მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე, რომელიც მილიონერობას აპირებდა - დეპუტატის დეკლარირებული ქონება
რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე, რომელიც მილიონერობას აპირებდა - დეპუტატის დეკლარირებული ქონება

"გე­ლო­დი, ჩვენ ფული უნდა ვი­შოვ­ნოთ რა. პო­ლი­ტი­კა იქ­ნე­ბა, თუ არ იქ­ნე­ბა, მა­ყუ­თი უნდა ვი­შო­ვოთ. რაც ყა­ზა­ხეთ­ში გავა რამე, ჩვენ­გან უნდა გა­ვი­დეს, ხილი იქ­ნე­ბა, სას­მე­ლი, თუ რაც იქ­ნე­ბა. არა­ფე­რი არ მინ­და, არც პრე­ზი­დენ­ტო­ბა და არც არა­ფე­რი, მა­გის დ.. მოვ...ან! ფული უნდა ვი­შო­ვო რა, მი­ლი­ო­ნე­რი უნდა გავ­ხდე!", - ამო­ნა­რი­დი გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი­დან, 2012 წელი.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე "ოც­ნე­ბა­ში ჩა­კარ­გუ­ლი" იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტა­რი გახ­და, აღარ კონ­ტაქ­ტობს მე­დი­ას­თან, აღარ არის არც პო­ლი­ტი­კუ­რად და არც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი, მო­ქა­ლა­ქე­ებს კი ჯერ კი­დევ კარ­გად ახ­სოვს მისი თა­მა­მი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბი.

Ambebi.ge პარ­ლა­მენ­ტარ გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ით და­ინ­ტე­რეს­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ სკან­და­ლუ­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით არ ცხოვ­რობს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ვერც ამომ­რჩე­ველს აუს­რუ­ლა და­პი­რე­ბუ­ლი ოც­ნე­ბა და ვერც სა­კუ­თა­რი აიხ­დი­ნა, რად­გან არც საწ­ვა­ვი გა­ი­ა­ფე­ბუ­ლა ქვე­ყა­ნა­ში, არც დენი და არც პენ­სია გაზ­რდი­ლა... ვერც თვი­თონ გახ­და მი­ლი­ო­ნე­რი...

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს 60 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი აქვს ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ჭყვიშ­ში. 4200 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი სო­ფელ ბი­გე­ულ­ში.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე თბი­ლის­ში სულ­ხან ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობს. სახ­ლი, რომ­ლის ფარ­თიც 150 კვად­რა­ტულ მეტრს შე­ად­გენს, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის მე­უღ­ლის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ქა­ლა­ქის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის დროს გა­ირ­კვა, რომ გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის მი­სა­მარ­თზე ადრე სო­ზარ სუ­ბა­რი იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა იმი­ტომ ვერ შეძ­ლო, რომ გუ­ბაზ­მა სო­ზა­რი ბი­ნი­დან ამო­წე­რა. ქუ­ჩას შე­ეც­ვა­ლა ნომ­რე­ბი.

"ჩემი ბინა, რო­მე­ლიც იყო ცინ­ცა­ძის #43-ში და დღე­საც ქუ­ჩის მხრი­დან მიკ­რუ­ლი აქვს ეს ნო­მე­რი, ნას­ყი­დო­ბის დო­კუ­მენ­ტშიც №43 წე­რია, ახა­ლი გა­და­ნომვრით №49 გამ­ხდა­რა. ამ­ჟა­მინ­დელ №43-ში კი გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე ცხოვ­რობს. 15 ივ­ნი­სის არ­ჩევ­ნებ­ზე კი გა­მიკ­ვირ­და, რო­დე­საც გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ჩემი ბა­რა­თე­ბი მას­თან მი­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ შე­ე­შა­ლათ, რად­გან ჩვე­ნი ბი­ნის ნომ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა და აღარ მი­მიქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა. მა­შინ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვე­ცი ხმა. ამა­სო­ბა­ში გუ­ბა­ზის ოჯახ­მა რომ ნახა, რომ მე მათ ბი­ნა­ში ვარ ჩა­წე­რი­ლი შეც­დო­მით, მი­მარ­თეს შე­სა­ბა­მის უწყე­ბას, გა­ას­წო­რე­თო. იქი­დან კი ამომ­წე­რეს, მაგ­რამ არც მე შე­მა­ტყო­ბი­ნეს, არც გუ­ბაზს და დრო­უ­ლად ვერ მო­ხერ­ხდა, რომ ჩემს ბი­ნა­ზე რე­გის­ტრა­ცია გა­მევ­ლო", – გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, აღ­მოჩ­ნდა, რომ 2014 წელს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის პე­რი­ოდ­ში, მას "თი ბი სი ბან­კში" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 300 ლარი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის და დი­ას­პო­რი­სა და კავ­კა­სი­ის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს სა­ნაც­ვლოდ მი­ღე­ბუ­ლი აქვს 66 465 ლარი.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს არ ჰყავს ავ­ტო­მო­ბი­ლი და არც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი მი­უ­ღია. მისი სიმ­დიდ­რეა ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მებს მო­ი­ცავს და რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 10 000 ლარს აღე­მა­ტე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე, რომელიც მილიონერობას აპირებდა - დეპუტატის დეკლარირებული ქონება

რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე, რომელიც მილიონერობას აპირებდა - დეპუტატის დეკლარირებული ქონება

"გელოდი, ჩვენ ფული უნდა ვიშოვნოთ რა. პოლიტიკა იქნება, თუ არ იქნება, მაყუთი უნდა ვიშოვოთ. რაც ყაზახეთში გავა რამე, ჩვენგან უნდა გავიდეს, ხილი იქნება, სასმელი, თუ რაც იქნება. არაფერი არ მინდა, არც პრეზიდენტობა და არც არაფერი, მაგის დ.. მოვ...ან! ფული უნდა ვიშოვო რა, მილიონერი უნდა გავხდე!", - ამონარიდი გუბაზ სანიკიძის ფარული სატელეფონო ჩანაწერიდან, 2012 წელი.

გუბაზ სანიკიძე "ოცნებაში ჩაკარგული" იმ პოლიტიკოსების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც აქტიურები იყვნენ ხელისუფლებაში მოსვლამდე. მაგრამ მას შემდეგ, რაც პარლამენტარი გახდა, აღარ კონტაქტობს მედიასთან, აღარ არის არც პოლიტიკურად და არც საზოგადოებრივად აქტიური, მოქალაქეებს კი ჯერ კიდევ კარგად ახსოვს მისი თამამი წინასაარჩევნო დაპირებები.

Ambebi.ge პარლამენტარ გუბაზ სანიკიძის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ სკანდალური პარლამენტარი მდიდრული ცხოვრებით არ ცხოვრობს და შეიძლება ითქვას, რომ ვერც ამომრჩეველს აუსრულა დაპირებული ოცნება და ვერც საკუთარი აიხდინა, რადგან არც საწვავი გაიაფებულა ქვეყანაში, არც დენი და არც პენსია გაზრდილა... ვერც თვითონ გახდა მილიონერი...

დეკლარაციაში მითითებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, გუბაზ სანიკიძეს 60 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აქვს ამბროლაურის რაიონში, სოფელ ჭყვიშში. 4200 კვადრატული მეტრი სოფელ ბიგეულში.

გუბაზ სანიკიძე თბილისში სულხან ცინცაძის ქუჩაზე ცხოვრობს. სახლი, რომლის ფართიც 150 კვადრატულ მეტრს შეადგენს, გუბაზ სანიკიძის მეუღლის სახელზეა გაფორმებული. ქალაქის მერის არჩევნების დროს გაირკვა, რომ გუბაზ სანიკიძის მისამართზე ადრე სოზარ სუბარი იყო დარეგისტრირებული, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმიტომ ვერ შეძლო, რომ გუბაზმა სოზარი ბინიდან ამოწერა. ქუჩას შეეცვალა ნომრები.

"ჩემი ბინა, რომელიც იყო ცინცაძის #43-ში და დღესაც ქუჩის მხრიდან მიკრული აქვს ეს ნომერი, ნასყიდობის დოკუმენტშიც №43 წერია, ახალი გადანომვრით №49 გამხდარა. ამჟამინდელ №43-ში კი გუბაზ სანიკიძე ცხოვრობს. 15 ივნისის არჩევნებზე კი გამიკვირდა, როდესაც გუბაზ სანიკიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ბარათები მასთან მიიტანეს, მაგრამ ვიფიქრე, რომ შეეშალათ, რადგან ჩვენი ბინის ნომრები ერთმანეთს დაემთხვა და აღარ მიმიქცევია ყურადღება. მაშინ ჩვეულებრივად მივეცი ხმა. ამასობაში გუბაზის ოჯახმა რომ ნახა, რომ მე მათ ბინაში ვარ ჩაწერილი შეცდომით, მიმართეს შესაბამის უწყებას, გაასწორეთო. იქიდან კი ამომწერეს, მაგრამ არც მე შემატყობინეს, არც გუბაზს და დროულად ვერ მოხერხდა, რომ ჩემს ბინაზე რეგისტრაცია გამევლო", – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის საბანკო ანგარიშებს, აღმოჩნდა, რომ 2014 წელს, დეკლარაციის შევსების პერიოდში, მას "თი ბი სი ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 300 ლარი. პარლამენტის წევრის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებული აქვს 66 465 ლარი.

გუბაზ სანიკიძეს არ ჰყავს ავტომობილი და არც ძვირადღირებული საჩუქრები მიუღია. მისი სიმდიდრეა ბიბლიოთეკა, რომელიც იშვიათ გამოცემებს მოიცავს და რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ... არ ვაპირებ არავისთვის კაბინეტის წართმევას" - სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს

"მოვრჩეთ ამ მიშაზე ლაპარაკს! ამ ბრძოლაში ის რა შუაშია?!" - სააკაშვილის თემამ ოპოზიციის წევრებს შორის ცხარე კამათი გამოიწვია

კალაძის ინფორმაციით, ოპოზიციამ ბიულეტენების გადათვლაზე უარი თქვა - რას პასუხობს ნიკა მელია?