საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზი დედის წერილი ქართველ მეომარს: "ქმარი, 4 წლის გოგონა და ძმები დამიხოცეს ქართველებმა"
აფხაზი დედის წერილი ქართველ მეომარს: "ქმარი, 4 წლის გოგონა და ძმები დამიხოცეს ქართველებმა"

"გა­მარ­ჯო­ბა, შვი­ლო... მე იმ ბი­ჭის დედა ვარ, რო­მელ­საც თქვენ სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად, სი­ცო­ცხლე აჩუ­ქეთ. ჩემი მე­ო­რე შვი­ლი ქარ­თულ-აფხა­ზურ ომს შე­ე­წი­რა. ნე­ტავ, იმ ომში წა­სულ ქარ­თვე­ლებ­სა და აფხა­ზებს ერ­თმა­ნე­თის­თვის ეკი­თხათ გვა­რე­ბი - იქ­ნებ, ეს სის­ხლისმღვრე­ლი ომი არ და­წყე­ბუ­ლი­ყო... ომის დამ­თავ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მივ­ხვდი, რომ ქარ­თვე­ლებ­თან არ უნდა გვე­ო­მა. მა­შინ ბიჭ­ვინ­თის ერთ-ერთ სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი, რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად და როცა ჩემი აზრი პირ­ვე­ლად ვთქვი, კო­ლე­გებ­მა უხე­შად მი­თხრეს, - ამას იმი­ტომ ამ­ბობ, რომ ქარ­თველ­მა შვი­ლი გა­და­გირ­ჩი­ნა, მაგ­რამ ნახე, რამ­დე­ნი გამ­წა­რე­ბუ­ლი დე­დაა აფხა­ზეთ­ში, ხომ არ და­გა­ვი­წყდა, რო­გორ ხო­ცავ­დნენ ჩვენს ბი­ჭებ­სო?! შორს რის­თვის წა­ვი­დე - ქმა­რი, 4 წლის გო­გო­ნა და ძმე­ბი და­მი­ხო­ცეს ქარ­თვე­ლებ­მა, მაგ­რამ ბევ­რი კარ­გიც მახ­სოვს-მეთ­ქი. ამის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს... თქვენ­მა საქ­ცი­ელ­მა ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად და­მა­ნახ­ვა.... ვინ იცის, იქ­ნებ დად­გეს დრო და ერ­თმა­ნეთს პა­ტი­ე­ბა ვთხო­ვოთ სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბის გამო. ამ წე­რი­ლის ტექსტს ლა­თი­ნუ­რი ასო­ე­ბით, დიდი რის­კი­სა და იმე­დის ფა­სად გწერთ. იმე­დი მაქვს, თქვე­ნამ­დე მო­აღ­წევს, შვი­ლო. მუ­დამ თქვენ­ზე მლოც­ვე­ლი, მა­რი­ნა ახუ­ბა", - ეს იყო პირ­ვე­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც აფხაზ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ქარ­თველ ბიჭს 1997 წლის იან­ვარ­ში მის­წე­რა. კონ­ვერტს ლა­თი­ნუ­რი ასო­ე­ბით, ცოტა არ იყოს, გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­სა­მარ­თი ეწე­რა, - ქ. თბი­ლი­სი და იმ სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის და­სა­ხე­ლე­ბა, რო­მელ­შიც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მსა­ხუ­რობ­და. ამი­ტო­მაც მან ად­რე­სა­ტამ­დე წლი­სა და 5 თვის შემ­დეგ მი­აღ­წია. ად­რე­სა­ტი კი ასე იხ­სე­ნებს ყვე­ლა­ფერს:

- ძმა­კა­ცე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ და აფხა­ზე­თის ომში გა­ვი­პა­რეთ. სკო­ლა იმ წელს მქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ოჯახ­ში რომ გვეთ­ქვა, ამის უფ­ლე­ბას არც მოგ­ვცემ­დნენ, ჩვენ კი ბრძო­ლის ჟინი გვკლავ­და და "გა­ვი­ქა­ჩეთ". ერ­თმა­ნეთს ვას­წრებ­დით, მაგ­რამ მა­ლე­ვე მივ­ხვდით, რომ მივ­ქა­რეთ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში 2 ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი თვალ­წინ მო­მიკ­ლეს და ეს ჯერ კი­დევ არა­ფე­რია... ახლა, როცა 2008 წლი­სა და 1990-იანი წლე­ბის ომებს ერ­თმა­ნეთს ადა­რე­ბენ, ამ­ბო­ბენ, მა­შინ ჯარი კი არა, ლაშ­ქა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მო­ტი­ვა­ცია უფრო მა­ღა­ლი იყოო. არ იყო ასე, მა­შინ­დე­ლი ბრძო­ლის მო­ტი­ვი უცო­დინ­რო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი - არ ვი­ცო­დით, სად მივ­დი­ო­დით. ერთ სო­ფელ­ში გა­ხუ­რე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბი იყო, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის იქით კი მე­ო­რე სო­ფელ­ში ბი­ჭე­ბი ქე­ი­ფის ხა­სი­ათ­ზეც კი იყ­ვნენ და საკბი­ლოს ეძებ­დნენ.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აფხაზი დედის წერილი ქართველ მეომარს: "ქმარი, 4 წლის გოგონა და ძმები დამიხოცეს ქართველებმა"

აფხაზი დედის წერილი ქართველ მეომარს: "ქმარი, 4 წლის გოგონა და ძმები დამიხოცეს ქართველებმა"

"გამარჯობა, შვილო... მე იმ ბიჭის დედა ვარ, რომელსაც თქვენ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, სიცოცხლე აჩუქეთ. ჩემი მეორე შვილი ქართულ-აფხაზურ ომს შეეწირა. ნეტავ, იმ ომში წასულ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთისთვის ეკითხათ გვარები - იქნებ, ეს სისხლისმღვრელი ომი არ დაწყებულიყო... ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ქართველებთან არ უნდა გვეომა. მაშინ ბიჭვინთის ერთ-ერთ სკოლაში ვმუშაობდი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და როცა ჩემი აზრი პირველად ვთქვი, კოლეგებმა უხეშად მითხრეს, - ამას იმიტომ ამბობ, რომ ქართველმა შვილი გადაგირჩინა, მაგრამ ნახე, რამდენი გამწარებული დედაა აფხაზეთში, ხომ არ დაგავიწყდა, როგორ ხოცავდნენ ჩვენს ბიჭებსო?! შორს რისთვის წავიდე - ქმარი, 4 წლის გოგონა და ძმები დამიხოცეს ქართველებმა, მაგრამ ბევრი კარგიც მახსოვს-მეთქი. ამის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს... თქვენმა საქციელმა ყველაფერი სხვაგვარად დამანახვა.... ვინ იცის, იქნებ დადგეს დრო და ერთმანეთს პატიება ვთხოვოთ საკუთარი ცოდვების გამო. ამ წერილის ტექსტს ლათინური ასოებით, დიდი რისკისა და იმედის ფასად გწერთ. იმედი მაქვს, თქვენამდე მოაღწევს, შვილო. მუდამ თქვენზე მლოცველი, მარინა ახუბა", - ეს იყო პირველი წერილი, რომელიც აფხაზმა ქალბატონმა ქართველ ბიჭს 1997 წლის იანვარში მისწერა. კონვერტს ლათინური ასოებით, ცოტა არ იყოს, გაურკვეველი მისამართი ეწერა, - ქ. თბილისი და იმ სამხედრო ნაწილის დასახელება, რომელშიც ჩვენი რესპონდენტი მსახურობდა. ამიტომაც მან ადრესატამდე წლისა და 5 თვის შემდეგ მიაღწია. ადრესატი კი ასე იხსენებს ყველაფერს:

- ძმაკაცები შევიკრიბეთ და აფხაზეთის ომში გავიპარეთ. სკოლა იმ წელს მქონდა დამთავრებული. ოჯახში რომ გვეთქვა, ამის უფლებას არც მოგვცემდნენ, ჩვენ კი ბრძოლის ჟინი გვკლავდა და "გავიქაჩეთ". ერთმანეთს ვასწრებდით, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ მივქარეთ. რამდენიმე დღეში 2 ბავშვობის მეგობარი თვალწინ მომიკლეს და ეს ჯერ კიდევ არაფერია... ახლა, როცა 2008 წლისა და 1990-იანი წლების ომებს ერთმანეთს ადარებენ, ამბობენ, მაშინ ჯარი კი არა, ლაშქარი გვყავდა, მაგრამ მოტივაცია უფრო მაღალი იყოო. არ იყო ასე, მაშინდელი ბრძოლის მოტივი უცოდინრობით იყო გამოწვეული - არ ვიცოდით, სად მივდიოდით. ერთ სოფელში გახურებული ბრძოლები იყო, რამდენიმე კილომეტრის იქით კი მეორე სოფელში ბიჭები ქეიფის ხასიათზეც კი იყვნენ და საკბილოს ეძებდნენ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია