თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე "მერსედესის" მარკის ავტომობილისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის შეჯახების დროს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა "მერსედესის" მარკის ავტომობილში მჯდომი მძღოლი, სხეულის დაზიანებები მიიღო სამედიცინო პერსონალმაც.
შსს-ს ინფორმაციით, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები დაშავებულებს არ აღენიშნებათ. სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარს "ფეისბქუის" მომხარებელი დავით გოდერძიშვილი ეხმაურება და ავარიის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.
"აქ ნებისმიერი ჩვენთაგანი, ჩვენი დები, ძმები მშობლები, შვილები, უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო...
ამის გულგრილად ყურება და სიჩუმე საშიშია სიცოცხლისათვის...
ამას ჯარიმა არ უშველის. დედა უნდა მო***ნა ისე, რომ მთელმა თბილისმა და საქართველომ გაისიგრძეგანოს,რომ ეს გზებზე ველურობა დასჯადია, თან მკაცრად დასჯადი!
მართვის მოწმობის სამუდამო ჩამორთმევა! ქონების კონფისკაცია! ციხე თავისი ცოცხებით! მგლის ბილეთი ყველა სამსახურში! ესეთი პრიმატების ადგილი ციხეშია და არა ჩვენ შორის!
მოძრაობის საპირისპიროდ იყო "მერსედესი" გადმოსული თან დიდი სიჩქარით. სასწრაფოს ბორბლებს უკან შავი ზოლები ქონდა მუხრუჭისაგან. ალბათ სასწრაფოც საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა.
სასწრაფოს ექიმს, სურათზე კუთხეში რომ ჩანს ასფალტზე, ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ მგონი, დანარჩენი ვერ დავინახე. არ გაგვაჩერებინეს მანქანა", - წერს ინტერნეტ-მომხარებელი.