პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაშიშვლებულ მედავითნეს საკუთარი დედა ანტიქრისტეს უწოდებს - "ფლეიბოის" მოდელის ცხოვრების გაუხმაურებელი ფაქტები
გაშიშვლებულ მედავითნეს საკუთარი დედა ანტიქრისტეს უწოდებს - "ფლეიბოის" მოდელის ცხოვრების გაუხმაურებელი ფაქტები

ცნო­ბილ ქარ­თველ მო­დელ თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ჯა­როდ და­უ­პი­რის­პირ­დნენ. დედა, მა­რი­ამ ესი­ტაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მან ან­ტიქ­რის­ტე გა­ა­ჩი­ნა და ამის გამო ცუ­დად არის; მუ­სი­კო­სი კაკო ვა­შა­ლო­მი­ძე კი ამ­ბობს, რომ ის თა­მუ­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა არ არის და მას უბ­რა­ლოდ, სა­კუ­თა­რი გვა­რი მის­ცა. ოჯა­ხის წევ­რებს თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძე პა­სუ­ხობს.

- თა­მუ­ნა, გახ­დას პირ­და­პირ ეთერ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ხომ არ ნა­ნობ ამ ნა­ბიჯს?

- არ ვნა­ნობ და კი­დევ გა­ვიხ­დი, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. პი­რი­ქით, სტი­მუ­ლია ჩემ­თვის ყვე­ლა ესე­მე­სი და კო­მენ­ტა­რი, რა­საც წე­რენ. ბევ­რმა არას­წო­რად იცის, რა ხდე­ბა ჩემს გარ­შე­მო, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი კი მგულ­შე­მატ­კივ­რობს და მხარ­და­ჭე­რას მი­ცხა­დებს, რის­თვი­საც მად­ლო­ბას ვიხ­დი.

- მა­მა­ომ, არ ვი­ცო­დიო...

- მა­მა­ომ იცო­და, რომ მო­დე­ლი, მე­ნე­ჯე­რი და კო­სო­ვოს კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი. მე როცა და­ვუ­რე­კე მა­მა­ოს და ვუ­თხა­რი ჩა­წე­რა მაქვს-თქო, რა­ზეც თან­ხმო­ბა მომ­ცა, არც ვი­ცო­დი, რომ უნდა გა­მე­ხა­და. ეს მინ­დო­და შო­უს­თვის და სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ვი­ხა­დე. რა არის ამა­ში ცუდი? რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ თურ­მე ბო­დი­ში უნდა მო­ვი­ხა­დო, თუ იმი­ტომ უნდა გა­ვა­კე­თო ეს, რომ არ ვი­ცო­დი, რომ უნდა გა­მე­ხა­და, ბო­დიშს ვიხ­დი, მაგ­რამ სა­ბო­დი­შო არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია.

- ამის შემ­დეგ გქონ­და სა­უ­ბა­რი მა­მა­ოს­თან?

- იცო­და, რომ ვარ მო­დე­ლი და მე­ნე­ჯე­რი. ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად არა, მაგ­რამ ხში­რად მქონ­და მას­თან კონ­ტაქ­ტი.

- ნა­წყე­ნი ხარ?

- არ ვარ, მე მეს­მის მისი.

- თუ გა­ე­ცა­ნით კაკო ვა­შა­ლო­მი­ძის და დე­დათ­ქვე­ნის კო­მენ­ტარს, კაკო ამ­ბობს, რომ ის თქვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა არ არის, დედა კი აცხა­დებს, რომ მან ან­ტიქ­რის­ტე გა­ა­ჩი­ნა...

- დე­დის­გან არ გამ­კვირ­ვე­ბია. ვი­ცო­დი, რო­დეს­მე ცუ­დად გა­მოჩ­ნდე­ბო­და. არც მწყე­ნია, მიჩ­ვე­უ­ლი ვარ მის­გან ცუდს. ისეთ ადა­მი­ან­ზე ვერ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს, ვინც სა­კუ­თა­რი დე­დის ცე­მის გამო 12 დღე ცი­ხე­ში იყო. მე ვუ­ჩივ­ლე დე­და­ჩემს, რო­მე­ლიც მის სა­წყალ 82 წლის დე­დას სცემ­და, რო­მელ­მაც დე­და­ჩე­მი იშ­ვი­ლა და გა­ზარ­და. არ ვა­პი­რებ­დი ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს, რად­გან ოჯა­ხი წმინ­დაა ჩემ­თვის, მაგ­რამ თუ გა­ამ­წვა­ვე­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას და ან­ტიქ­რის­ტეს და ეშ­მაკს მი­წო­დე­ბენ, დო­კუ­მენ­ტე­ბით და­ვამ­ტკი­ცებ ყვე­ლა­ფერს და ხალ­ხმა გან­სა­ჯოს ტყუ­ილ-მარ­თა­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კა­კოს, 7 წლი­დან ვი­ცო­დი, რომ მამა იყო, 9 წლის ასაკ­ში კი გა­ვი­გე, რომ მა­მა­ჩე­მი არ იყო. 12 წლის ასაკ­ში მომ­ცა გვა­რი. მე ხომ მას არ ვა­ძა­ლებ­დი, გვა­რი მო­ე­ცა?

- რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი სახ­ლი­დან 9 წლის წინ?

- იყო კონ­ფლიქ­ტე­ბი ოჯახ­ში, რის გა­მოც 9 წლის წინ წა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან. ჩემი მხრი­დან იყო ოჯახ­თან შე­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი. არ მინ­დო­და კონ­ფლიქ­ტი, მაგ­რამ 9 წელი რომ ცდი­ლობ ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას და დედა მხო­ლოდ გე­მუქ­რე­ბა, და­ვი­ღა­ლე.

- დე­დას­თან კონ­ფლიქ­ტის გამო და­ტო­ვეთ ოჯა­ხი, თუ კაკო ვა­შა­ლო­მი­ძეს­თა­ნაც გქონ­დათ და­პი­რის­პი­რე­ბა?

- არ მინ­და ჯერ ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლად სა­უ­ბა­რი.

- ძმას­თან გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ეს ჩემი ნა­ხე­ვარძმაა, მას­თან იშ­ვი­ა­თად მაქვს კონ­ტაქ­ტი.

- დედა და კაკო ერ­თად ცხოვ­რო­ბენ?

- არა, ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია, და­შორ­დნენ.

- დე­დათ­ქვე­ნი აცხა­დებს, რომ ის გი­რე­კავთ, გწერთ და არ პა­სუ­ხობთ...

- არ მაქვს კონ­ტაქ­ტი. არც დაბ­ლო­კი­ლი არ მყავს. არ მინ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ბევ­რი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა. ჩა­დით სო­ფელ­ში და იკი­თხეთ. ბე­ბია მომ­ვლელ­თან ცხოვ­რობს, დე­და­ჩემ­თან რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ცო­ცხა­ლი არ იქ­ნე­ბო­და. დედა მას სცემ­და, მეც ცუ­დად მექ­ცე­ო­და - თმით მით­რევ­და, სი­ტყვი­ე­რად მე­მუქ­რე­ბო­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი მი­რე­კავ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, გეხ­ვე­წე­ბი შვი­ლო, სო­ფელ­ში არ ჩა­მოხ­ვი­დე, ვინ­მე არ დაგ­ხვდეს, რამე არ მო­გი­ვი­დე­სო. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი პო­ლი­ცი­ის­თვის მი­მე­მარ­თა, რის შე­დე­გად დე­დას აეკ­რძა­ლა 30 დღით ჩვენ­თან მო­ახ­ლო­ე­ბა. სულ იყო ძა­ლა­დო­ბა მისი მხრი­დან. რო­გორც ბე­ბი­ის­გან გა­ვი­გე, მას ხან და­ნას ადებ­და, ხან ბა­ლი­შით გუ­დავ­და და ა.შ. ბო­ლოს ვუ­ჩივ­ლე, მო­სა­მარ­თლემ შე­უ­ფარ­და, 30 დღით არ მოგ­ვკა­რე­ბო­და, მაგ­რამ არ მო­ის­ვე­ნა, როცა სო­ფელ­ში ჩა­ვე­დი ბე­ბი­ას­თან, მეც მო­მა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა და სა­სა­მარ­თლომ 12 დღით და­ა­პა­ტიმ­რა დე­და­ჩე­მი. ჩემს ოჯახ­ში არა­ვინ მუ­შა­ობს. კა­კოს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ დე­და­ჩე­მი გა­თხოვ­და, ვცდი­ლობ­დი მომ­ვლე­ლი, დედა, ბე­ბია, დე­და­ჩე­მის ქმა­რი მერ­ჩი­ნა და აღ­მედ­გი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ არა­ფერ­მა გაჭ­რა დე­და­ჩემ­თან.

- ბე­ბი­ამ გნა­ხა ტე­ლე­ვი­ზორ­ში გახ­დი­ლი?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი მე­ში­ნო­და, რად­გან 3 ინ­ფარ­ქტი აქვს გა­და­ტა­ნი­ლი. რომ და­ვუ­რე­კე, მი­თხრა, ჩემო გოგო, კარ­გი იყა­ვიო. გუ­ში­ნაც ვე­სა­უბ­რე და მი­თხრა, ნუ ნერ­ვი­უ­ლო­ბო. ახ­ლობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ძა­ლი­ან მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ბებო თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს, სო­ფელ ქვე­მო ხო­და­შენ­ში მომ­ვლელ­თან. ორი დიდი სახ­ლი დე­დას და­ვუ­ტო­ვეთ.

- აპი­რებ გვა­რის შეც­ვლას?

- იქეთ კვი­რა­ში მივ­მარ­თავ სა­სა­მარ­თლოს. არ მინ­და, კაკო ვა­შა­ლო­მი­ძე იყოს მა­მა­ჩე­მი. გვარს რაც შე­ე­ხე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ბე­ბი­ა­ჩე­მის გვარ­ზე გა­და­ვი­დე, არის შე­საძ­ლე­ბე­ლი კა­კოს გვარ­ზე დავ­რჩე, რად­გან ძა­ლი­ან მომ­წონს.

- არ იცით, თქვე­ნი ნამ­დვი­ლი მამა ვინ არის?

- სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ ვე­წე­რე დე­დის გვარ­ზე. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ვინ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მა­მა­ჩე­მი, მაგ­რამ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რად­გან კა­კომ მომ­ცა გვა­რი და მას დიდ პა­ტივს ვცემ ამის გამო. 16 წლამ­დე მან გამ­ზარ­და, შე­უ­რა­ცხყო­ფა იქ­ნე­ბო­და, როცა ასე ზრუ­ნავს ადა­მი­ა­ნი, შენ მამა ეძე­ბო. ჩემს ნამ­დვილ მა­მა­საც არ გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი მო­ვე­ძებ­ნე, შე­იძ­ლე­ბა არც იცის ჩემს შე­სა­ხებ.

ასე­ვე იხი­ლეთ| "შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს ტე­ლე­ვი­ზი­აც და მო­ძღვა­რიც" - გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი მე­და­ვით­ნის პი­რა­დი მო­ძღვრის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გაშიშვლებულ მედავითნეს საკუთარი დედა ანტიქრისტეს უწოდებს - "ფლეიბოის" მოდელის ცხოვრების გაუხმაურებელი ფაქტები

გაშიშვლებულ მედავითნეს საკუთარი დედა ანტიქრისტეს უწოდებს - "ფლეიბოის" მოდელის ცხოვრების გაუხმაურებელი ფაქტები

ცნობილ ქართველ მოდელ თამუნა ვაშალომიძეს ოჯახის წევრები საჯაროდ დაუპირისპირდნენ. დედა, მარიამ ესიტაშვილი აცხადებს, რომ მან ანტიქრისტე გააჩინა და ამის გამო ცუდად არის; მუსიკოსი კაკო ვაშალომიძე კი ამბობს, რომ ის თამუნას ბიოლოგიური მამა არ არის და მას უბრალოდ, საკუთარი გვარი მისცა. ოჯახის წევრებს თამუნა ვაშალომიძე პასუხობს.

- თამუნა, გახდას პირდაპირ ეთერში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხომ არ ნანობ ამ ნაბიჯს?

- არ ვნანობ და კიდევ გავიხდი, თუ საჭირო იქნება. პირიქით, სტიმულია ჩემთვის ყველა ესემესი და კომენტარი, რასაც წერენ. ბევრმა არასწორად იცის, რა ხდება ჩემს გარშემო, ბევრი ადამიანი კი მგულშემატკივრობს და მხარდაჭერას მიცხადებს, რისთვისაც მადლობას ვიხდი.

- მამაომ, არ ვიცოდიო...

- მამაომ იცოდა, რომ მოდელი, მენეჯერი და კოსოვოს კონკურსის მონაწილე ვიყავი. მე როცა დავურეკე მამაოს და ვუთხარი ჩაწერა მაქვს-თქო, რაზეც თანხმობა მომცა, არც ვიცოდი, რომ უნდა გამეხადა. ეს მინდოდა შოუსთვის და საკუთარი ინიციატივით გავიხადე. რა არის ამაში ცუდი? რაც შეეხება იმას, რომ თურმე ბოდიში უნდა მოვიხადო, თუ იმიტომ უნდა გავაკეთო ეს, რომ არ ვიცოდი, რომ უნდა გამეხადა, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ საბოდიშო არაფერი გამიკეთებია.

- ამის შემდეგ გქონდა საუბარი მამაოსთან?

- იცოდა, რომ ვარ მოდელი და მენეჯერი. ყოველკვირეულად არა, მაგრამ ხშირად მქონდა მასთან კონტაქტი.

- ნაწყენი ხარ?

- არ ვარ, მე მესმის მისი.

- თუ გაეცანით კაკო ვაშალომიძის და დედათქვენის კომენტარს, კაკო ამბობს, რომ ის თქვენი ბიოლოგიური მამა არ არის, დედა კი აცხადებს, რომ მან ანტიქრისტე გააჩინა...

- დედისგან არ გამკვირვებია. ვიცოდი, როდესმე ცუდად გამოჩნდებოდა. არც მწყენია, მიჩვეული ვარ მისგან ცუდს. ისეთ ადამიანზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ვინც საკუთარი დედის ცემის გამო 12 დღე ციხეში იყო. მე ვუჩივლე დედაჩემს, რომელიც მის საწყალ 82 წლის დედას სცემდა, რომელმაც დედაჩემი იშვილა და გაზარდა. არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, რადგან ოჯახი წმინდაა ჩემთვის, მაგრამ თუ გაამწვავებენ მდგომარეობას და ანტიქრისტეს და ეშმაკს მიწოდებენ, დოკუმენტებით დავამტკიცებ ყველაფერს და ხალხმა განსაჯოს ტყუილ-მართალი. რაც შეეხება კაკოს, 7 წლიდან ვიცოდი, რომ მამა იყო, 9 წლის ასაკში კი გავიგე, რომ მამაჩემი არ იყო. 12 წლის ასაკში მომცა გვარი. მე ხომ მას არ ვაძალებდი, გვარი მოეცა?

- რატომ წამოხვედი სახლიდან 9 წლის წინ?

- იყო კონფლიქტები ოჯახში, რის გამოც 9 წლის წინ წამოვედი სახლიდან. ჩემი მხრიდან იყო ოჯახთან შერიგების მცდელობები. არ მინდოდა კონფლიქტი, მაგრამ 9 წელი რომ ცდილობ ოჯახთან ურთიერთობის აღდგენას და დედა მხოლოდ გემუქრება, დავიღალე.

- დედასთან კონფლიქტის გამო დატოვეთ ოჯახი, თუ კაკო ვაშალომიძესთანაც გქონდათ დაპირისპირება?

- არ მინდა ჯერ ამაზე კონკრეტულად საუბარი.

- ძმასთან გაქვთ ურთიერთობა?

- ეს ჩემი ნახევარძმაა, მასთან იშვიათად მაქვს კონტაქტი.

- დედა და კაკო ერთად ცხოვრობენ?

- არა, ორწელიწადნახევარია, დაშორდნენ.

- დედათქვენი აცხადებს, რომ ის გირეკავთ, გწერთ და არ პასუხობთ...

- არ მაქვს კონტაქტი. არც დაბლოკილი არ მყავს. არ მინდა მასთან ურთიერთობა, ბევრი ტკივილი მომაყენა. ჩადით სოფელში და იკითხეთ. ბებია მომვლელთან ცხოვრობს, დედაჩემთან რომ დარჩენილიყო, ცოცხალი არ იქნებოდა. დედა მას სცემდა, მეც ცუდად მექცეოდა - თმით მითრევდა, სიტყვიერად მემუქრებოდა. ბებიაჩემი მირეკავდა და მეუბნებოდა, გეხვეწები შვილო, სოფელში არ ჩამოხვიდე, ვინმე არ დაგხვდეს, რამე არ მოგივიდესო. იძულებული გავხდი პოლიციისთვის მიმემართა, რის შედეგად დედას აეკრძალა 30 დღით ჩვენთან მოახლოება. სულ იყო ძალადობა მისი მხრიდან. როგორც ბებიისგან გავიგე, მას ხან დანას ადებდა, ხან ბალიშით გუდავდა და ა.შ. ბოლოს ვუჩივლე, მოსამართლემ შეუფარდა, 30 დღით არ მოგვკარებოდა, მაგრამ არ მოისვენა, როცა სოფელში ჩავედი ბებიასთან, მეც მომაყენა შეურაცხყოფა და სასამართლომ 12 დღით დააპატიმრა დედაჩემი. ჩემს ოჯახში არავინ მუშაობს. კაკოსთან დაშორების შემდეგ დედაჩემი გათხოვდა, ვცდილობდი მომვლელი, დედა, ბებია, დედაჩემის ქმარი მერჩინა და აღმედგინა ურთიერთობა, მაგრამ არაფერმა გაჭრა დედაჩემთან.

- ბებიამ გნახა ტელევიზორში გახდილი?

- ყველაზე მეტად მისი მეშინოდა, რადგან 3 ინფარქტი აქვს გადატანილი. რომ დავურეკე, მითხრა, ჩემო გოგო, კარგი იყავიო. გუშინაც ვესაუბრე და მითხრა, ნუ ნერვიულობო. ახლობლები და ნათესავები ძალიან მგულშემატკივრობენ. ბებო თელავის რაიონში ცხოვრობს, სოფელ ქვემო ხოდაშენში მომვლელთან. ორი დიდი სახლი დედას დავუტოვეთ.

- აპირებ გვარის შეცვლას?

- იქეთ კვირაში მივმართავ სასამართლოს. არ მინდა, კაკო ვაშალომიძე იყოს მამაჩემი. გვარს რაც შეეხება, შეიძლება ბებიაჩემის გვარზე გადავიდე, არის შესაძლებელი კაკოს გვარზე დავრჩე, რადგან ძალიან მომწონს.

- არ იცით, თქვენი ნამდვილი მამა ვინ არის?

- სულ მაინტერესებდა, რატომ ვეწერე დედის გვარზე. მეუბნებოდნენ, ვინ შეიძლება ყოფილიყო მამაჩემი, მაგრამ არ მაინტერესებდა, რადგან კაკომ მომცა გვარი და მას დიდ პატივს ვცემ ამის გამო. 16 წლამდე მან გამზარდა, შეურაცხყოფა იქნებოდა, როცა ასე ზრუნავს ადამიანი, შენ მამა ეძებო. ჩემს ნამდვილ მამასაც არ გასჩენია სურვილი მოვეძებნე, შეიძლება არც იცის ჩემს შესახებ.

ასევე იხილეთ| "შეცდომაში შეიყვანეს ტელევიზიაც და მოძღვარიც" - გაშიშვლებული მედავითნის პირადი მოძღვრის პირველი კომენტარი

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია