ობ­ში ჩაფ­ლუ­ლი რო­მე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი გა­უშ­ვებ­და ხე­ლი­დან ასეთ ლუკ­მას?! მით უმე­ტეს, რომ არც გამ­კი­თხა­ვი იყო ვინ­მე. რო­მე­ლი ინ­სტან­ცია გა­უ­ბე­დავ­და და მოს­კოვ­ში "კა­გე­ბეს" გე­ნერ­ლებს ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას მოს­თხოვ­და?

მა­ინც რა იყო ასე­თი სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ის მი­ზე­ზი? რა მოხ­და ისე­თი, რა­მაც და­არ­ღვია მა­შინ­დე­ლი ერ­თგვა­რი შინა გა­ნა­წე­სი - "მე გიხ­დი იმა­ში, რომ შენ "არ და­ი­ნა­ხო", რა­საც ვა­კე­თებ". რო­გორც ჩანს, საქ­მე იმა­ზე შორს წა­ვი­და, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვაჭ­რო­ბა ან, რო­გორც სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი კა­ნო­ნე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, სპე­კუ­ლა­ცია იყო და ისე­თი ნივ­თი (თუ ნივ­თე­ბი) წა­მო­ტივ­ტივ­და, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სქე­მა­ში ჯდე­ბო­და. ამი­ტო­მაც ჩა­ე­რია საქ­მე­ში "კა­გე­ბე", ხოლო მი­ლი­ცია გვერ­დზე გა­ა­ჩო­ჩა.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად gzapress.ge -ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვინ იყო სურამელი კაცი, ვისაც სიკვდილი კენჭისყრით ერგო

ვინ იყო სურამელი კაცი, ვისაც სიკვდილი კენჭისყრით ერგო

კომკავშირის ხაშურის რაიკომში ჩვეულებრივი, რიგითი სამუშაო დღე მთავრდებოდა, როდესაც პირველი მდივნის კაბინეტში უშიშროების ხაშურის განყოფილების უფროსი, კუკური ცქიტიშვილი შევიდა და სულ ათიოდე წუთი დაჰყო მდივანთან. მისი წასვლის შემდეგ კი, იმავე კაბინეტში საორგანიზაციო საქმეთა განყოფილების უფროსი, ოთარ ხაჩიძე იხმეს.

- ხვალ, დილის 8 საათზე, ჩვენი აქტივისტი ათი კაცი მაინც, საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკასთან უნდა იყოს, - მიიღო მან დავალება. რისთვის და რატომ, ეს არ იცოდა არც მდივანმა და მით უმეტეს, არც - საორგანიზაციო განყოფილების გამგემ. როგორც შემდეგ გაირკვა, არც ხაშურის სუკ-ის შეფმა იცოდა, რისთვის იყვნენ საჭირო აქტივისტები. ოპერაცია, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ, ძალზე მაღალ ინსტანციებში, საქართველოს გარეთ დაიგეგმა, გრიფი "სრულიად საიდუმლოც" დაედო და მისი ძირითადი არსის შესახებ ალბათ ორმა-სამმა კაცმა თუ იცოდა.

კომკავშირელები დილის 7 საათზე, საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკასთან შეიკრიბნენ. რამდენიმე წუთში ფაბრიკასთან ოთხი "იკარუსის" მარკის ავტობუსი გაჩერდა. კომკავშირელები სწრაფად აიყვანეს ავტობუსებში და მთლიანად შეიარაღებული ჯარისკაცების გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ავტობუსები სწრაფად დაიძრნენ, ხაშურს გასცდნენ და გეზი სურამისკენ აიღეს. სურამის ე.წ. გადასასვლელ ხიდთან ორი "იკარუსი" მაღლიდან, ე.წ. "ახალი გზიდან" შევიდა დაბაში, ორმა კი სურამში - ციხის გადასახვევთან დაამუხრუჭა.

ავტობუსებიდან ისეთი სისწრაფით გადმოცვივდნენ ჯარისკაცები და ისე სწრაფად დაიკავეს ებრაელებით დასახლებული უბნის ყველა მისასვლელი თუ პატარა ჩიხი, რომ როგორც ჩანდა, რუკები თუ გეზმაჩვენებლები წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი და რეპეტიციაც - გავლილი. სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა და უბანი მთლიანად ჩაიკეტა. საინტერესო დეტალი: უბანში შესვლის მსურველებს, ოპერაციის მსვლელობისას, დაუბრკოლებლივ შეეძლოთ გადაელახათ ჯარისკაცების კორდონი თუ პოსტები და ნებისმიერ სახლში შესულიყვნენ; აი, გამოსვლით კი ძეხორციელი ვერ გამოაღწევდა იქიდან. რაც შეეხება ჯარისკაცებს, ისინი თბილისში დისლოცირებული, მე-8 პოლკის მოსამსახურენი იყვნენ. ეს პოლკი კი, მოგეხსენებათ, "კაგებეს" დაქვემდებარებაში იყო.

ე.წ. "აბლავა" ამ უბანში არაერთხელ მომხდარა, მაგრამ როგორც წესი, ასე ვთქვათ, საჩვენებელ ხასიათს ატარებდა იმის სადემონსტრაციოდ, რომ ვითომდა მაშინდელი ხელისუფლება სპეკულაციას ებრძოდა. სინამდვილეში კი ამ გზით შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების მსხვილი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექებოდა. ორივე მხარე - ერთი მხრივ, ხელისუფლება, მეორე მხრივ კი, ებრაელთა სათემო, მკაცრად იცავდა დადგენილ წესებს. ყოველთვიურად მოლაპარაკებული და დადგენილი "სტავკა" საჭირო მისამართზე მიდიოდა.

