მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოსავლების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა
შემოსავლების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ირაკ­ლი გვა­რა­მა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პოსტზე გვა­რა­მა­ძის შემ­ცვლე­ლის კან­დი­და­ტუ­რა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს უკვე გა­და­უგ­ზავ­ნა. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გვა­რა­მა­ძეს გი­ორ­გი თა­ბუ­აშ­ვი­ლი შეც­ვლის.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 8 დე­კემ­ბერს, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სსიპ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სამ­ტკი­ცებ­ლად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, გი­ორ­გი თა­ბუ­აშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დაც­ვით, კვლავ გა­აგ­რძე­ლებს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

გი­ორ­გი თა­ბუ­აშ­ვილს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა 2013 წლის იან­ვრი­დან უკა­ვია. მი­ღე­ბუ­ლი აქვს ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ილი­ნო­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, აგ­რეთ­ვე პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის მა­გის­ტრის სერ­ტი­ფი­კა­ტი ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

სხვა­დას­ხვა წლებ­ში მუ­შა­ობ­და რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე კერ­ძო სექ­ტორ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა სა­მი­ნის­ტროს სა­თათ­ბი­რო საბ­ჭოს წევ­რებს დღეს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე წა­რუდ­გი­ნა", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სსიპ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ირაკ­ლი გვა­რა­მა­ძე, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვლი­დან ეკა­ვა, მუ­შა­ო­ბას სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში გა­აგ­რძე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შემოსავლების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა

შემოსავლების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე გვარამაძის შემცვლელის კანდიდატურა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის თავმჯდომარეს უკვე გადაუგზავნა. უწყების განმარტებით, გვარამაძეს გიორგი თაბუაშვილი შეცვლის.

"მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც ამავე დროს, კანონმდებლობის დაცვით, კვლავ გააგრძელებს მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების შესრულებას.

გიორგი თაბუაშვილს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა 2013 წლის იანვრიდან უკავია. მიღებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ილინოისის უნივერსიტეტში, აგრეთვე პროექტების მართვის მაგისტრის სერტიფიკატი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში. შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს სათათბირო საბჭოს წევრებს დღეს გამართულ სხდომაზე წარუდგინა", - აცხადებენ სამინისტროში.

ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი გვარამაძე, რომელსაც აღნიშნული პოსტი მიმდინარე წლის თებერვლიდან ეკავა, მუშაობას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა