მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოტნე გამსახურდიას მწარე სიმართლე სამსახურის მაძიებლებს
ცოტნე გამსახურდიას მწარე სიმართლე სამსახურის მაძიებლებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შევ­რო­ბის თე­მას ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ეხ­მა­უ­რე­ბა. გამ­სა­ხურ­დია ვრცელ ტექ­სტში აკ­რი­ტი­კებს ადა­მი­ან­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც უმუ­შევ­რად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ არა­ფერს აკე­თებს და­საქ­მე­ბის­თვის.

"ახლა გუ­შინ­დელ იმე­დის თე­მას მინ­და შე­ვე­ხო:

უმუ­შევ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში...

თა­ვი­დან­ვე გე­ტყვით: არც ია­ფ­ფა­სი­ან პო­პუ­ლიზმს ვემ­ხრო­ბი, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მის მას­პინ­ძლე­ბის მხრი­დან და­ვი­ნა­ხე: - სქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი წე­სი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნია და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი არ არი­სო...

არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ის დაც­ვას ვა­პი­რებ, მით უფრო ტყე­მა­ლა­ძის მსგავ­სთა - პენ­სი­ო­ნე­რი 160 ლარს უნდა ეყო­სო...

ჩემს მე­გო­ბარ­თან ერ­თად პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი მაქვს, ავ­ტო­სერ­ვი­სი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ან ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით არის ყო­ვე­ლი აგუ­რი და­დე­ბუ­ლი. სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გით, ვა­ლით, შე­ღა­ვა­თით, მე­გობ­რუ­ლი დახ­მა­რე­ბით - ვე­ცა­დე თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტით გა­მე­კე­თე­ბი­ნა. პირ­ვე­ლი ეტა­პი - მშე­ნებ­ლო­ბა იყო, მე­ო­რე - ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვა, და მე­სა­მე... სწო­რედ ეს მე­სა­მე გა­მოდ­გა ყველ­ზე რთუ­ლი: ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბა. სან­თლით ვე­ძებთ მცოდ­ნე, წე­სი­ერ ადა­მი­ა­ნებს, ხე­ლოს­ნებს, მე­ნე­ჯე­რებს, მომ­მა­რა­გებ­ლებს. პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით, ინე­ტით, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დეთ, თუმც უკვე თით­ქმის წე­ლი­წა­დია ერთი მე­სა­მე­დიც არაა დატ­ვირ­თუ­ლი. რა­ტომ?

იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბა ასე უნ­დათ: მო­ვი­დენ, რაც უნ­დათ აკე­თონ მი­ნი­მა­ლუ­რი კონ­ტრო­ლით, თვი­თონ იშო­ვონ მი­ლი­ო­ნი და მალე, შენ და­გი­ტო­ვონ კა­პი­კე­ბი და მერე მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვიდ­ნენ. არა­ვი­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არა­ვი­თა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, არა­ვი­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი! ასეა აქ ყვე­ლა სფე­რო­ში: და­წყე­ბუ­ლი ექი­მე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი მო­ტო­რის­ტე­ბით!

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი ამ­ჯე­რად გ.მაღ­რა­ძეს: უამ­რა­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი თუ სხვა სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ერთ წე­ლი­წად­ში სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებს ამ­ზა­დებს, მათ­გან და­უ­საქ­მე­ბე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ვინ რჩე­ბა. მაგ­რამ იქ მი­სას­ვლე­ლად სა­ჭი­როა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­ბე­დუ­ლე­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვა, ადაპ­ტა­ცია, სწავ­ლა - განა ამ­დე­ნი შე­უძ­ლია ქარ­თველ კაცს?! არ სჯობს სახ­ლში დაჯ­დეს და სა­ბერ­ძნეთ­ში წა­სუ­ლი დედა-მა­მი­და-დე­ი­დის გა­მოგ­ზავ­ნილ გრო­შებს ელო­დოს?

ბევ­რი მი­ნა­ხავს ისე­თიც, როცა სოფ­ლად ჰექ­ტა­რი მი­წის პატ­რო­ნე­ბი ქა­ლაქ­ში დაც­ვა­ში მუ­შა­ო­ბენ 400 ლა­რად. მი­ნა­ხავს, როცა ტიპი სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბა­ზე უარს ამ­ბობს, რათა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არ და­კარ­გოს! მუქ­თა იყოს - კუბო იყოს, კაცო...

და სა­ერ­თოდ, ვინ და რა­ტომ უნდა იზ­რუ­ნოს შენს და­საქ­მე­ბა­ზე? რომ ჰკი­თხო, აღარ უნ­დათ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. თუმც მუქ­თამ­ჭა­მე­ლე­ბი არც მა­ნამ­დე გვაკ­ლდენ...

ესაა ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა. ვიცი, ახლა ვი­ღაც წუნ­კლე­ბი აყეფ­დე­ბი­ან და და­ი­წყე­ბა უგ­ნურ-პო­პუ­ლის­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის ბო­დი­ა­ლი. წი­ნას­წარ მინ­და ვურ­ჩიო:

სა­ნამ ყე­ფას და­ი­წყებ­დეთ, ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლის ნა­წი­ლი მა­ინც გა­ა­კე­თეთ ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად!

P.S. ზედ­მე­ტია ალ­ბათ თქმა, რომ ეს სტა­ტუ­სი არ ეხე­ბათ ხან­დაზ­მუ­ლებს, უნარ­შე­ზღუ­დუ­ლებს, ავად­მყო­ფებს და სა­ერ­თოდ მათ, ვი­საც ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბით სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი აქვს", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ცოტნე გამსახურდიას მწარე სიმართლე სამსახურის მაძიებლებს

ცოტნე გამსახურდიას მწარე სიმართლე სამსახურის მაძიებლებს

საქართველოში უმუშევრობის თემას ცოტნე გამსახურდია ეხმაურება. გამსახურდია ვრცელ ტექსტში აკრიტიკებს ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც უმუშევრად ითვლება, მაგრამ არაფერს აკეთებს დასაქმებისთვის.

"ახლა გუშინდელ იმედის თემას მინდა შევეხო:

უმუშევრობა საქართველოში...

თავიდანვე გეტყვით: არც იაფფასიან პოპულიზმს ვემხრობი, რომელიც გადაცემის მასპინძლების მხრიდან დავინახე: - სქართველოში უამრავი წესიერი, განათლებული, შესანიშნავი ადამიანია და სამუშაო ადგილები არ არისო...

არც ხელისუფლების პოზიციის დაცვას ვაპირებ, მით უფრო ტყემალაძის მსგავსთა - პენსიონერი 160 ლარს უნდა ეყოსო...

ჩემს მეგობართან ერთად პატარა ბიზნესი მაქვს, ავტოსერვისი. ფაქტობრივად, ჩემი მონაწილეობით ან ზედამხედველობით არის ყოველი აგური დადებული. საკუთარი დანაზოგით, ვალით, შეღავათით, მეგობრული დახმარებით - ვეცადე თანამედროვე სტანდარტით გამეკეთებინა. პირველი ეტაპი - მშენებლობა იყო, მეორე - ტექნიკით აღჭურვა, და მესამე... სწორედ ეს მესამე გამოდგა ყველზე რთული: ადამიანური ფაქტორი, სპეციალისტებით დაკომპლექტება. სანთლით ვეძებთ მცოდნე, წესიერ ადამიანებს, ხელოსნებს, მენეჯერებს, მომმარაგებლებს. პირადი კონტაქტებით, ინეტით, ყველანაირად ვეცადეთ, თუმც უკვე თითქმის წელიწადია ერთი მესამედიც არაა დატვირთული. რატომ?

იმიტომ, რომ საქართველოში მუშაობა ასე უნდათ: მოვიდენ, რაც უნდათ აკეთონ მინიმალური კონტროლით, თვითონ იშოვონ მილიონი და მალე, შენ დაგიტოვონ კაპიკები და მერე მოულოდნელად წავიდნენ. არავითარი პასუხისმგებლობა, არავითარი პროფესიონალიზმი, არავითარი ვალდებულებები! ასეა აქ ყველა სფეროში: დაწყებული ექიმებით დამთავრებული მოტორისტებით!

აბსოლუტურად ვეთანხმები ამჯერად გ.მაღრაძეს: უამრავი პროფესიული თუ სხვა სასწავლებელია, რომელიც ერთ წელიწადში სხვადასხვა სპეციალისტებს ამზადებს, მათგან დაუსაქმებელი ფაქტობრივად არავინ რჩება. მაგრამ იქ მისასვლელად საჭიროა ინფორმაციის მოძიება, ცხოვრებისეული გაბედულება და ინიციატივა, ადაპტაცია, სწავლა - განა ამდენი შეუძლია ქართველ კაცს?! არ სჯობს სახლში დაჯდეს და საბერძნეთში წასული დედა-მამიდა-დეიდის გამოგზავნილ გროშებს ელოდოს?

ბევრი მინახავს ისეთიც, როცა სოფლად ჰექტარი მიწის პატრონები ქალაქში დაცვაში მუშაობენ 400 ლარად. მინახავს, როცა ტიპი სამუშაოს დაწყებაზე უარს ამბობს, რათა სოციალური დახმარება არ დაკარგოს! მუქთა იყოს - კუბო იყოს, კაცო...

და საერთოდ, ვინ და რატომ უნდა იზრუნოს შენს დასაქმებაზე? რომ ჰკითხო, აღარ უნდათ საბჭოთა კავშირი. თუმც მუქთამჭამელები არც მანამდე გვაკლდენ...

ესაა ჩვენი რეალობა. ვიცი, ახლა ვიღაც წუნკლები აყეფდებიან და დაიწყება უგნურ-პოპულისტური სისულელეების ბოდიალი. წინასწარ მინდა ვურჩიო:

სანამ ყეფას დაიწყებდეთ, ჩემი გაკეთებულის ნაწილი მაინც გააკეთეთ ადამიანების დასახმარებლად!

P.S. ზედმეტია ალბათ თქმა, რომ ეს სტატუსი არ ეხებათ ხანდაზმულებს, უნარშეზღუდულებს, ავადმყოფებს და საერთოდ მათ, ვისაც ბედის უკუღმართობით საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვა გართულებული აქვს", - წერს გამსახურდია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია