პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიგორი ლეპსის სკანდალური კონცერტის დეტალები: რა კითხვის გამო დააპატიმრა ჟურნალისტები მომღერლის დაცვამ
გრიგორი ლეპსის სკანდალური კონცერტის დეტალები: რა კითხვის გამო დააპატიმრა ჟურნალისტები მომღერლის დაცვამ

რუსი მომ­ღერ­ლის, გრი­გო­რი ლეპ­სის კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 163-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, გრე­გო­რი ლეპსს და მის გა­რე­მოც­ვას დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი არ მო­ე­წო­ნა და უთხრეს, რომ მა­სა­ლა ვერ მოხ­ვდე­ბო­და ეთერ­ში. ამის შემ­დეგ მომ­ღერ­ლის დაც­ვამ მას და ოპე­რა­ტორს სა­ათ­ზე მეტ­ხანს ოთა­ხი­დან გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტი ნინი მეტ­რე­ვე­ლი და ოპე­რა­ტო­რი სერ­გი ბა­რა­მი­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში და­კი­თხეს.

გა­მო­ძი­ე­ბას ნინი მეტ­რე­ველ­თან და მის ოპე­რა­ტორ­თან კი­თხვე­ბი გრი­გო­რი ლეპ­სის კონ­ცერ­ტამ­დე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­და. და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და დაც­ვის ის თა­ნამ­შრო­მე­ლიც, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ერთ-ერთი იყო მათ შო­რის, ვინც გა­დამ­ღებ ჯგუფს სპორ­ტის სა­სახ­ლის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

რო­გორც და­კი­თხვი­დან გა­მო­სულ­მა ნინი მეტ­რე­ველ­მა გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბას კი­თხვე­ბი ჰქონ­დათ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კონ­ცერ­ტამ­დე კი, მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუფ­მა კონ­ცერ­ტზე მი­სულ მა­ყუ­რე­ბელს ე.წ. სირ­ცხვი­ლის დე­რე­ფა­ნი მო­უ­წყო.

იხი­ლეთ ვი­დეო

გრიგორი ლეპსის სკანდალური კონცერტის დეტალები: რა კითხვის გამო დააპატიმრა ჟურნალისტები მომღერლის დაცვამ

გრიგორი ლეპსის სკანდალური კონცერტის დეტალები: რა კითხვის გამო დააპატიმრა ჟურნალისტები მომღერლის დაცვამ

რუსი მომღერლის, გრიგორი ლეპსის კონცერტის დაწყებამდე ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტსა და ოპერატორთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის თქმით, გრეგორი ლეპსს და მის გარემოცვას დასმული კითხვები არ მოეწონა და უთხრეს, რომ მასალა ვერ მოხვდებოდა ეთერში. ამის შემდეგ მომღერლის დაცვამ მას და ოპერატორს საათზე მეტხანს ოთახიდან გასვლის საშუალება არ მისცა.

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი ნინი მეტრეველი და ოპერატორი სერგი ბარამიძე საგამოძიებო უწყებაში დაკითხეს.

გამოძიებას ნინი მეტრეველთან და მის ოპერატორთან კითხვები გრიგორი ლეპსის კონცერტამდე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰქონდა. დაკითხვაზე იმყოფებოდა დაცვის ის თანამშრომელიც, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც გადამღებ ჯგუფს სპორტის სასახლის დატოვების უფლებას არ აძლევდა.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ნინი მეტრეველმა განაცხადა, გამოძიებას კითხვები ჰქონდათ მომხდართან დაკავშირებით.

კონცერტამდე კი, მოქალაქეთა ჯგუფმა კონცერტზე მისულ მაყურებელს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყო.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია