ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი მეხუთე რიგში არსებულ საახალწლო პიროტექნიკის მაღაზიას გაუჩნდა, საიდანაც ცეცხლი დაახლოებით 500-დან 600 კვ.მ. ტერიტორიას მოედო.
ხანძარი სავარაუდოდ, შედუღებითი სამუშაოების დროს პიროტექნიკის მაღაზიაში ჩავარდნილმა ნაპერწკალმა გამოიწვია. ერთ-ერთი თვითმხილველის, თორნიკე ფუტკარაძის თქმით, შედუღების დროს ნაპერწკალი ჩავარდა ფოიერვერკების მაღაზიაში, რის შედეგადაც პიროტექნიკა აფეთქა და ცეცხლი გვერდით მაღაზიებსაც გადაედო.
ხანძრის შედეგად 600-მდე კვადრატულ მეტრზე არსებული მაღაზიები დაიწვა.