პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქრო კალაშოვი დაბრუნდა - ახალი "ქურდული ომი" იწყება
შაქრო კალაშოვი დაბრუნდა - ახალი "ქურდული ომი" იწყება

"მე არ ვარ მდი­და­რი, რო­გორც ლუ­კო­ი­ლის პრე­ზი­დენ­ტი, თუმ­ცა კარ­გი ცხოვ­რე­ბის­თვის მყოფ­ნის, ჩემი მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლე­ბა ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბია." - შაქ­რო კა­ლა­შო­ვის 2006წ სა­სა­მარ­თლო­ზე ნათ­ქვა­მი სი­ტყვი­დან.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია, პრე­ზი­დენ­ტის პი­რად გუ­ლი­წყრო­მით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მათი( შაქ­რო კა­ლა­შო­ვის და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის- ნ.ბ. )ბოლო შეხ­ვედ­რა კონ­ფლიქ­ტუ­რი იყო, რად­გან საქ­მე ეხე­ბო­და ერთ ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, კა­ლა­შო­ვი ამ­ჯო­ბი­ნა" - ალექ­სან­დრე გოლფშტე­ი­ნი, ზაქ­რო კა­ლა­შო­ვის ად­ვო­კა­ტი. 26 ოქ­ტომ­ბე­რი 2010წ

"ეს ბიჭი( კა­ლა­შო­ვი) აუ­ცი­ლებ­ლად შეგ­ვახ­სე­ნებს თავს და ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ღია ბა­რა­თი" - კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ჰა­სან უსო­ი­ა­ნი, "დედ ჰა­სა­ნი" 2012.წ

2014 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს მოს­კოვ­ში მად­რი­დის ავი­ა­რე­ისს ჩა­მოჰ­ყვა კაცი, რომ­ლის ცი­ხი­დან გა­მოს­ვლას უკვე თვე­ე­ბი ელო­და კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო. მას მხო­ლოდ ად­ვო­კა­ტი ახ­ლდა, ტრა­პთან სა­მარ­თალ­და­ცავ­ნი ელოდ­ნენ "თე­მა­ზე გა­სა­სა­უბ­რებ­ლად" და ცოტა ხნის შემ­დეგ გა­უშ­ვეს კი­დეც.. ჩა­მო­სუ­ლი უმალ სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ე­მარ­თა. ჯერ " დედ ჰა­სა­ნის" საფ­ლა­ვი მო­ი­ნა­ხუ­ლა. შემ­დეგ " ია­პონ­ჩი­კის"(ვი­ა­ჩეს­ლავ ივან­კო­ვი) და იქ მყო­ფე­ბის გა­სა­გო­ნად მხო­ლოდ ეს თქვა: " არ ვა­პა­ტი­ებ მათ მკვლე­ლებს". ცოტა ხან­ში რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ხმა გა­ვარ­და, შაქ­რო კა­ლა­შო­ვი ჩა­მო­ვი­დაო, ხოლო მისი სი­ტყვე­ბი ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში ერ­თგვარ მუ­ქა­რად გა­ის­მა... რაც ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი ქურ­დუ­ლი ომის და­წყე­ბას ნიშ­ნავს.

ეს­პა­ნე­თის ცი­ხი­დან გა­მო­სულ რუ­სუ­ლი მა­ფი­ის ლი­დერს შინ სა­კუ­თა­რი უძ­ლე­ვე­ლი იმ­პე­რია და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი და და­სუს­ტე­ბუ­ლი დახ­ვდა. ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბის( ტა­რი­ელ ონი­ა­ნი და "დედ ჰა­სა­ნი") ბრძო­ლამ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს გვირ­გვი­ნის­თვის საქ­მე იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ " ტახტს" სლა­ვი წარ­მო­შო­ბის ქურ­დე­ბი და­ე­პატ­რო­ნენ და რო­გორც ჩანს დათ­მო­ბას არ აპი­რე­ბენ. კა­ლა­შო­ვის­თვის ერთ ერთ ძლი­ერ მე­ტო­ქედ შე­იძ­ლე­ბა მისი ძვე­ლი მე­გო­ბა­რი ვალ­დი­მერ ტი­უ­რი­ნი( ტი­უ­რი­კი) იქ­ცეს, გა­ნათ­ლე­ბით მუ­სი­კო­სი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ცნო­ბილ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­ზე, თა­ნაც ზურგს სხვა სლა­ვი ქურ­დე­ბი უმაგ­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ციმ­ბირს აკონ­ტრო­ლე­ბენ. გარ­და ამი­სა კა­ლა­შო­ვის რუ­სეთ­ში ჩა­მოს­ვლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით ე.წ. განგსტე­რე­ბი ელოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის სა­ხე­ლი სრუ­ლი­ად "და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად" მი­ი­ღეს, და ამით ეს­პა­ნე­თის ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტი­ლი შაქ­რო კა­ლა­შო­ვის აღ­შფო­თე­ბაც არა­ერ­თხელ და­იმ­სა­ხუ­რეს" - "რო­გორც კი გა­მო­ვალ, მა­შინ­ვე მოგ­ხე­დავ­თო"-დრო და დრო უთ­ვლი­და ხოლ­მე რუ­სუ­ლი მა­ფი­ის ქარ­თვე­ლი ლი­დე­რი ახალ­გა­მომ­ცხვარ ქურ­დებს. კა­ლა­შოვს მოს­კოვ­ში მისი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მეტ­რი სერ­გეი აქ­სი­ო­ნო­ვიც ("აკ­სე­ნი") დახ­ვდა, ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის" ის­მა­ე­ლო­ვოს" ლი­დე­რი დიდი ხა­ნია, შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს - წლე­ბის წინ მისი "მერ­სე­დე­სი" მა­შინ აა­ფეთ­ქეს, რო­დე­საც მან­ქა­ნა­ში კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე იჯდა, გავ­რცელ­და

ვერ­სია, რომ აფეთ­ქე­ბის უკან შაქ­რო კა­ლა­შო­ვი იდგა...

თა­ვად კა­ლა­შო­ვიც ცხრა­ჯერ გახ­და ქი­ლე­რე­ბის სა­მიზ­ნე, ცხრა­ჯერ­ვე გა­დარ­ჩა... ბო­ლოს 1994 წლის მა­ის­ში, მა­შინ რი­უბ­ლო­ვოს ტრა­სა­ზე ერთ-ერთ სახ­ლთან მდგა­რი შავი "ჯიპი" გამ­ვლე­ლი "ჟი­გუ­ლი­დან" და­ცხრი­ლეს, მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი სამი მა­მა­კა­ცი და ერთი ქალ­ბა­ტო­ნი და­იჭრ­ნენ, ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი 41 წლის კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი შაქ­რო კა­ლა­შო­ვი იყო, მას სამი ტყვია ეს­რო­ლეს. " თავ­დამ­სხმე­ლებ­მა "ჟი­გუ­ლი" მო­შო­რე­ბით და­ტოვს და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვის მერე გა­და­წყვი­ტა კა­ლა­შოვ­მა და­ტო­ვე­ბი­ნა რუ­სე­თი და სა­ზღვარ­გა­რეთ - ეს­პა­ნეთ­ში წა­სუ­ლი­ყო და ბიზ­ნე­სი კნი­ა­ზე­ვი­ჩის გვა­რით ეკე­თე­ბი­ნა. ორი წლის შემ­დეგ კა­ლა­შოვს უკვე 30 ქვე­ყა­ნა­ში ჰქონ­და ფეს­ვე­ბი გად­გმუ­ლი. რა თქმა უნდა, მშობ­ლი­ურ თბი­ლი­საც არ ივი­წყებ­და. დე­და­ქა­ლა­ქის აე­რო­პორ­ტი სა­ჯილ­დაო ქვად იქცა მასა და ტა­რი­ელ ონი­ანს შო­რის, კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი მალე კონ­ფლი­ტში გა­და­ი­ზარ­და და ქარ­თუ­ლი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო ონი­ა­ნი­სა და კა­ლა­შო­ვის მომ­ხრე­ე­ბად და­ი­ყო. კა­ლა­შო­ვის კლა­ნი გაძ­ლი­ერ­და ცი­ხე­ებ­ში, თუმ­ცა მისი მომ­ხრე ქურ­დე­ბი ისევ სა­კუ­თარ­მა ამ­ბი­ცი­ებ­მა და­ღუ­პეს, ჯერ იყო და დათო ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი, იგი­ვე "წრი­პა", ცი­ხი­დან აბა­ნო­ში მი­მი­ვა­ლი გა­მო­ი­ჭი­რეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ხოლო ზვი­ად პა­პი­აშ­ვილს პი­რა­დი კომ­ფორ­ტი - კო­ლო­ნი­ა­ში ჯა­კუ­ზი და კვად­რო­ციკ­ლი ქურ­დის სა­ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვად და­უჯ­და...

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად www.kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები

შაქრო კალაშოვი დაბრუნდა - ახალი "ქურდული ომი" იწყება

შაქრო კალაშოვი დაბრუნდა - ახალი "ქურდული ომი" იწყება

"მე არ ვარ მდიდარი, როგორც ლუკოილის პრეზიდენტი, თუმცა კარგი ცხოვრებისთვის მყოფნის, ჩემი მთავარი ფასეულება ოჯახი და მეგობრებია." - შაქრო კალაშოვის 2006წ სასამართლოზე ნათქვამი სიტყვიდან.

"საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, პრეზიდენტის პირად გულიწყრომით არის გამოწვეული. მათი( შაქრო კალაშოვის და მიხეილ სააკაშვილის- ნ.ბ. )ბოლო შეხვედრა კონფლიქტური იყო, რადგან საქმე ეხებოდა ერთ ქალბატონს, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს, კალაშოვი ამჯობინა" - ალექსანდრე გოლფშტეინი, ზაქრო კალაშოვის ადვოკატი. 26 ოქტომბერი 2010წ

"ეს ბიჭი( კალაშოვი) აუცილებლად შეგვახსენებს თავს და ეს არ იქნება მხოლოდ ღია ბარათი" - კრიმინალური ავტორიტეტი, ჰასან უსოიანი, "დედ ჰასანი" 2012.წ

2014 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვში მადრიდის ავიარეისს ჩამოჰყვა კაცი, რომლის ციხიდან გამოსვლას უკვე თვეები ელოდა კრიმინალური სამყარო. მას მხოლოდ ადვოკატი ახლდა, ტრაპთან სამართალდაცავნი ელოდნენ "თემაზე გასასაუბრებლად" და ცოტა ხნის შემდეგ გაუშვეს კიდეც.. ჩამოსული უმალ სასაფლაოზე გაემართა. ჯერ " დედ ჰასანის" საფლავი მოინახულა. შემდეგ " იაპონჩიკის"(ვიაჩესლავ ივანკოვი) და იქ მყოფების გასაგონად მხოლოდ ეს თქვა: " არ ვაპატიებ მათ მკვლელებს". ცოტა ხანში რუსეთის დედაქალაქში ხმა გავარდა, შაქრო კალაშოვი ჩამოვიდაო, ხოლო მისი სიტყვები ქურდულ სამყაროში ერთგვარ მუქარად გაისმა... რაც ფაქტობრივად, ახალი ქურდული ომის დაწყებას ნიშნავს.

ესპანეთის ციხიდან გამოსულ რუსული მაფიის ლიდერს შინ საკუთარი უძლეველი იმპერია დანაწევრებული და დასუსტებული დახვდა. ქართველი ქურდების( ტარიელ ონიანი და "დედ ჰასანი") ბრძოლამ კრიმინალური სამყაროს გვირგვინისთვის საქმე იქამდე მიიყვანა, რომ " ტახტს" სლავი წარმოშობის ქურდები დაეპატრონენ და როგორც ჩანს დათმობას არ აპირებენ. კალაშოვისთვის ერთ ერთ ძლიერ მეტოქედ შეიძლება მისი ძველი მეგობარი ვალდიმერ ტიურინი( ტიურიკი) იქცეს, განათლებით მუსიკოსი დაქორწინებულია ცნობილ საოპერო მომღერალ, რუსეთის დუმის დეპუტატზე, თანაც ზურგს სხვა სლავი ქურდები უმაგრებენ, რომლებიც მთელი ციმბირს აკონტროლებენ. გარდა ამისა კალაშოვის რუსეთში ჩამოსვლას განსაკუთრებული სიფრთხილით ე.წ. განგსტერები ელოდნენ, რომლებმაც კანონიერი ქურდის სახელი სრულიად "დაუმსახურებლად" მიიღეს, და ამით ესპანეთის ციხეში გამოკეტილი შაქრო კალაშოვის აღშფოთებაც არაერთხელ დაიმსახურეს,, - "როგორც კი გამოვალ, მაშინვე მოგხედავთო"-დრო და დრო უთვლიდა ხოლმე რუსული მაფიის ქართველი ლიდერი ახალგამომცხვარ ქურდებს. კალაშოვს მოსკოვში მისი დაუძინებელი მეტრი სერგეი აქსიონოვიც ("აკსენი") დახვდა, ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების" ისმაელოვოს" ლიდერი დიდი ხანია, შურისძიებაზე ლაპარაკობს - წლების წინ მისი "მერსედესი" მაშინ ააფეთქეს, როდესაც მანქანაში კანონიერი ქურდის ფეხმძიმე მეუღლე იჯდა, გავრცელდა

ვერსია, რომ აფეთქების უკან შაქრო კალაშოვი იდგა...

თავად კალაშოვიც ცხრაჯერ გახდა ქილერების სამიზნე, ცხრაჯერვე გადარჩა... ბოლოს 1994 წლის მაისში, მაშინ რიუბლოვოს ტრასაზე ერთ-ერთ სახლთან მდგარი შავი "ჯიპი" გამვლელი "ჟიგულიდან" დაცხრილეს, მანქანაში მსხდომი სამი მამაკაცი და ერთი ქალბატონი დაიჭრნენ, ერთ-ერთი დაჭრილი 41 წლის კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი იყო, მას სამი ტყვია ესროლეს. ,, თავდამსხმელებმა "ჟიგული" მოშორებით დატოვს და ცეცხლი წაუკიდეს. როგორც ამბობენ, სწორედ ამ შემთხვევის მერე გადაწყვიტა კალაშოვმა დატოვებინა რუსეთი და საზღვარგარეთ - ესპანეთში წასულიყო და ბიზნესი კნიაზევიჩის გვარით ეკეთებინა. ორი წლის შემდეგ კალაშოვს უკვე 30 ქვეყანაში ჰქონდა ფესვები გადგმული. რა თქმა უნდა, მშობლიურ თბილისაც არ ივიწყებდა. დედაქალაქის აეროპორტი საჯილდაო ქვად იქცა მასა და ტარიელ ონიანს შორის, კომერციული ინტერესები მალე კონფლიტში გადაიზარდა და ქართული ქურდული სამყარო ონიანისა და კალაშოვის მომხრეებად დაიყო. კალაშოვის კლანი გაძლიერდა ციხეებში, თუმცა მისი მომხრე ქურდები ისევ საკუთარმა ამბიციებმა დაღუპეს, ჯერ იყო და დათო ქურასბედიანი, იგივე "წრიპა", ციხიდან აბანოში მიმივალი გამოიჭირეს სამართალდამცავებმა, ხოლო ზვიად პაპიაშვილს პირადი კომფორტი - კოლონიაში ჯაკუზი და კვადროციკლი ქურდის სახელის ჩამორთმევად დაუჯდა...

წაიკითხეთ სრულად www.kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