პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეამაყება ჩემი მეუღლე" - ავთანდილი მინისტრის მოადგილე მეუღლეს მაქსიმალურად უწყობს ხელს
"მეამაყება ჩემი მეუღლე" - ავთანდილი მინისტრის მოადგილე მეუღლეს მაქსიმალურად უწყობს ხელს

ავ­თან­დილ­თან ინ­ტერ­ვიუ რჩე­ვე­ბით და­ვი­წყეთ, რომ­ლებ­საც დი­ზა­ი­ნე­რი სა­ა­ხალ­წლოდ ქალ­ბა­ტო­ნებს აძ­ლევს. გარ­და ამი­სა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვკი­თხეთ მის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სი­ახ­ლე­ზეც - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მისი მე­უღ­ლე, ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე, მცი­რე ხნის წინ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა.

- მე­უღ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მინ­და გკი­თხოთ. რო­გორც ვი­ცით, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში 14 წე­ლია მუ­შა­ობს, ელო­დით, რომ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნავ­დნენ?

- ხა­თუ­ნას სი­ვის თუ გა­და­ხე­დავთ, მიხ­ვდე­ბით, რომ კა­რი­ე­რუ­ლად ის ყო­ველ­თვის ვი­თარ­დე­ბა. ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა, სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლო­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი შე­ნა­ძე­ნია. ხა­თუ­ნა, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს ემ­სა­ხუ­რე­ბა, დიდ და კარგ წვლილს შე­ი­ტანს სა­ერ­თა­შო­რი­სო დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან. მე­ა­მა­ყე­ბა ჩემი მე­უღ­ლე, ჩვენ ვავ­სებთ ერ­თმა­ნეთს და ერ­თმა­ნე­თის­თვის ვცხოვ­რობთ. რაც უნდა რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყოს და ეს არა­ერ­თხელ გვქონ­და, ერ­თმა­ნე­თის შე­ხედ­ვი­თაც კი ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მისი გარ­დე­რო­ბი ახლა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ეტი­კე­ტი სამ­სა­ხურ­ში არას­დროს და­ურ­ღვე­ვია, ახლა ფე­შე­ნატ­მოს­ფე­რო­ში ყოფ­ნა მო­აკ­ლდე­ბა; თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბი, ის ქა­ლუ­რი სი­ლუ­ე­ტი, რაც მას ძა­ლი­ან უხ­დე­ბა, შევ­თა­ვა­ზო ხოლ­მე, ოღონდ უფრო გამ­კაც­რე­ბულ ვა­რი­ან­ტში და ავუ­წყო ლა­მა­ზი"ლუ­ქე­ბი". რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დინს, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი შრო­მობს წინსვლის­თვის, ამ ეტა­პის შემ­დეგ კი­დევ უფრო დიდ მო­მა­ვალს ვუ­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი არ ვარ და ჰო­როს­კო­პებ­შიც კარ­გად ვერ ვერ­კვე­ვი.

- ხა­თუ­ნას ოჯა­ხის­თვის, შვი­ლის­თვის რჩე­ბა დრო?

- და­სა­წყის­ში რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გრა­ფი­კი იც­ვლე­ბა, თუმ­ცა თუ კარ­გი მე­ნე­ჯე­რი ხარ და შენს დრო­სა და საქ­მეს კარ­გად ანა­წი­ლებ, ოჯახ­სა და სამ­სა­ხურს ერ­თმა­ნეთს მო­არ­გებ. ჯერ მხო­ლოდ ათი დღე გა­ვი­და, რაც ხა­თუ­ნა და­წი­ნა­ურ­და, ნელ-ნელა უფრო კარ­გად მო­ერ­გე­ბა გრა­ფიკს და ანას­ტა­სი­ას დე­დის ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლდე­ბა. დი­ლით უფრო ადრე დგე­ბა, ვიდ­რე დგე­ბო­და, ტუ­სინ­კაც 8 სა­ათ­ზე უკვე ფეხ­ზეა, სკო­ლა­ში წას­ვლამ­დე ერ­თად არი­ან, ხა­თუ­ნა შეს­ვე­ნე­ბა­ზე და სა­ღა­მოს, ანას­ტა­სი­ას და­ძი­ნე­ბამ­დე შე­მორ­ბე­ნას ყო­ველ­თვის ახერ­ხებს. მა­მი­კო ცდი­ლობს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში დე­დი­კო­სა და მა­მი­კოს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი თა­ვად შე­ას­რუ­ლოს. აი, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, მხი­ა­რულ სტარ­ტებ­საც უნდა და­ვეს­წრო, რად­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა მშობ­ლე­ბი­დან ერთ-ერთი ან ორი­ვე ერ­თად ეს­წრე­ბა მის წარ­მა­ტე­ბას. მე და ხა­თუ­ნა ერ­თად და­ვეს­წა­რით მის კონ­კურსს სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ში, სა­დაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აიღო და ანას­ტა­სი­ა­ზე ბედ­ნი­ე­რი იმ წუ­თას არა­ვინ იყო. შემ­დეგ ერ­თად წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სახ­ლში და მო­ვა­წყვეთ ოთხე­უ­ლის ვახ­შა­მი, მე­ო­თხე გახ­ლავთ ჩვე­ნი პა­ტა­რა ჩი­ხუ­ა­ხუა ელი­სო­ნი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მეამაყება ჩემი მეუღლე" - ავთანდილი მინისტრის მოადგილე მეუღლეს მაქსიმალურად უწყობს ხელს

"მეამაყება ჩემი მეუღლე" - ავთანდილი მინისტრის მოადგილე მეუღლეს მაქსიმალურად უწყობს ხელს

ავთანდილთან ინტერვიუ რჩევებით დავიწყეთ, რომლებსაც დიზაინერი საახალწლოდ ქალბატონებს აძლევს. გარდა ამისა, რასაკვირველია, ვკითხეთ მის ოჯახთან დაკავშირებულ სიახლეზეც - მოგეხსენებათ, მისი მეუღლე, ხათუნა თოთლაძე, მცირე ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

- მეუღლის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ. როგორც ვიცით, საგარეო საქმეთა სამინისტროში 14 წელია მუშაობს, ელოდით, რომ მინისტრის მოადგილედ დანიშნავდნენ?

- ხათუნას სივის თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ კარიერულად ის ყოველთვის ვითარდება. ეს თანამდებობა, სამართლის სპეციალობით, ძალიან კარგი შენაძენია. ხათუნა, როგორც ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც სახელმწიფოს ემსახურება, დიდ და კარგ წვლილს შეიტანს საერთაშორისო დიპლომატიაში საქართველოს მხრიდან. მეამაყება ჩემი მეუღლე, ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს და ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. რაც უნდა რთული პერიოდი იყოს და ეს არაერთხელ გვქონდა, ერთმანეთის შეხედვითაც კი ყველაფერი გასაგებია.

რასაკვირველია, მისი გარდერობი ახლა რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ეტიკეტი სამსახურში არასდროს დაურღვევია, ახლა ფეშენატმოსფეროში ყოფნა მოაკლდება; თუმცა მაქსიმალურად შევეცდები, ის ქალური სილუეტი, რაც მას ძალიან უხდება, შევთავაზო ხოლმე, ოღონდ უფრო გამკაცრებულ ვარიანტში და ავუწყო ლამაზი''ლუქები''. რაც შეეხება მოლოდინს, ყველა ადამიანი შრომობს წინსვლისთვის, ამ ეტაპის შემდეგ კიდევ უფრო დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველი არ ვარ და ჰოროსკოპებშიც კარგად ვერ ვერკვევი.

- ხათუნას ოჯახისთვის, შვილისთვის რჩება დრო?

- დასაწყისში რასაკვირველია, გრაფიკი იცვლება, თუმცა თუ კარგი მენეჯერი ხარ და შენს დროსა და საქმეს კარგად ანაწილებ, ოჯახსა და სამსახურს ერთმანეთს მოარგებ. ჯერ მხოლოდ ათი დღე გავიდა, რაც ხათუნა დაწინაურდა, ნელ-ნელა უფრო კარგად მოერგება გრაფიკს და ანასტასიას დედის ყურადღება არ მოაკლდება. დილით უფრო ადრე დგება, ვიდრე დგებოდა, ტუსინკაც 8 საათზე უკვე ფეხზეა, სკოლაში წასვლამდე ერთად არიან, ხათუნა შესვენებაზე და საღამოს, ანასტასიას დაძინებამდე შემორბენას ყოველთვის ახერხებს. მამიკო ცდილობს, რომ ამ პერიოდში დედიკოსა და მამიკოს მოვალეობები თავად შეასრულოს. აი, რამდენიმე საათში, მხიარულ სტარტებსაც უნდა დავესწრო, რადგან მნიშვნელოვანია, როცა მშობლებიდან ერთ-ერთი ან ორივე ერთად ესწრება მის წარმატებას. მე და ხათუნა ერთად დავესწარით მის კონკურსს სამეჯლისო ცეკვებში, სადაც პირველი ადგილი აიღო და ანასტასიაზე ბედნიერი იმ წუთას არავინ იყო. შემდეგ ერთად წამოვიყვანეთ სახლში და მოვაწყვეთ ოთხეულის ვახშამი, მეოთხე გახლავთ ჩვენი პატარა ჩიხუახუა ელისონი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრია.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია