მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრების შავი სია
მინისტრების შავი სია

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­თავ­რო­ბო კუ­ლუ­ა­რებ­ში კა­რუ­სე­ლის ორ ვა­რი­ანტზე მსჯე­ლო­ბენ: ერთი ვერ­სი­ით, ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ნის­ტრებს გა­და­ი­ყო­ლებს, მე­ო­რე ვერ­სი­ით კი რამ­დე­ნი­მე უწყე­ბა­ში მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი გა­მო­იც­ვლე­ბი­ან.

სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი უკვე შე­ე­ხო რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც მი­ნის­ტრმა პოს­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, თუმ­ცა, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა მის­მა მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ კო­პა­ძემ. მის ნაც­ვლად ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე "ქარ­თუ ბან­კის""პრე­ზი­დენ­ტი ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გი­ორ­გი ჩხა­ი­ძემ, ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს მდივ­ნის პოსტზე რო­მან ჩხენ­კე­ლი ბიზ­ნე­სომ­ბუდსმენ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჩა­ა­ნაც­ვლა, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს - და­ვით სუ­ჯაშ­ვი­ლი, სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს კი ზაზა დო­ლი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა აკა­კი ჩხენ­კელ­მა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­ნიშ­ნე­ბა და­ზღვე­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ახა­ლი უფ­რო­სიც.

კვი­რის ბო­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­როს­მა ირაკ­ლი სამ­ყუ­რაშ­ვილ­მაც. ის, ისე­ვე, რო­გორც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­სუ­ლი სხვა რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი (ზუ­რაბ კო­პა­ძე, რო­მან ჩხენ­კე­ლი, აკა­კი ჩხენ­კე­ლი, გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე), ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის გუნ­დის წევ­რე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ. თა­ვად ჯან­ყა­რაშ­ვილ­მა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბაც და­ტო­ვა. შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის პოს­ტი ეკა­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი აღარ ას­რუ­ლებ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბას, მას პრე­მი­ე­რის ოჯახ­თან ნა­თე­სა­ო­ბის გამო მუდ­მი­ვად სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბას უყე­ნებ­დნენ.

"იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღარ დარ­ჩეს კი­თხვე­ბი და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ დას­რულ­დეს ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბა, ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბაც. იგი არც ერთ სა­ჯა­რო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღარ იმუ­შა­ვებს"", - აცხა­დე­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

რა ხდე­ბა სამ­თავ­რო­ბო კუ­ლუ­ა­რებ­ში? ეს არის ში­და­და­პი­რის­პი­რე­ბა თუ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის­თვის გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი?

მმარ­თველ გუნდში და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ. ""კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გოგი თო­ფა­ძე ამ­ბობს, რომ მე­დი­ა­ში ბევ­რი ჭორი ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა, დას­ძენს, რომ ხში­რად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ადრე იგე­ბენ რე­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტრი შე­იც­ვა­ლოს, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის. ცნო­ბი­ლია, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­ვი­და ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი ეკო­ნო­მის­ტი ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. ამ უწყე­ბის ბი­უ­ჯე­ტი მი­ლი­არდს უტოლ­დე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბო­და სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სის­ტი და ნო­და­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კან­დი­და­ტუ­რაა", - ამ­ბობს გოგი თო­ფა­ძე.

ექ­სპერ­ტე­ბი კი არა­თუ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ნის­ტრე­ბის, არა­მედ მთლი­ა­ნად აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა­საც არ გა­მო­რი­ცხა­ვენ. ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თუ მთავ­რო­ბამ ამ გა­მოწ­ვე­ვას თავი ვერ გა­არ­თვა, შე­საძ­ლოა, დღის წეს­რიგ­ში დად­გეს მის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

მინისტრების შავი სია

მინისტრების შავი სია

გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო კულუარებში კარუსელის ორ ვარიანტზე მსჯელობენ: ერთი ვერსიით, ცვლილებები მინისტრებს გადაიყოლებს, მეორე ვერსიით კი რამდენიმე უწყებაში მინისტრის მოადგილეები გამოიცვლებიან.

საკადრო ცვლილებების მეორე ვარიანტი უკვე შეეხო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც მინისტრმა პოსტი შეინარჩუნა, თუმცა, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილე ზურაბ კოპაძემ. მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე "ქართუ ბანკის""პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. თანამდებობა დატოვა გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტზე რომან ჩხენკელი ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ ჩაანაცვლა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს - დავით სუჯაშვილი, სურსათის ეროვნულ სააგენტოს კი ზაზა დოლიძე უხელმძღვანელებს. თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა. უახლოეს დღეებში დაინიშნება დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს ახალი უფროსიც.

კვირის ბოლოს თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმაც. ის, ისევე, როგორც თანამდებობიდან წასული სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანი (ზურაბ კოპაძე, რომან ჩხენკელი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი ჩხაიძე), ზვიად ჯანყარაშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ. თავად ჯანყარაშვილმა "ქართულ ოცნებაში" პარტიული თანამდებობაც დატოვა. შსს-ს გენინსპექციის უფროსის თანამდებობიდან წამოსვლის შემდეგ მას "ქართული ოცნების"აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.

მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი აღარ ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მას პრემიერის ოჯახთან ნათესაობის გამო მუდმივად სხვადასხვა ბრალდებას უყენებდნენ.

"იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვები და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება, ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა პარტიული თანამდებობაც. იგი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს"", - აცხადებენ "ქართული ოცნების" პრესსამსახურში.

რა ხდება სამთავრობო კულუარებში? ეს არის შიდადაპირისპირება თუ სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობისთვის გადადგმული ნაბიჯი?

მმართველ გუნდში დაპირისპირებას გამორიცხავენ. ""კვირის პალიტრასთან" საუბრისას უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ამბობს, რომ მედიაში ბევრი ჭორი ვრცელდება, თუმცა, დასძენს, რომ ხშირად ჟურნალისტები პოლიტიკოსებზე ადრე იგებენ რეალურ ინფორმაციას.

"შეიძლება რომელიმე მინისტრი შეიცვალოს, გამორიცხული არ არის. ცნობილია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა ძალიან გამოცდილი ეკონომისტი ნოდარ ჯავახიშვილი. ამ უწყების ბიუჯეტი მილიარდს უტოლდება, ამ ყველაფერს სჭირდებოდა სერიოზული ფინანსისტი და ნოდარი შესანიშნავი კანდიდატურაა", - ამბობს გოგი თოფაძე.

ექსპერტები კი არათუ კონკრეტული მინისტრების, არამედ მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლასაც არ გამორიცხავენ. ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობამ ამ გამოწვევას თავი ვერ გაართვა, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს მისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა