მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მომღერალი მეგობრებს მოუწოდებს, შვილები აიყვანონ.
"ყველაზე მაგარი, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, შვილია...
ვისაც ვერ გყავთ, აიყვანეთ... ჩადექით რიგში... მაინც მაგაზე მაგარს ცხოვრებაში ვერაფერს გააკეთებთ. მეც მყავს ერთი ნახევრად აყვანილი და მაგარია (ნუ ჩამეკითხებით) ესეთი სენტიმენტალური ვარ, როცა შორს ვარ, ამიტომ იმედია გამიგებთ...", - წერს სტეფანე.