შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის იოსებ გოგაშვილის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამავე უწყებაში, მისი ოცი წლის ქალიშვილი ნინო გოგაშვილი, მისი ასაკის მიუხედავად, სოლიდურ და საპასუხისმგებლო პოზიციას - შსს-ს გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტის პოსტს იკავებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნული ინფორმაციის განთავსების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის ახალმა უფროსმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე გაათავისუფლა საკუთარი ქალიშვილი.
ინფორმაცია Ambebi.ge-მ შსს-ს პრესსამსახურში გადაამოწმა, სადაც დაადასტურეს, რომ ნინო გოგაშვილი აღარ იკავებს შსს-ს გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტის პოსტს.