მოსკოვში, ერთ-ერთ საავადმყოფოში სამოცი წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც იქ სხვა კლინიკაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ მოათავსეს.
დაზარალებული საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. მამაკაცს თავის ქალის ტრავმა და ტვინის სერიოზული დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმებმა დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პენსიონერი მამაკაცი ექიმთან იმყოფებოდა მიღებაზე. ცოცხალ რიგში ის სხვა პაციენტთან შელაპარაკდა, რის შემდეგაც მათ შორის ჩხუბი გაჩაღდა. მამაკაცმა ძლიერი დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. ამჟამად მკვლელი იძებნება.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.