ამიტომაც იყო, რომ ჩვეულებრივი "რიგითი აბლავების" შესახებ წინასწარ იცოდა ყველამ და უბანიც, ასე ვთქვათ, მომზადებული ხვდებოდა "ხიფათს". ეს ოპერაცია კი, გასაიდუმლოებული იყო და მის შესახებ ალბათ მხოლოდ საქართველოს სუკ-ის მაშინდელმა შეფმა და მისმა ერთი-ორმა მოადგილემ იცოდა.

მაშ, ასე, ოპერაციის პირველი ნაწილი წარმატებით განხორციელდა. ვერც ერთმა ოჯახმა, ვერც ერთმა კაცმა ვერაფრის გადამალვა თუ კონსპირირება ვერ მოასწრო. პირდაპირ ხელისგულზე გადაშლილი დახვდათ ყველაფერი. საინტერესოა, რომ მთავარი "დარტყმა" დაახლოებით 10-15 ოჯახზე განხორციელდა, სადაც ტოტალური ჩხრეკა დაიწყო. უბნის დანარჩენი მოსახლეობის ბინებში კი, შედარებით "მსუბუქი" დათვალიერებები ხდებოდა. ძირითადი და საქმეში გაწაფული ძალები სწორედ იმ ოჯახებში შეიჭრა. როგორც გამოჩნდა, მათ შესანიშნავად იცოდნენ კონკრეტული მისამართები და ყოველგვარი კითხვების გარეშე შევარდნენ ამ სახლებში. ყველაფერს ჩხრეკდნენ - სხვენებს, სარდაფებს, საკუჭნაოებს, ტუალეტებსაც კი. ბევრგან იატაკის ფიცრებიც კი აყარეს.

კედლებშიც ეძებდნენ საიდუმლო საცავებს. თითოეულ სახლში მინიმუმ ხუთი კაცი დაძრწოდა და თავდაყირა აყენებდა ყველაფერს. რაც შეეხება კომკავშირელებს, ისინი ბინებს არც გააკარეს. მათ თავიდანვე მკაცრად აუკრძალეს ვინმესთან კონტაქტი და ჩხრეკის დასრულებამდე ქუჩაში აცდევინეს. ბოლოს კი, რაღაც ფურცლებზე მოაწერინეს ხელი.

ჩვენ რამდენიმე მათგანი მოვიძიეთ. დღემდე არც იციან, რაზე მოაწერეს ხელი. როგორც ჩანს, "კაგებეს" დავალებული ჰქონდა, ამ ყველაფრისთვის ოფიციალური სახე მიეცა და გარკვეული ოქმები ამისთვის შედგა, თუმცა შემდეგ ეს ოქმები თვალით აღარავის უნახავს. არადა, თვითმხილველთა გადმოცემით, სახლებიდან უამრავი რამ გამოზიდეს. იმდენი უცხოური საქონელი დაგროვდა, რომ წინასწარ მომზადებული სპეციალური ტომრები საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ პირდაპირ ყრიდნენ ავტომობილებში. ასევე დაილუქა ძალიან დიდი რაოდენობით მსხვილი ასიგნაციები, ძვირფასეულობა და ოქრო. საერთო ჯამში, ასეულათასობით მანეთის საქონელსა და ძვირფასეულობას მიაგნეს.

დღეს შეუძლებელია კონკრეტული ციფრის დადგენა, რადგან "კაგებეს" არქივები ამის შესახებ არაფერს იუწყება და რომც შეძლოს კაცმა ამ არქივების ჩხრეკა, ვეჭვობთ, რამეს მიაგნოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდგარი ოქმები არც არქივისთვის იყო გამიზნული და არც სასამართლოებისთვის. თუ დღევანდელ კურსს შევუსაბამებთ, მაშინდელი ასეულათასები დღეს უკვე მილიონებია და მაშინდელი კორუფციის ჭაობში ჩაფლული რომელი ჩინოვნიკი გაუშვებდა ხელიდან ასეთ ლუკმას?! მით უმეტეს, რომ არც გამკითხავი იყო ვინმე. რომელი ინსტანცია გაუბედავდა და მოსკოვში "კაგებეს" გენერლებს ჩხრეკისას ამოღებულ ძვირფასეულობას მოსთხოვდა?

მაინც რა იყო ასეთი საიდუმლო ოპერაციის მიზეზი? რა მოხდა ისეთი, რამაც დაარღვია მაშინდელი ერთგვარი შინა განაწესი - "მე გიხდი იმაში, რომ შენ "არ დაინახო", რასაც ვაკეთებ". როგორც ჩანს, საქმე იმაზე შორს წავიდა, ვიდრე ჩვეულებრივი ვაჭრობა ან, როგორც სოციალისტური კანონები ითვალისწინებდა, სპეკულაცია იყო და ისეთი ნივთი (თუ ნივთები) წამოტივტივდა, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სქემაში ჯდებოდა. ამიტომაც ჩაერია საქმეში "კაგებე", ხოლო მილიცია გვერდზე გააჩოჩა.

წაიკითხეთ სრულად gzapress.ge -ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია