სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყუილი არაფერი ყოფილა, მე ჩემი სინამდვილე ვითამაშე" - ''ნიჭიერი'' ამალია ალაპარაკდა
"ტყუილი არაფერი ყოფილა, მე ჩემი სინამდვილე ვითამაშე" - ''ნიჭიერი'' ამალია ალაპარაკდა

მას მერე, რაც ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე "ნი­ჭი­ე­რის"სცე­ნა­ზე გა­მოჩ­ნდა, მისი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით, ფო­ტო­ე­ბით აჭ­რელ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი. "რუს­თა­ვი 2"-ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტს, რო­მელ­შიც ამა­ლია ღა­რი­ბი და მო­უვ­ლე­ლი ჩან­და, მა­ყუ­რებ­ლის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ბაფ­თე­ბით მო­ვაჭ­რე ქალ­ბა­ტო­ნი სცე­ნა­ზე მიკრო­ფო­ნით საკ­მა­ოდ კარგ ფორ­მა­ში დგას. ამ­ბობ­დნენ იმა­საც, რომ ამა­ლი­ამ შე­სარ­ჩევ ტურ­ზე ფო­ნოგ­რა­მით იმ­ღე­რა.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე დღე ფიქ­რობ­და, გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "ნი­ჭი­ერ­ში". ამ გან­ცდებ­ზე, გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე, გა­ჭირ­ვე­ბა­ზე, პი­რად ამ­ბებ­ზე ამა­ლია თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ იყო სა­სი­ა­მოვ­ნო, ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ბავ­შვი­ვით ვტი­რო­დი. 10 წე­ლია, სცე­ნა­ზე არ ვმდგარ­ვარ, ჩემ­თვის სახ­ლში ვმღე­რო­დი. მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა და ხალ­ხის­გან იმ­ხე­ლა ბოღ­მა წა­მო­ვი­და, და­ვით­რგუ­ნე, ვი­ფიქ­რე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბად არ მი­ღირ­და და ისევ სახ­ლში ღი­ღი­ნი მერ­ჩივ­ნა. თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა არ მიყ­ვარს. რა უნდა ვამ­ტკი­ცო, რომ სიმ­ღე­რა შე­მიძ­ლია? ასე მე­გო­ნა, მარ­ტო ვი­ყა­ვი და მთე­ლი სამ­ყა­რო მებ­რძო­და. რამ­დე­ნი­მე დღე არა­ვის­თან ლა­პა­რა­კი არ მინ­დო­და. ისევ "რუს­თა­ვი 2"და­მიდ­გა გვერ­დით, მა­რი­ნა ბე­რი­ძე გა­მო­მეხ­მა­უ­რა, ორ­კესტრთან ვიმ­ღე­რე. მათ გა­და­მა­წყვე­ტი­ნეს "ნი­ჭი­ერ­ში"მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. კრი­ტი­კა, ერთი მხრივ, ცუ­დია, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემს ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ეს იყო პი­ა­რი. რომ არა ეს აჟი­ო­ტა­ჟი, ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო ვერ გა­ი­გებ­და, ვინ არის ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე.

- რო­გორ გგო­ნია, ვინ არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც შენი წარ­სუ­ლი ამო­ქე­ქეს?

- არ ვიცი, ალ­ბათ, ჩემი შე­შურ­დათ, შური ხომ არ­სე­ბობს. ვი­ღა­ცას ეგო­ნა, რომ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ამ ჩემი სა­ხით შოუ დად­გა, მა­ყუ­რე­ბელს სა­წყა­ლი ამა­ლია და­ა­ნახ­ვა და სი­ნამ­დვი­ლე­ში სულ სხვა­ნა­ი­რი ვარ. ტყუ­ი­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, მე ჩემი სი­ნამ­დვი­ლე ვი­თა­მა­შე, ეს იყო და ეს. გა­მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ ეს არის ჩემი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო. არც ის არის ტყუ­ი­ლი, რომ მე ოდეს­ღაც ვმღე­რო­დი, არც ის, რომ მე­უღ­ლე და­მე­ღუ­პა და არც ის, რომ ბაფ­თებს ვა­კე­თებ და ვა­ბა­რებ ბაზ­რო­ბა­ზე. დღე­საც შე­მიძ­ლია, გაჩ­ვე­ნოთ ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ბაფ­თე­ბის გა­ყიდ­ვა­ში მეხ­მა­რე­ბა.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი წარ­სუ­ლი, თქვე­ნი სი­ნამ­დვი­ლე.

- ორი რამ არ­სე­ბობს ჩემ­თვის, მუ­სი­კა და ბავ­შვი, არას­დროს რომ არ გი­ღა­ლა­ტებს. ამა­ში გან­ვლილ­მა ცხოვ­რე­ბამ და­მარ­წმუ­ნა. ცუ­დად ვი­ყა­ვი თუ კარ­გად, სულ ვმღე­რო­დი. მა­მა­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, გი­ტა­რის დაკ­ვრა რომ ვის­წავ­ლე. მან ამიყ­ვა­ნა პე­და­გო­გი. თა­ვი­დან ორი აკორ­დი ვი­ცო­დი და ორ აკორ­დზე ვა­წყობ­დი სიმ­ღე­რებს. მამა მო­ცეკ­ვა­ვე გახ­ლდათ, მა­მა­ჩე­მის მამა, ნი­კო­ლოზ ჯიბ­ლა­ძე, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ყო­ფი­ლა, მუნ­ჯი კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი. ნა­თე­სა­ო­ბა­ში მომ­ღე­რა­ლი არა­ვინ გვყო­ლია. ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, სიმ­ღე­რის ნიჭი სა­ი­დან აქვს ამა­ლი­ა­სო. სა­დაც მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტს და­ვი­ნა­ხავ­დი, ვე­ცე­მო­დი და ვცდი­ლობ­დი და­მეკ­რა. ვწერ­დი ლექ­სებს, მო­თხრო­ბებს. ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რაც ხე­ლოვ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, ხატ­ვა, აკ­რო­ბა­ტი­კა, ხელ­ბურ­თი, ცეკ­ვა. ჩემი მშობ­ლე­ბი ხელს ვერ მი­წყობ­დნენ, რომ ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბი გან­მე­ვი­თა­რე­ბი­ნა, ცოდ­ნა მი­მე­ღო. თვი­თონ ვპო­უ­ლობ­დი უფა­სო წრე­ებს და ჩუ­მად დავ­დი­ო­დი ყვე­ლა­ფერ­ზე, რა­საც ვას­წრებ­დი. მე­ზობ­ლე­ბი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ჩემს მშობ­ლებს, მი­ხე­დეთ ამ ბავ­შვს, ცო­დო­აო.

- ბევ­რი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ხართ?

- მა­მას პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან ორი შვი­ლი ჰყავს, დე­დას პირ­ვე­ლი ქმრის­გან - ქა­ლიშ­ვი­ლი. ჩემი მშობ­ლე­ბის სა­ერ­თო შვი­ლი მე ვარ. მამა და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, დე­დაც ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და. არ გვქონ­და შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი, ხში­რად ვაშ­ლიც კი მე­ნატ­რე­ბო­და. ტე­ლე­ვი­ზო­რი გვქონ­და, იქ ვუს­მენ­დი მუ­სი­კას, ჩემს დას მაგ­ნი­ტო­ფო­ნი ჰქონ­და და სა­ნამ გა­თხოვ­დე­ბო­და, მა­თხო­ვებ­და ხოლ­მე.

- რა ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავთ?

- გი­ტა­რა­ზე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე ჩე­მე­ბუ­რად. ვი­ო­ლი­ნო­ზეც შე­მიძ­ლია, ადრე ვსინ­ჯე და გა­მო­მი­ვი­და. კომ­პი­უ­ტე­რი მეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე... მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, 15 წლის ვი­ყა­ვი. ერთი გო­გო­ნა გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც ლი­ლო­ში ცხოვ­რობ­და. ზოგ­ჯერ გლ­დან­ში ჩა­მო­დი­ო­და, სა­დაც მე გა­ვი­ზარ­დე. ლი­ლო­ში და­დი­ო­და ინ­სტრუ­მენ­ტულ ან­სამ­ბლში. ამ ან­სამ­ბლმა ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა და ერთხელ გავ­ყე­ვი. ამიყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლი ჩემი და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რა იქ შე­ვას­რუ­ლე. პატ­რი­ო­ტუ­ლი სიმ­ღე­რა იყო, ვმღე­რო­დი, რო­გორ ვშორ­დე­ბო­დი ჩემს ქვე­ყა­ნას, თით­ქოს უკვე ვი­ცო­დი, რომ ამ ქვეყ­ნი­დან წა­ვი­დო­დი. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი სცე­ნა. მა­მა­ჩე­მი რომ და­ი­ღუ­პა, დე­და­ჩე­მი თით­ქმის არ­სად მიშ­ვებ­და. ლი­ლო­შიც ჩუ­მად დავ­დი­ო­დი, ვი­პა­რე­ბო­დი. ხში­რად ბოთ­ლებს ვა­ბა­რებ­დი, გზის ფული რომ მქო­ნო­და. ამ თე­მა­ზე ხში­რად ვკა­მა­თობ­დით მე და დედა. მას ჩემი კი არა, ჭო­რი­კა­ნა მე­ზობ­ლე­ბის სჯე­რო­და, იმა­თი, ვინც ეუბ­ნე­ბო­და, სად და­დის შენი შვი­ლი, მამა არ ჰყავს, მეტი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­და­ვე­ნო... ამის გარ­და, მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იყო დავა ბი­ნა­ზე. ჩემი და-ძმა წილს ითხოვ­და. მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ასე მი­იჩ­ნევ­დნენ ისი­ნი და ჩემი თან­დას­წრე­ბით არც არ­ჩევ­დნენ ამ სა­კითხს, მაგ­რამ ზუს­ტად ვი­ცო­დი, რის­თვის და­ი­ა­რე­ბოდ­ნენ ჩვენ­თან. მა­შინ ჩემ გვერ­დით რომ ყო­ფი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე­ტყო­და, არ წახ­ვი­დე ამ სახ­ლი­დან, თო­რემ წა­გარ­თმე­ვე­ნო, არ წა­ვი­დო­დი.

- წა­გარ­თვეს?

- ასე გა­მო­ვი­და. დე­დამ და ჩემ­მა დამ გა­ყი­დეს სახ­ლი, მერე სხვა იყი­დეს, მერე ისიც გა­ყი­დეს და წი­ლიც არ მომ­ცეს. ბო­ლოს თა­ვა­დაც და­კარ­გეს ყვე­ლა­ფე­რი. ახლა დედა კა­ხეთ­ში ცხოვ­რობს თა­ვი­სი მშობ­ლე­ბის სახ­ლში...

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ტყუილი არაფერი ყოფილა, მე ჩემი სინამდვილე ვითამაშე" - ''ნიჭიერი'' ამალია ალაპარაკდა

"ტყუილი არაფერი ყოფილა, მე ჩემი სინამდვილე ვითამაშე" - ''ნიჭიერი'' ამალია ალაპარაკდა

მას მერე, რაც ამალია ჯიბლაძე ''ნიჭიერის''სცენაზე გამოჩნდა, მისი სახელითა და გვარით, ფოტოებით აჭრელდა სოციალური ქსელები. ''რუსთავი 2''-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც ამალია ღარიბი და მოუვლელი ჩანდა, მაყურებლის კრიტიკა მოჰყვა. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ბაფთებით მოვაჭრე ქალბატონი სცენაზე მიკროფონით საკმაოდ კარგ ფორმაში დგას. ამბობდნენ იმასაც, რომ ამალიამ შესარჩევ ტურზე ფონოგრამით იმღერა.

ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი რესპონდენტი რამდენიმე დღე ფიქრობდა, გაეგრძელებინა თუ არა მონაწილეობა ''ნიჭიერში''. ამ განცდებზე, განვლილ ცხოვრებაზე, გაჭირვებაზე, პირად ამბებზე ამალია თავად გიამბობთ.

- ამდენი ნეგატივი ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, ბევრი ვინერვიულე, ბავშვივით ვტიროდი. 10 წელია, სცენაზე არ ვმდგარვარ, ჩემთვის სახლში ვმღეროდი. მომეცა საშუალება და ხალხისგან იმხელა ბოღმა წამოვიდა, დავითრგუნე, ვიფიქრე, ეს ყველაფერი ნერვიულობად არ მიღირდა და ისევ სახლში ღიღინი მერჩივნა. თავის მართლების პოზიციაში ყოფნა არ მიყვარს. რა უნდა ვამტკიცო, რომ სიმღერა შემიძლია? ასე მეგონა, მარტო ვიყავი და მთელი სამყარო მებრძოდა. რამდენიმე დღე არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა. ისევ ''რუსთავი 2''დამიდგა გვერდით, მარინა ბერიძე გამომეხმაურა, ორკესტრთან ვიმღერე. მათ გადამაწყვეტინეს ''ნიჭიერში''მონაწილეობის გაგრძელება. კრიტიკა, ერთი მხრივ, ცუდია, ძალიან იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იყო პიარი. რომ არა ეს აჟიოტაჟი, ნახევარი საქართველო ვერ გაიგებდა, ვინ არის ამალია ჯიბლაძე.

- როგორ გგონია, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც შენი წარსული ამოქექეს?

- არ ვიცი, ალბათ, ჩემი შეშურდათ, შური ხომ არსებობს. ვიღაცას ეგონა, რომ ამ ტელევიზიამ ჩემი სახით შოუ დადგა, მაყურებელს საწყალი ამალია დაანახვა და სინამდვილეში სულ სხვანაირი ვარ. ტყუილი არაფერი ყოფილა, უბრალოდ, მე ჩემი სინამდვილე ვითამაშე, ეს იყო და ეს. გამოვედი იმიტომ, რომ ეს არის ჩემი შინაგანი სამყარო. არც ის არის ტყუილი, რომ მე ოდესღაც ვმღეროდი, არც ის, რომ მეუღლე დამეღუპა და არც ის, რომ ბაფთებს ვაკეთებ და ვაბარებ ბაზრობაზე. დღესაც შემიძლია, გაჩვენოთ ქალბატონი, რომელიც ბაფთების გაყიდვაში მეხმარება.

- მოგვიყევით თქვენი წარსული, თქვენი სინამდვილე.

- ორი რამ არსებობს ჩემთვის, მუსიკა და ბავშვი, არასდროს რომ არ გიღალატებს. ამაში განვლილმა ცხოვრებამ დამარწმუნა. ცუდად ვიყავი თუ კარგად, სულ ვმღეროდი. მამაჩემის დამსახურებაა, გიტარის დაკვრა რომ ვისწავლე. მან ამიყვანა პედაგოგი. თავიდან ორი აკორდი ვიცოდი და ორ აკორდზე ვაწყობდი სიმღერებს. მამა მოცეკვავე გახლდათ, მამაჩემის მამა, ნიკოლოზ ჯიბლაძე, ცნობილი მსახიობი ყოფილა, მუნჯი კინოს მსახიობი. ნათესაობაში მომღერალი არავინ გვყოლია. ჩემი ნათესავები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, სიმღერის ნიჭი საიდან აქვს ამალიასო. სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტს დავინახავდი, ვეცემოდი და ვცდილობდი დამეკრა. ვწერდი ლექსებს, მოთხრობებს. ყველაფერი მაინტერესებდა, რაც ხელოვნებას უკავშირდებოდა, ხატვა, აკრობატიკა, ხელბურთი, ცეკვა. ჩემი მშობლები ხელს ვერ მიწყობდნენ, რომ ჩემი ინტერესები განმევითარებინა, ცოდნა მიმეღო. თვითონ ვპოულობდი უფასო წრეებს და ჩუმად დავდიოდი ყველაფერზე, რასაც ვასწრებდი. მეზობლები ეუბნებოდნენ ჩემს მშობლებს, მიხედეთ ამ ბავშვს, ცოდოაო.

- ბევრი დედმამიშვილი ხართ?

- მამას პირველი ცოლისგან ორი შვილი ჰყავს, დედას პირველი ქმრისგან - ქალიშვილი. ჩემი მშობლების საერთო შვილი მე ვარ. მამა დაკავებული იყო, დედაც ფაბრიკაში მუშაობდა. არ გვქონდა შეძლებული ოჯახი, ხშირად ვაშლიც კი მენატრებოდა. ტელევიზორი გვქონდა, იქ ვუსმენდი მუსიკას, ჩემს დას მაგნიტოფონი ჰქონდა და სანამ გათხოვდებოდა, მათხოვებდა ხოლმე.

- რა ინსტრუმენტზე უკრავთ?

- გიტარაზე, ფორტეპიანოზე ჩემებურად. ვიოლინოზეც შემიძლია, ადრე ვსინჯე და გამომივიდა. კომპიუტერი მეხმარება ხოლმე... მამა რომ გარდაიცვალა, 15 წლის ვიყავი. ერთი გოგონა გავიცანი, რომელიც ლილოში ცხოვრობდა. ზოგჯერ გლდანში ჩამოდიოდა, სადაც მე გავიზარდე. ლილოში დადიოდა ინსტრუმენტულ ანსამბლში. ამ ანსამბლმა ძალიან დამაინტერესა და ერთხელ გავყევი. ამიყვანეს. პირველი ჩემი დაწერილი სიმღერა იქ შევასრულე. პატრიოტული სიმღერა იყო, ვმღეროდი, როგორ ვშორდებოდი ჩემს ქვეყანას, თითქოს უკვე ვიცოდი, რომ ამ ქვეყნიდან წავიდოდი. ეს იყო ჩემი პირველი სცენა. მამაჩემი რომ დაიღუპა, დედაჩემი თითქმის არსად მიშვებდა. ლილოშიც ჩუმად დავდიოდი, ვიპარებოდი. ხშირად ბოთლებს ვაბარებდი, გზის ფული რომ მქონოდა. ამ თემაზე ხშირად ვკამათობდით მე და დედა. მას ჩემი კი არა, ჭორიკანა მეზობლების სჯეროდა, იმათი, ვინც ეუბნებოდა, სად დადის შენი შვილი, მამა არ ჰყავს, მეტი ყურადღება სჭირდება, სხვანაირად შეხედავენო... ამის გარდა, მამის გარდაცვალების შემდეგ იყო დავა ბინაზე. ჩემი და-ძმა წილს ითხოვდა. მაშინ პატარა ვიყავი, ასე მიიჩნევდნენ ისინი და ჩემი თანდასწრებით არც არჩევდნენ ამ საკითხს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რისთვის დაიარებოდნენ ჩვენთან. მაშინ ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც მეტყოდა, არ წახვიდე ამ სახლიდან, თორემ წაგართმევენო, არ წავიდოდი.

- წაგართვეს?

- ასე გამოვიდა. დედამ და ჩემმა დამ გაყიდეს სახლი, მერე სხვა იყიდეს, მერე ისიც გაყიდეს და წილიც არ მომცეს. ბოლოს თავადაც დაკარგეს ყველაფერი. ახლა დედა კახეთში ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში...

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება