სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნგრეთმა საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
უნგრეთმა საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

უნ­გრე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ია­ნოშ ადე­რის ხელ­მო­წე­რით, უნ­გრე­თის პარ­ლა­მენ­ტის მიერ ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას ასო­ცი­რე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი, ძა­ლა­ში შე­ვი­და.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უნ­გრე­თის პარ­ლა­მენ­ტმა ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცია 25 ნო­ემ­ბერს მო­ახ­დი­ნა.

უნ­გრე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ია­ნოშ ადე­რის ხელ­მო­წე­რით კი, რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი ძა­ლა­ში შე­ვი­და.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის გზით, უნ­გრე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, თუ რამ­დე­ნად დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს ის ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის პროგ­რა­მი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩევ­ნის, ასე­ვე ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რას.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უნ­გრე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­საც ავ­რცე­ლებს:

"მი­ვე­სალ­მე­ბით ევ­რო­კავ­შირ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბის კუ­თხით ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მიერ მიღ­წე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს და უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ტა­რე­ბულ რე­ფორ­მებ­სა და ძა­ლის­ხმე­ვას, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და 27 ივ­ნისს ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბე­ბის ხელ­მო­წე­რა. ეს შე­თან­ხმე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს ახალ ეტაპს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და ასა­ხავს მზა­ო­ბას გან­ვა­ვი­თა­როთ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მჭიდ­რო და მტკი­ცე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ვყოთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა (მათ შო­რის უმ­ცი­რე­სო­ბა­თა უფ­ლე­ბე­ბის) და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა. ეს შე­თან­ხმე­ბე­ბი მო­ი­ცავს ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ზო­ნის შე­სა­ხებ დე­ბუ­ლე­ბებს და პარტნი­ო­რებს სთა­ვა­ზობს ევ­რო­კავ­ში­რის ნორ­მებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის ვრცელ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც მათ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არა მხო­ლოდ ევ­რო­პულ გზა­ზე სვლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებს, არა­მედ ასე­ვე ხელს შე­უ­წყობს ეროვ­ნულ კონ­სო­ლი­და­ცი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ერ­თი­ა­ნო­ბას, ასე­ვე თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნა­ჩუ­ნე­ბას" , - ნათ­ქვა­მია უნ­გრე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

უნგრეთმა საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

უნგრეთმა საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

უნგრეთის პრეზიდენტის, იანოშ ადერის ხელმოწერით, უნგრეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასოცირების რატიფიცირებული შეთანხმებები, ძალაში შევიდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიკაცია 25 ნოემბერს მოახდინა.

უნგრეთის პრეზიდენტის, იანოშ ადერის ხელმოწერით კი, რატიფიცირებული შეთანხმებები ძალაში შევიდა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ასოცირების შესახებ შეთანხმებების ადრეულ ეტაპზევე რატიფიცირების გზით, უნგრეთის ხელისუფლებამ აჩვენა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული არჩევნის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც ავრცელებს:

"მივესალმებით ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური ურთიერთობების განმტკიცების კუთხით ჩვენი პარტნიორების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და ძალისხმევას, რამაც შესაძლებელი გახადა 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა. ეს შეთანხმებები წარმოადგენს ახალ ეტაპს ჩვენს ურთიერთობებში და ასახავს მზაობას განვავითაროთ საერთო ღირებულებებზე დამყარებული მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობები, ასევე უზრუნველვყოთ დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა (მათ შორის უმცირესობათა უფლებების) და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული პატივისცემა. ეს შეთანხმებები მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ დებულებებს და პარტნიორებს სთავაზობს ევროკავშირის ნორმებთან დაახლოების ვრცელ პროგრამას, რომელიც მათ რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებების გახორციელება არა მხოლოდ ევროპულ გზაზე სვლაში დაეხმარება ჩვენს პარტნიორებს, არამედ ასევე ხელს შეუწყობს ეროვნულ კონსოლიდაციასა და სოციალურ ერთიანობას, ასევე თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შენაჩუნებას" , - ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა