11 დეკემბერს, 18:00-ზე, Event Hall-ში ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში სტრადა ჯგუფი ავტომობილ GAZelle Next-ის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციას დაესწრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ქეთევან ბოჭორიშვილი, სახელმწიფო სტრუქტურების, რეგიონების გამგეობებისა და კერძო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სტრადა ჯგუფის 45 უცხოელი პარტნიორი და სხვ.
პრეზენტაციის დაწყებამდე, 17:30 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში პრესკონფერენციას გამართავენ: სტრადა ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ზაუტაშვილი და Gaz Group-ის წარმომადგენელი, გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი - ოლეგ მარკოვი. მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ახალი ავტომობილის შესახებ და გაეცნონ კომპანიის სამომავლო გეგმებს.
სტრადა ჯგუფი, პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრების გარდა, უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მედია წარმომადგენლებს. პრესკონფერენციის შემდეგ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, გათამაშდება ორი ორკაციანი საგზური ბარსელონასა და სტამბულში. გათამაშების ბილეთები თითოეულ მედია წარმომადგენელსაც დაურიგდება.
კომპანია Gaz Group-ის შესახებ ინფორმაცია: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია Gaz Group დაბალი, საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის ავტომობილებს, ავტობუსებსა და ავტონაწილებს აწრმოებს. Gaz Group-ი რუსეთის 7 რეგიონში 13 სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს და კომერციული ავტომობილების სეგმენტში ბაზრის ლიდერია. დღეს ჯგუფის ფლაგმანი პროდუქტი ახალი თაობის კომერციული ავტომობილი GAZelle Next-ია, რომელიც 20-30%-ით იაფია კონკურენტებზე, ექსპლუატაციის პირობებითა და ტექნიკური პარამეტრებით კი ღირსეულ კონკურენციას უწევს მათ. GAZelle Next-ის მოდელები განსაკუთრებით გამოირჩევა მუნიციპალური, კომუნალური და სპეციალიზებული მოდიფიკაციებით.
GAZelle Next-ის ქარხანა წელს თურქეთშიც გაიხსნა, რომლის მიერ წარმოებული ავტომობილებიც წარმატებით დამკვიდრდა ბაზარზე აქტიური კონკურენციის პირობებში.
სტრადა ჯგუფის შესახებ ინფორმაცია: სტრადა ჯგუფი, საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს. ჯგუფი საქართველოში FCA-ის (FIAT Chrysler Automobiles, ფიატ-კრაისლერ ავტომობილების: Abarth, Alfa Romeo, Chrysler, Dodge, Ferrari, Fiat, Jeep, Fiat Professional, Lancia, Maserati, Ram Trucks და SRT) და GAZ-ის ოფიციალური დილერი და თბილისში მეორადი ავტომობილების ყველაზე დიდი ავტობაზრობის მფლობელია.
კომპანიის შოურუმი მდებარეობს აკ. ბელიაშვილის 97-ში.
R