კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეცდომაში შეიყვანეს ტელევიზიაც და მოძღვარიც" - გაშიშვლებული მედავითნის პირადი მოძღვრის პირველი კომენტარი
"შეცდომაში შეიყვანეს ტელევიზიაც და მოძღვარიც" - გაშიშვლებული მედავითნის პირადი მოძღვრის პირველი კომენტარი

23 წლის სექს-სიმ­ბო­ლო თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძე რუ­სუ­ლი "ფლე­ი­ბო­ის" და­სა­პყრო­ბად ემ­ზა­დე­ბა. წარ­სულ­ში კი მე­და­ვით­ნედ 4 წელი მუ­შა­ობ­და და 16 წლის ასაკ­ში მო­ნას­ტერ­ში დარ­ჩე­ნა­საც აპი­რებ­და. სექ­სუ­ა­ლურ­მა მო­დელ­მა სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბი­სა და წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად Ambebi.ge-სთან გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

"ფლე­ი­ბო­ის" მო­დე­ლად ქცე­უ­ლი მე­და­ვით­ნეს გა­მო­ჩე­ნას მისი მო­ძღვა­რი, თბი­ლი­სის წმინ­და ან­ტონ მარ­ტყო­ფე­ლის წი­ნამ­ძღვა­რი მამა ან­ტო­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მან 8 წლის წინ და­ი­წყო მსა­ხუ­რე­ბა. ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ისიც მო­ვი­და რწმე­ნით. გა­და­წყვი­ტა, გამ­ხდა­რი­ყო მე­და­ვით­ნე და თით­ქმის 4 წელი მსა­ხუ­რობ­და ჩვენს ტა­ძარ­ში. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი მო­ვი­დეს, მრევ­ლად თვლი­დეს თავს და ბო­ლოს მთლი­ა­ნად ჩა­მო­შორ­დეს ეკ­ლე­სი­ას, ასე მოხ­და ამ გო­გო­ნას შემ­თხვევ­ში. მან გა­და­წყი­ტა, სხვა ცხოვ­რე­ბა და­ე­წყო და ბედი მო­ე­სინ­ჯა. ნელა-ნელა თით­ქმის ჩა­მო­შორ­და ეკ­ლე­სი­ას. ტე­ლე­ვი­ზი­ით ჩვენ ვი­ხი­ლეთ ჩვე­ნი მრევ­ლი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა. ის, მისი აზ­რით, დღე­საც ეკ­ლე­სი­ის წევ­რია, ჰყავს მო­ძღვა­რი, აბა­რებს აღ­სა­რე­ბას და სუ­ლაც არ თვლის უარ­ყო­ფი­დათ იმას, რომ ის არის მო­დე­ლი. ეს მას ხელს არ უშ­ლის, ია­როს ეკ­ლე­სი­ა­ში და მო­ძღვარს ჩა­ა­ბა­როს აღ­სა­რე­ბა", - ამ­ბობს მო­ძღვა­რი.

მამა ან­ტო­ნის თქმით, მო­დე­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ჩე­ნას უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი ეკ­ლე­სი­ი­სა და მო­ძღვრის მი­მარ­თაც მოჰ­ყვა.

"ასე­თი გა­და­ცე­მა, რო­გო­რიც ჩვენ ვი­ხი­ლეთ, მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, ამის შემ­დეგ ხალ­ხი ეკ­ლე­სი­ას უარ­ყო­ფი­თად უყუ­რებს. ნუთუ შე­იძ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი და ამის შემ­დეგ, ის ასე მკვეთ­რად გარ­და­იქ­მნას - ღვთის მსა­ხუ­რე­ბი­დან "ფლე­ი­ბო­ის" მო­დე­ლად. ეკ­ლე­სია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის და­წე­სე­ბუ­ლი და ჩვენ ხელს ვერ ვკრავთ ვერ­ცერთ მათ­განს, რაც უნდა ცოდ­ვი­ლი იყოს ის. მხო­ლოდ ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სით, ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს სი­ნა­ნულ­ში. ცოდ­ვას ეკ­ლე­სია ვე­რა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა. მო­ნა­ნულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სი­ნა­ნუ­ლით მო­დის და შე­ეც­დე­ბა გა­მო­ას­წო­როს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აღ­სა­რე­ბით, მო­ძღვრის აყ­ვა­ნით, ზი­ა­რე­ბით, ლოც­ვე­ბით, ასეთ ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის ხელს შე­უ­წყობს. მაგ­რამ თუ ჩვენ ვი­ტყვით, რომ ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი ვართ და 5-6 წელი ეკ­ლე­სი­ა­ში არ მი­ვალთ, ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს სიც­რუ­ეა და ეკ­ლე­სია არა­სო­დეს მი­ე­სალ­მე­ბა მას", - აცხა­დებს მო­ძღვა­რი.

მამა ან­ტო­ნის თქმით, ამ გა­და­ცე­მით შე­ცო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს მა­ყუ­რე­ბე­ლიც და მო­ძღვა­რიც.

"მე რო­გორც ამ ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვარ­მა, სა­დაც სი­უ­ჟე­ტი ჩა­ი­წე­რა, მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ თვი­თონ ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლის მხრი­დან, შეც­დო­მა­ში იქნა შეყ­ვა­ნი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­აც და მო­ძღვა­რიც, რად­გან ჩვენ არ ვი­ცო­დით არსი, თუ რას ისა­ხავ­და მიზ­ნად მისი სი­უ­ჟე­ტის ჩა­წე­რა. ეს უკვე ნიშ­ნავს იმას, რომ ეკ­ლე­სია და ტე­ლე­ვი­ზია ამ პი­როვ­ნე­ბამ მო­ა­ტყუა. სიც­რუე დიდი ცოდ­ვაა და ეკ­ლე­სი­ის­გან იკ­რძა­ლე­ბა. ცოდ­ვის პრო­პა­გან­დას ახ­დენ­და ჩვე­ნი მრევ­ლი (მრევ­ლად ით­ვლე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წირ­ვა ლოც­ვას ეს­წრე­ბა, ამ­ბობს აღ­სა­რე­ბას, იც­ნობს მო­ძღვა­რი და იც­ნობს მის ცხოვ­რე­ბას), ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ძღვარ­მა მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ არ იცო­და და ამ გა­და­ცე­მით შე­ი­ტყო. ამი­ტომ, მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მინ­და და­ვა­ფიქ­სი­რო. ეკ­ლე­სია, რო­გორც სიწ­მინ­დე, სა­დაც მხო­ლოდ ღვთის სი­ტყვა უნდა იქა­და­გე­ბო­დეს, არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ამ მიზ­ნით. მე ყო­ველ­თვის დავ­გმობ ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა ის მრევ­ლი თუ არა, ეკ­ლე­სი­ას ამ მიზ­ნის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს. ამი­სათ­ვის, შე­საძ­ლოა, პი­როვ­ნე­ბამ ბო­დი­შიც მო­ი­ხა­დოს ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და ხალ­ხის წი­ნა­შე",- ამ­ბობს მამა ან­ტო­ნი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შეცდომაში შეიყვანეს ტელევიზიაც და მოძღვარიც" - გაშიშვლებული მედავითნის პირადი მოძღვრის პირველი კომენტარი

"შეცდომაში შეიყვანეს ტელევიზიაც და მოძღვარიც" - გაშიშვლებული მედავითნის პირადი მოძღვრის პირველი კომენტარი

23 წლის სექს-სიმბოლო თამუნა ვაშალომიძე რუსული "ფლეიბოის" დასაპყრობად ემზადება. წარსულში კი მედავითნედ 4 წელი მუშაობდა და 16 წლის ასაკში მონასტერში დარჩენასაც აპირებდა. სექსუალურმა მოდელმა საკუთარი გეგმებისა და წარსული ცხოვრების შესახებ პირველად Ambebi.ge-სთან გულახდილად ისაუბრა.

"ფლეიბოის" მოდელად ქცეული მედავითნეს გამოჩენას მისი მოძღვარი, თბილისის წმინდა ანტონ მარტყოფელის წინამძღვარი მამა ანტონი ეხმაურება.

"მან 8 წლის წინ დაიწყო მსახურება. ისევე, როგორც ყველა ადამიანი, ისიც მოვიდა რწმენით. გადაწყვიტა, გამხდარიყო მედავითნე და თითქმის 4 წელი მსახურობდა ჩვენს ტაძარში. შეიძლება ადამიანი მოვიდეს, მრევლად თვლიდეს თავს და ბოლოს მთლიანად ჩამოშორდეს ეკლესიას, ასე მოხდა ამ გოგონას შემთხვევში. მან გადაწყიტა, სხვა ცხოვრება დაეწყო და ბედი მოესინჯა. ნელა-ნელა თითქმის ჩამოშორდა ეკლესიას. ტელევიზიით ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მრევლი, რომელმაც თავისი დამოკიდებულება გამოხატა. ის, მისი აზრით, დღესაც ეკლესიის წევრია, ჰყავს მოძღვარი, აბარებს აღსარებას და სულაც არ თვლის უარყოფიდათ იმას, რომ ის არის მოდელი. ეს მას ხელს არ უშლის, იაროს ეკლესიაში და მოძღვარს ჩააბაროს აღსარება", - ამბობს მოძღვარი.

მამა ანტონის თქმით, მოდელის ტელევიზიით გამოჩენას უარყოფითი გამოხმაურებები ეკლესიისა და მოძღვრის მიმართაც მოჰყვა.

"ასეთი გადაცემა, როგორიც ჩვენ ვიხილეთ, მკვეთრად უარყოფითად აისახება საზოგადოებაზე, ამის შემდეგ ხალხი ეკლესიას უარყოფითად უყურებს. ნუთუ შეიძლება ეკლესიაში მივიდეს ადამიანი და ამის შემდეგ, ის ასე მკვეთრად გარდაიქმნას - ღვთის მსახურებიდან "ფლეიბოის" მოდელად. ეკლესია ადამიანებისთვის არის დაწესებული და ჩვენ ხელს ვერ ვკრავთ ვერცერთ მათგანს, რაც უნდა ცოდვილი იყოს ის. მხოლოდ ერთი გამონაკლისით, ადამიანი უნდა იყოს სინანულში. ცოდვას ეკლესია ვერასოდეს შეეგუება. მონანულ ადამიანს, რომელიც სინანულით მოდის და შეეცდება გამოასწოროს თავისი ცხოვრება აღსარებით, მოძღვრის აყვანით, ზიარებით, ლოცვებით, ასეთ ადამიანს ყოველთვის ხელს შეუწყობს. მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეკლესიის მრევლი ვართ და 5-6 წელი ეკლესიაში არ მივალთ, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს სიცრუეა და ეკლესია არასოდეს მიესალმება მას", - აცხადებს მოძღვარი.

მამა ანტონის თქმით, ამ გადაცემით შეცომაში შეიყვანეს მაყურებელიც და მოძღვარიც.

"მე როგორც ამ ეკლესიის მოძღვარმა, სადაც სიუჟეტი ჩაიწერა, მინდა განვაცხადო, რომ თვითონ ჩვენი ეკლესიის მრევლის მხრიდან, შეცდომაში იქნა შეყვანილი ტელევიზიაც და მოძღვარიც, რადგან ჩვენ არ ვიცოდით არსი, თუ რას ისახავდა მიზნად მისი სიუჟეტის ჩაწერა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეკლესია და ტელევიზია ამ პიროვნებამ მოატყუა. სიცრუე დიდი ცოდვაა და ეკლესიისგან იკრძალება. ცოდვის პროპაგანდას ახდენდა ჩვენი მრევლი (მრევლად ითვლება ის ადამიანი, რომელიც წირვა ლოცვას ესწრება, ამბობს აღსარებას, იცნობს მოძღვარი და იცნობს მის ცხოვრებას), ამ შემთხვევაში მოძღვარმა მისი საქმიანობის შესახებ არ იცოდა და ამ გადაცემით შეიტყო. ამიტომ, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მინდა დავაფიქსირო. ეკლესია, როგორც სიწმინდე, სადაც მხოლოდ ღვთის სიტყვა უნდა იქადაგებოდეს, არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ამ მიზნით. მე ყოველთვის დავგმობ ასეთ დამოკიდებულებას, როდესაც პიროვნება, იქნება ის მრევლი თუ არა, ეკლესიას ამ მიზნისთვის გამოიყენებს. ამისათვის, შესაძლოა, პიროვნებამ ბოდიშიც მოიხადოს ტელევიზიისა და ხალხის წინაშე",- ამბობს მამა ანტონი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია