რა ახირებები ახასიათებთ მსოფლიო ლიდერებს და ცნობილ ბიზნესმენებს გასტრონომიული თვალსაზრისით?
ვლადიმერ პუტინი
2012 წელს პუტინი სამოცი წლის გახდა. ტელეკომპანია ”ენტივი”-ს ეთერში კი მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გავიდა, რომელშიც შესული იყო კადრები, სადაც შესვენების დროს პუტინი კაბინეტში მაგიდის ქვემოდან თერმოსს იღებს, რაღაც სითხეს ისხამს ჭიქაში და თერმოსს იმავე ადგილას აბრუნებს. პრეზიდენტის ეს თერმოსი ადრეც შეუნიშნავთ. როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ პირადი თერმოსიდან სვამს.
ჯორჯ ბუში უფროსი
ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ეზიზღება ბროკოლი და უფლებას არ აძლევდა თეთრ სახლში მზარეულებს, გამოეყენებინათ ეს ბოსტნეული.
ბარაკ ობამა
ობამამ ბროკოლი კვლავ დააბრუნა თეთრი სახლის მენიუში და ამ ბოსტნეულს მისი საყვარელი ჯანსაღი საკვები უწოდა. თუმცა ობამა არაერთხელ შეუნიშნავთ პიცის, ჰამბურგერის, სტეიკების და სხვა არაჯანსაღი საკვების ჭამაში. 2012 წელს ბარაკ ობამამ თეთრი სახლის ტერიტორიაზე პატარა ლუდსახარში გახსნა, სადაც საკუთარ ლუდს ამზადებს.
კიმ ჩენ ინი
სამხრეთ კორეის ლიდერის გასტრონომიული ვნებები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი პირადი მზარეული კენჯი ფუჯიმოტო ქვეყნიდან გაიქცა და იაპონიაში მოითხოვა თავშესაფარი. მან განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინს ძალიან უყვარდა ზვიგენის ხორცი.
სტივ ჯობსი
1970-იან წლებში ჯობსი ფრუტარიანულ დიეტას იცავდა და მხოლოდ ბოსტნეულს და თხილეულს მიირთმევდა. ყოველდღიურად მისი საკვები რაციონი თითქმის არ იცვლებოდა. დროთა განმავლობაში ჯობსი ფრუტარიანულ დიეტას ჩამოშორდა, მაგრამ ვეგეტარიანელობა მაინც არ დაივიწყა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.