პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2014 წლის ადამიანად ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასახელდნენ
2014 წლის ადამიანად ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასახელდნენ

გავ­ლე­ნი­ან­მა ამე­რი­კუ­ლა ჟურ­ნალ­მა Time-მა წლის ადა­მი­ა­ნი და­სა­ხე­ლა. ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2014 წლის ადა­მი­ა­ნად ებო­ლას წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი მე­დი­კო­სე­ბი და­სა­ხელ­დნენ.

"მსოფ­ლი­ოს და­ნარ­ჩენ ნა­წილს შე­უძ­ლია მშვი­დად ეძი­ნოს, რად­გან ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი ებო­ლას და­სა­მარ­ცხებ­ლად იბ­რძვის. ისი­ნი სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად აკე­თე­ბენ ამას", - გა­ნა­ცხა­და Time-ის რე­დაქ­ტორ­მა ნენ­სი გიბსმა.

ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლის წლის ადა­მი­ა­ნის გა­მო­კი­თხვა­ში მე­ო­რე ად­გი­ლი აშშ-ის ქა­ლაქ ფერ­გი­უსონ­ში გა­მარ­თუ­ლი მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­ი­კა­ვეს, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­ვი­და.

2013 წელს ამე­რი­კულ­მა ყო­ველკ­ვი­რე­ულ­მა ჟურ­ნალ­მა წლის ადა­მი­ა­ნად რო­მის პაპი ფრან­ცის­კი და­ა­სა­ხე­ლა.

წლის ადა­მი­ა­ნის გა­მო­სავ­ლე­ნად ჟურ­ნა­ლი მკი­თხვე­ლებს შო­რის გა­მო­კი­თხვას ატა­რებს, ხოლო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი იღებს. Time-ის რე­დაქ­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წლის ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პი­როვ­ნე­ბა ან პი­როვ­ნე­ბა­თა ჯგუ­ფი, რომ­ლებ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ეს სი­ახ­ლე­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი პი­რე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ასე­ვე არი­ან სიმ­ბო­ლო ყვე­ლა იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის, რაც მიმ­დი­ნა­რე წელს მოხ­და.

მიმ­დი­ნა­რე წელს ებო­ლას ვირუსს 6 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

2014 წლის ადამიანად ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასახელდნენ

2014 წლის ადამიანად ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასახელდნენ

გავლენიანმა ამერიკულა ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანი დასახელა. ყოველკვირეული ამერიკული გამოცემის გადაწყვეტილებით, 2014 წლის ადამიანად ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასახელდნენ.

"მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს შეუძლია მშვიდად ეძინოს, რადგან ქალებისა და მამაკაცებისგან შემდგარი ჯგუფი ებოლას დასამარცხებლად იბრძვის. ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ ამას", - განაცხადა Time-ის რედაქტორმა ნენსი გიბსმა.

ამერიკული ჟურნალის წლის ადამიანის გამოკითხვაში მეორე ადგილი აშშ-ის ქალაქ ფერგიუსონში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დაიკავეს, მესამე ადგილზე კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გავიდა.

2013 წელს ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა წლის ადამიანად რომის პაპი ფრანცისკი დაასახელა.

წლის ადამიანის გამოსავლენად ჟურნალი მკითხველებს შორის გამოკითხვას ატარებს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სარედაქციო ჯგუფი იღებს. Time-ის რედაქციის გადაწყვეტილებით, წლის ადამიანი შეიძლება გახდეს პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა იქონიეს სიახლეებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იქნებიან ისინი დადებითი თუ უარყოფითი პირები. ეს ადამიანები ასევე არიან სიმბოლო ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის, რაც მიმდინარე წელს მოხდა.

მიმდინარე წელს ებოლას ვირუსს 6 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია