პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს ახალი გენინსპექციის უფროსის 20 წლის ქალიშვილი მისსავე უწყებაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს
შსს-ს ახალი გენინსპექციის უფროსის 20 წლის ქალიშვილი მისსავე უწყებაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა| შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ის ახალ­მა უფ­როს­მა სა­კუ­თა­რი 20 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი პირ­ველ სა­მუ­შაო დღეს­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დღე­ი­დან ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი ჰყავს. აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დეც გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სად და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე, მას­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მისი ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­და. სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­შიც ნე­პო­ტიზ­მზე მი­უ­თი­თე­ბენ და წე­რენ, რომ გო­გაშ­ვი­ლის 20 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი გე­ნინ­სპექ­ცი­ის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია Ambebi.ge-მ იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის მიერ შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ა­მოწ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვით დას­ტურ­დე­ბა, რომ იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინო გო­გაშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ასა­კი­სა, სო­ლი­დურ და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს - ის შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტია. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ნინო გო­გაშ­ვი­ლის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 13 879.29 ლარს შე­ად­გენს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იო­სებ გო­გაშ­ვილ­მა ირაკ­ლი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 6 დე­კემ­ბერს და­ტო­ვა.

შსს-ს ახალი გენინსპექციის უფროსის 20 წლის ქალიშვილი მისსავე უწყებაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს

შსს-ს ახალი გენინსპექციის უფროსის 20 წლის ქალიშვილი მისსავე უწყებაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს

ბოლო განახლება| შსს-ს გენინსპექციის ახალმა უფროსმა საკუთარი 20 წლის ქალიშვილი პირველ სამუშაო დღესვე გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეიდან ახალი გენერალური ინსპექციის უფროსი ჰყავს. აღნიშნულ პოზიციაზე იოსებ გოგაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდეც გენერალურ ინსპექციაში მუშაობდა.

იოსებ გოგაშვილის გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშვნისთანავე, მასზე პოპულარული მისი ქალიშვილი გახდა. საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ნეპოტიზმზე მიუთითებენ და წერენ, რომ გოგაშვილის 20 წლის ქალიშვილი გენინსპექციის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს. აღნიშნული ინფორმაცია Ambebi.ge-მ იოსებ გოგაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის საშუალებით გადაამოწმა, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ იოსებ გოგაშვილის ქალიშვილი ნინო გოგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიუხედავად მცირე ასაკისა, სოლიდურ და საპასუხისმგებლო პოზიციას იკავებს - ის შსს-ს გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტია. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ნინო გოგაშვილის წლიური შემოსავალი 13 879.29 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ იოსებ გოგაშვილმა ირაკლი სამყურაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა არსებული ინფორმაციით, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე 6 დეკემბერს დატოვა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა