სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატარა დაბის 80 მშიერი მცხოვრები დღეში ერთი პურის იმედად
პატარა დაბის 80 მშიერი მცხოვრები დღეში ერთი პურის იმედად

ჩო­ხა­ტა­უ­რის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო სკო­ლის ეზო­ში, ტაძ­რის კა­რებ­თან, პა­ტა­რა შე­ნო­ბა დგას. ამ შე­ნო­ბას, ყო­ველ მე­ო­რე დღეს, 80 ადა­მი­ა­ნი აკი­თხავს - სახ­ლში თითო პური უფა­სოდ მი­აქვთ. მათი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლას ერთი რამ აერ­თი­ა­ნებთ - უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბე.

რა­ინ­დი გო­გო­ლა­ძე ოთხმოც წელ­საა მიღ­წე­უ­ლი. ერთი პუ­რის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით ორ კი­ლო­მეტრს ყო­ველ დღე გა­დის.

"რა ვქნა, მშია და მი­მაქვს. სახ­ლში მძი­მე ავად­მყო­ფი მე­უღ­ლე მყავს. ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ პენ­სი­აა, რომ­ლის 80 პრო­ცენ­ტი წამ­ლის ფუ­ლად არ გვყოფ­ნის. ხან­და­ხან, პენ­სი­ი­დან თუ რამ­დე­ნი­მე თეთ­რი დაგ­ვრჩა, კარ­ტო­ფილს, მა­კა­რონს ვყი­დუ­ლობ. ყვე­ლი ან კა­რა­ქი რომ ვჭა­მო, ალ­ბათ, ცუ­დად გავ­ხდე­ბი, მა­წყენს", - ცდი­ლობს იუ­მო­რით მოგ­ვი­თხროს თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი, თუმ­ცა მო­ხუცს ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე სა­უ­ბა­რი მა­ინც უჭირს.

რა­ინ­დი გო­გო­ლა­ძე და მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი დაბა ჩო­ხა­ტა­უ­რე­ლი უპოვ­რე­ბი პუ­რის წა­სა­ღე­ბად ყო­ველ მე­ო­რე დღეს და­დი­ან და სახ­ლში ორი დღის ნორ­მით ბრუნ­დე­ბი­ან. ნორ­მა პი­რო­ბი­თად, რად­გან ერთ ადა­მი­ან­ზე დღე­ში ერთი პუ­რია გან­კუთ­ვნი­ლი. ამ ადა­მი­ა­ნებს კი სახ­ლში ოჯა­ხის წევ­რე­ბი ელო­დე­ბი­ან - მე­უღ­ლე­ე­ბი, შვი­ლე­ბი.

80 ადა­მი­ა­ნის­თვის პურს შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქია ყი­დუ­ლობს. თან­ხას ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან იღე­ბენ.

"ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მუხ­ლი­დან, ეპარ­ქი­ის­თვის ყო­ველ წელს თან­ხას გვაძ­ლევს. ხან 25 000 ლარს, ხან - 20 000 ლარს. ამ თან­ხი­დან 80 ადა­მი­ა­ნის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რად პურს ვყი­დუ­ლობთ. ეს თვე­ში 600 ლა­რია", - ამ­ბო­ბენ ეპარ­ქი­ა­ში.

ეპარ­ქი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პუ­რის მთხოვ­ნელ­თა რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით დი­დია, თუმ­ცა, უსახ­სრო­ბის გამო, ყვე­ლას და­ფი­ნან­სე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

პატარა დაბის 80 მშიერი მცხოვრები დღეში ერთი პურის იმედად

პატარა დაბის 80 მშიერი მცხოვრები დღეში ერთი პურის იმედად

ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ეზოში, ტაძრის კარებთან, პატარა შენობა დგას. ამ შენობას, ყოველ მეორე დღეს, 80 ადამიანი აკითხავს - სახლში თითო პური უფასოდ მიაქვთ. მათი ცხოვრებისეული ისტორიები განსხვავებულია, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებთ - უკიდურესი სიღარიბე.

რაინდი გოგოლაძე ოთხმოც წელსაა მიღწეული. ერთი პურისთვის დაახლოებით ორ კილომეტრს ყოველ დღე გადის.

"რა ვქნა, მშია და მიმაქვს. სახლში მძიმე ავადმყოფი მეუღლე მყავს. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომლის 80 პროცენტი წამლის ფულად არ გვყოფნის. ხანდახან, პენსიიდან თუ რამდენიმე თეთრი დაგვრჩა, კარტოფილს, მაკარონს ვყიდულობ. ყველი ან კარაქი რომ ვჭამო, ალბათ, ცუდად გავხდები, მაწყენს", - ცდილობს იუმორით მოგვითხროს თავისი გასაჭირი, თუმცა მოხუცს ცრემლების გარეშე საუბარი მაინც უჭირს.

რაინდი გოგოლაძე და მის მდგომარეობაში მყოფი დაბა ჩოხატაურელი უპოვრები პურის წასაღებად ყოველ მეორე დღეს დადიან და სახლში ორი დღის ნორმით ბრუნდებიან. ნორმა პირობითად, რადგან ერთ ადამიანზე დღეში ერთი პურია განკუთვნილი. ამ ადამიანებს კი სახლში ოჯახის წევრები ელოდებიან - მეუღლეები, შვილები.

80 ადამიანისთვის პურს შემოქმედის ეპარქია ყიდულობს. თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ.

"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების მუხლიდან, ეპარქიისთვის ყოველ წელს თანხას გვაძლევს. ხან 25 000 ლარს, ხან - 20 000 ლარს. ამ თანხიდან 80 ადამიანისთვის ყოველდღიურად პურს ვყიდულობთ. ეს თვეში 600 ლარია", - ამბობენ ეპარქიაში.

ეპარქიის ინფორმაციით, პურის მთხოვნელთა რიცხვი გაცილებით დიდია, თუმცა, უსახსრობის გამო, ყველას დაფინანსება ვერ ხერხდება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"