პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პოლიტიკოსების მოგვარე სკანდალური ქართველი ქალები
ქართველი პოლიტიკოსების მოგვარე სკანდალური ქართველი ქალები

მითი იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა ფუ­ლი­ა­ნი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ნა­თე­სა­ვის ან მე­გობ­რის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. Ambebi.ge ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მოგ­ვა­რე ქალ­ბა­ტო­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, რომ­ლებ­მაც სა­ხე­ლი თა­ვი­ან­თი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით და ნა­ბი­ჯე­ბით გა­ით­ქვეს, ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან კი მხო­ლოდ გვა­რი აკავ­ში­რებთ.

გიგი წე­რე­თე­ლი და ხა­ტია წე­რე­თე­ლი

სკან­და­ლი არც გიგი წე­რე­თელს აკ­ლია და არც მის მოგ­ვა­რე მომ­ღე­რალ­სა და მა­სა­ჟისტ ხა­ტია წე­რე­თელს. გიგი წე­რე­თე­ლი სკან­დალ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო ეხ­ვე­ვა, ხა­ტია კი თა­მა­მი ნა­ბი­ჯე­ბის.

მომ­ღე­რა­ლი ხა­ტია წე­რე­თე­ლი ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მოჩ­ნდა, სკან­და­ლუ­რი კლი­პი გა­და­ი­ღო და მსმე­ნელს თავი და­ა­მახ­სოვ­რა. თუმ­ცა გა­სულ ზა­ფხულს მის მიერ ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის მი­ძღვნილ­მა სიმ­ღე­რამ ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა. ამ სიმ­ღე­რის გამო სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია, რად­გან ჩათ­ვა­ლეს, რომ კლი­პი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ იყო და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლშიც გა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ ფაქ­ტი ერ­თია, სიმ­ღე­რა რე­ი­ტინ­გუ­ლი გახ­და. ხა­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგი წე­რე­თე­ლის მოგ­ვა­რეა, თუმ­ცა მას­თან ნა­თე­სა­ო­ბა არ აკავ­ში­რებს; ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნო­ბენ.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ლალა ივა­ნიშ­ვი­ლი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სკან­და­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის, თუმ­ცა ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სკან­და­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე, დიდმკერ­დი­ან ქალ­ბა­ტონს, ლალა ივა­ნიშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა.

ლალა ივა­ნიშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში მოღ­ვა­წე­ობს. მომ­ღე­რა­ლი ქარ­თველ­მა მსმე­ნელ­მა სიმ­ღე­რით "ზარი ის­რა­ე­ლი­დან" გა­იც­ნო, რო­მელ­შიც ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძეც მო­ნა­წი­ლე­ობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ლა­ლას შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი პრე­საც ალა­პა­რაკ­და. ის მოს­კოვ­ში ყა­ჩა­ღე­ბის მსხვერ­პლი გახ­და. "Life News"-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და და­ა­ყა­ჩა­ღეს, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებს თა­ვად ლალა ივა­ნიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მას ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ ჰყავს ნა­ნა­ხი და მას­თან ნა­თე­სა­ო­ბა უარ­ყო.

ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი და ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი

ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის მოგ­ვა­რე, მო­დე­ლი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას არც თა­მა­მი ნა­ბი­ჯე­ბით აო­ცებს და არც სკან­და­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რა­საც ვერ ვი­ტყვით მის მოგ­ვა­რე პო­ლი­ტი­კოს­ზე. ის წარ­სულ­ში ხში­რად იქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით, მისი სა­ფირ­მო ფრა­ზაა "შე­დე­გი გვაქვს უზარ­მა­ზა­ა­ა­ა­ა­რიი".

ქრის­ტი­ნეს და ზვი­ადს სა­ერ­თო, გვა­რის გარ­და, ის აქვთ, რომ ორი­ვე პა­ტივს სცემს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს - ტრა­დი­ცი­ულ სა­მოსს; ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი ოჯახ­თან ერ­თად სა­დღე­სას­წა­უ­ლო რი­ტუ­ა­ლებს ჩო­ხა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ეს­წრე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა ქრის­ტი­ნეს, ის ყველ­გან აფიქ­სი­რებს თა­ვის პა­ტი­ვის­ცე­მას ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­მართ. ცოტა ხნის წინ ის სა­მე­ფო ოჯა­ხის რძა­ლი გახ­და და მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრინც ხუან ბაგ­რა­ტი­ონ­ზე იქორ­წი­ნა. სა­ნამ სა­მე­ფო ოჯა­ხის რძა­ლი გახ­დე­ბო­და, ქრის­ტი­ნეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქონ­და საფ­რან­გეთ­ში, მაგ­რამ ახლა მო­დე­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბა და პრინ­ცე­სო­ბით ტკბე­ბა.

გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი და თინა კან­დე­ლა­კი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი სკან­და­ლებ­ში არას­დროს ეხ­ვე­ვა, რა­საც ვერ ვი­ტყვით მის მოგ­ვა­რე ტე­ლე­წამ­ყვან­ზე თინა კან­დე­ლაკ­ზე. თინა კან­დე­ლა­კი რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს და მუდ­მი­ვად გა­მო­ირ­ჩე­ვა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით. მას გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­თან მხო­ლოდ გვა­რი აქვს სა­ერ­თო. თინა კან­დე­ლა­კი პუ­ტი­ნის გულ­მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რია, მკაც­რად აკ­რი­ტი­კებ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, მხარს უჭერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი არ უყ­ვარს. შე­სა­ბა­მი­სად, გი­ორ­გი კან­დე­ლაკს თინა კან­დე­ლაკ­თან მხო­ლოდ გვა­რი აკავ­ში­რებს და სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვთ.

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი და ნინო წიკ­ლა­უ­რი

სკან­და­ლუ­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი, ბოლო დროს ეკ­რან­ზე იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა. ის აქ­ტუ­ა­ლუ­რი ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გახ­და, რა­საც მალე მოჰ­ყვა თავ­დას­ხმა პარ­ლა­მენ­ტარ­ზე. რო­გორც თა­ვად აცხა­დებ­და, ის ელექტრო­შო­კით სცე­მეს.

არ ვი­ცით, იც­ნობს თუ არა, მაგ­რამ ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­საც ჰყავს ეპა­ტა­ჟუ­რი მოგ­ვა­რე ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ქარ­თულ და რუ­სულ შოუ-ბიზ­ნეს­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ეს პრო­დი­უ­სე­რი ნინო წიკ­ლა­უ­რია. ნინო წიკ­ლა­უ­რი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ნათ­ლუ­ლია, ის ადრე თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და სხვა­დას­ხვა მომ­ღერ­ლე­ბის პრო­დუ­სე­რი იყო, შემ­დეგ კი გიგა კვე­ნე­ტა­ძე­ზე იქორ­წი­ნა და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვიდ­ნენ. ნი­ნომ გი­გას კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში ხელი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყო, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­დნენ. ეპა­ტა­ჟურ­მა წიკ­ლა­ურ­მა კი რუს ბიზ­ნეს­მენ­ზე იქორ­წი­ნა, რო­მე­ლიც ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართველი პოლიტიკოსების მოგვარე სკანდალური ქართველი ქალები

ქართველი პოლიტიკოსების მოგვარე სკანდალური ქართველი ქალები

მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში წარმატების მიღწევა ფულიანი და გავლენიანი ნათესავის ან მეგობრის გარეშე წარმოუდგენელია, დღესაც აქტუალურია. Ambebi.ge ცნობილი პოლიტიკოსების მოგვარე ქალბატონებით დაინტერესდა, რომლებმაც სახელი თავიანთი სკანდალური განცხადებებით და ნაბიჯებით გაითქვეს, ცნობილ პოლიტიკოსებთან კი მხოლოდ გვარი აკავშირებთ.

გიგი წერეთელი და ხატია წერეთელი

სკანდალი არც გიგი წერეთელს აკლია და არც მის მოგვარე მომღერალსა და მასაჟისტ ხატია წერეთელს. გიგი წერეთელი სკანდალში პოლიტიკური განცხადებების გამო ეხვევა, ხატია კი თამამი ნაბიჯების.

მომღერალი ხატია წერეთელი ქართულ შოუ-ბიზნესში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, სკანდალური კლიპი გადაიღო და მსმენელს თავი დაამახსოვრა. თუმცა გასულ ზაფხულს მის მიერ ჯარისკაცებისთვის მიძღვნილმა სიმღერამ ყველა რეკორდი მოხსნა. ამ სიმღერის გამო სკანდალში გაეხვია, რადგან ჩათვალეს, რომ კლიპი თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო დაფინანსებული. კრიტიკის ქარცეცხლშიც გაატარეს, მაგრამ ფაქტი ერთია, სიმღერა რეიტინგული გახდა. ხატია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელის მოგვარეა, თუმცა მასთან ნათესაობა არ აკავშირებს; ისინი ერთმანეთს არ იცნობენ.

ბიძინა ივანიშვილი და ლალა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი სკანდალების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა ბევრად განსხვავებულია სკანდალები, რომლებიც სექსუალური გარეგნობის მქონე, დიდმკერდიან ქალბატონს, ლალა ივანიშვილს უკავშირდება.

ლალა ივანიშვილი ისრაელში მოღვაწეობს. მომღერალი ქართველმა მსმენელმა სიმღერით "ზარი ისრაელიდან" გაიცნო, რომელშიც ნუგზარ ერგემლიძეც მონაწილეობს. რამდენიმე თვის წინ ლალას შესახებ რუსული პრესაც ალაპარაკდა. ის მოსკოვში ყაჩაღების მსხვერპლი გახდა. "Life News"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის და დააყაჩაღეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით, გავრცელებულ ჭორებს თავად ლალა ივანიშვილმა უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მას ივანიშვილი საერთოდ არ ჰყავს ნანახი და მასთან ნათესაობა უარყო.

ქრისტინე ძიძიგური და ზვიად ძიძიგური

ზვიად ძიძიგურის მოგვარე, მოდელი ქრისტინე ძიძიგური საზოგადოებას არც თამამი ნაბიჯებით აოცებს და არც სკანდალებით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით მის მოგვარე პოლიტიკოსზე. ის წარსულში ხშირად იქცევდა ყურადღებას ხმამაღალი განცხადებებით, მისი საფირმო ფრაზაა "შედეგი გვაქვს უზარმაზააააარიი".

ქრისტინეს და ზვიადს საერთო, გვარის გარდა, ის აქვთ, რომ ორივე პატივს სცემს ქართულ ტრადიციებს - ტრადიციულ სამოსს; ზვიად ძიძიგური ოჯახთან ერთად სადღესასწაულო რიტუალებს ჩოხაში გამოწყობილი ესწრება, რაც შეეხება ქრისტინეს, ის ყველგან აფიქსირებს თავის პატივისცემას ქართული ტრადიციების მიმართ. ცოტა ხნის წინ ის სამეფო ოჯახის რძალი გახდა და მოულოდნელად პრინც ხუან ბაგრატიონზე იქორწინა. სანამ სამეფო ოჯახის რძალი გახდებოდა, ქრისტინეს წარმატებული კარიერა ჰქონდა საფრანგეთში, მაგრამ ახლა მოდელობას თავი დაანება და პრინცესობით ტკბება.

გიორგი კანდელაკი და თინა კანდელაკი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი სკანდალებში არასდროს ეხვევა, რასაც ვერ ვიტყვით მის მოგვარე ტელეწამყვანზე თინა კანდელაკზე. თინა კანდელაკი რუსეთში მოღვაწეობს და მუდმივად გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით. მას გიორგი კანდელაკთან მხოლოდ გვარი აქვს საერთო. თინა კანდელაკი პუტინის გულმხურვალე მხარდამჭერია, მკაცრად აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს, მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს, "ნაციონალური მოძრაობა" კი არ უყვარს. შესაბამისად, გიორგი კანდელაკს თინა კანდელაკთან მხოლოდ გვარი აკავშირებს და საერთო არაფერი აქვთ.

ნუგზარ წიკლაური და ნინო წიკლაური

სკანდალური პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური, ბოლო დროს ეკრანზე იშვიათად ჩნდება. ის აქტუალური ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ გახდა, რასაც მალე მოჰყვა თავდასხმა პარლამენტარზე. როგორც თავად აცხადებდა, ის ელექტროშოკით სცემეს.

არ ვიცით, იცნობს თუ არა, მაგრამ ნუგზარ წიკლაურსაც ჰყავს ეპატაჟური მოგვარე ქალბატონი, რომელსაც ქართულ და რუსულ შოუ-ბიზნესში კარგად იცნობენ. ეს პროდიუსერი ნინო წიკლაურია. ნინო წიკლაური ზვიად გამსახურდიას ნათლულია, ის ადრე თბილისში ცხოვრობდა და სხვადასხვა მომღერლების პროდუსერი იყო, შემდეგ კი გიგა კვენეტაძეზე იქორწინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. ნინომ გიგას კარიერის აწყობაში ხელი მაქსიმალურად შეუწყო, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ. ეპატაჟურმა წიკლაურმა კი რუს ბიზნესმენზე იქორწინა, რომელიც ნავთობის ბიზნესშია ჩართული.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს