მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ვეცადეთ, ინდური ფილმის ჩხუბი არ გამოგვსვლოდა''
''ვეცადეთ, ინდური ფილმის ჩხუბი არ გამოგვსვლოდა''

ახ­ლა­ხან "ჯი­დი­ეს­ზე" ახა­ლი სე­რი­ა­ლი "ტიფ­ლი­სი" და­ი­წყო. რე­ჟი­სო­რე­ბის ლე­ვან დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი­სა და ნო­დარ მარ­შა­ნიშ­ვი­ლის კრი­მი­ნა­ლუ­რი დრა­მა XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. სე­რი­ა­ლი თბი­ლის­ში, ეპო­ქის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ გა­რე­მო­ში ვი­თარ­დე­ბა, სა­დაც თა­ვა­დე­ბი, ყმე­ბი, ფა­ლავ­ნე­ბი, ხე­ლოს­ნე­ბი და ბევ­რი სხვა ფე­ნი­სა და წო­დე­ბის ადა­მი­ა­ნია "თავ­მოყ­რი­ლი".

ამი­რან ქა­ჩი­ბა­ია "ტიფ­ლი­სის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია. მეტ­სა­ხე­ლად "ცხვი­რა" მჭე­დე­ლია, იმავდრო­უ­ლად კარ­გი მოკ­რი­ვეა და ყო­ველკ­ვი­რა სხვა­დას­ხვა ფა­ლა­ვან­თან ჩხუ­ბობს. "ცხვი­რა" პირ­ვე­ლი­ვე სე­რი­ა­ში გა­ე­ბა შარ­ში და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ამას მა­ყუ­რე-ბელი მომ­დევ­ნო სე­რი­ე­ბი­დან შე­ი­ტყობს...

- პირ­ველ რიგ­ში, მო­მი­ყე­ვით, კახა ბა­კუ­რა­ძის მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რში რა ხდე­ბა? ახა­ლი შე­ნო­ბა გაქვთ...

- ახა­ლი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც მუშ­თა­ი­დის ბაღ­შია, მთე­ლი გული და სული, დიდი ენერ­გი­აა ჩა­დე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მა­გა­რი თე­ატ­რია, არა იმი­ტომ, რომ მშე­ნებ­ლო­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, არა­მედ ეს არის სივ­რცე, რო­მე­ლიც ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა სხვა­დას­ხვა სა­ნა­ხა­ო­ბის წარ­მო­სად­გე­ნად. გარ­და ამი­სა, ვარ გო­რის თე­ატ­რშიც, სა­დაც რე­ჟი­სო­რი სოსო ნემ­სა­ძე მუ­შა­ობს. ის ჩემი პე­და­გო­გი იყო, მან მას­წავ­ლა მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია და სწავ­ლის პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. გორ­ში ვთა­მა­შობთ საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ის თე­მა­ზე აგე­ბულ სპექ­ტაკლს "დან­ტო­ნი". რაც შე­ე­ხე­ბა მოძ­რა­ო­ბის თე­ატრს, კარ­გა ხა­ნია არ ვყო­ფილ­ვარ, იმე­დი მაქვს, იქ კი­დევ არა­ერთ სპექ­ტაკლში მო­მი­წევს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მო­მე­ნატ­რა იქა­უ­რო­ბა. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი რომ და­ი­წყო, ამ ეტაპ­ზე აქეთ ვარ გად­მორ­თუ­ლი.

- კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა "ტიფ­ლი­სამ­დეც" გქონ­დათ...

- კი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან მი­ი­ღებ რა­ღაც პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მერე ისე გა­დის არა­ერ­თი წელი, რომ არც კი გახ­სოვს მომ­ხდა­რი. არა­და, ამ პრო­ფე­სია ში მთა­ვა­რია პრაქ­ტი­კა, მუ­შა­ო­ბის დროს იზ­რდე­ბი, ეჩ­ვე­ვი კა­მე­რას და ა.შ. 5-6 წლი­ა­ნი პა­უ­ზე­ბი ძა­ლი­ან ხე­ლის­შემ­შლე­ლია. "კლი­ნი­კა" იყო სე­რი­ა­ლი, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ და ალ­ბათ ეს სხვებ­საც ეწყი­ნათ, სე­რი­ა­ლი შე­წყდა. კი­დევ იყო გიგა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლის ერთი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი "ფეხ­შიშ­ვე­ლი", რო­მე­ლიც 90-ია­ნე­ბის თე­მა­ზე აიგო.

- "ტიფ­ლი­სის" გა­და­ღე­ბებს, ალ­ბათ, დიდი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო უძღო­და წინ. რა ად­გი­ლებ­ში იღებთ და აქვე გვი­თხა­რით, ვის წარ­მო­ად­გენთ სე­რი­ალ­ში?

- რუს­თა­ვის გზა­ზე არის ტყე, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქოს ტყეს ეძა­ხი­ან. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლია აწყო­ბი­ლი. მშე­ნებ­ლო­ბა­ში გვერ­დში დაგ­ვიდ­გა ერთ-ერთი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია. იქ ვა­თენ-ვა­ღა­მებთ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს ტყე გა­ვა­პა­ვი­ლი­ო­ნეთ და გა­ვი­ო­ჯა­ხეთ. ძვე­ლი თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე უბან­შიც არა­ერ­თი სცე­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სი ნა­წი­ლი - ტყე­ში. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი მჭე­დე­ლია, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ენერ­გი­ას ბო­ლომ­დე ვერ ხარ­ჯავს და ჩხუ­ბი მის­თვის და­მა­ტე­ბი­თი "სამ­სა­ხუ­რია". ცხვი­რა ღამ­ღა­მო­ბით ვე­რა­ზე ადის და ჩხუ­ბობს. "სამ­სა­ხურს" იმი­ტომ ვე­ძა­ხი, რომ ბრძო­ლებს ხან იგებს და ზოგ­ჯერ თან­ხის გამო "ყი­დის". ჩემი პერ­სო­ნა­ჟი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლია, ბავ­შვი რომ იყო, ერთ-ერთი ოჯა­ხის კარ­თან და­ტო­ვეს, სწო­რედ მჭე­დელ­მა იპო­ვა, გა­ზარ­და ეს ბიჭი და რა თქმა უნდა, ხე­ლო­ბაც შე­ას­წავ­ლა.

- კას­ტინ­გის შე­დე­გად აგიყ­ვა­ნათ თუ პირ­და­პირ და­გამ­ტკი­ცათ როლ­ზე?

- ცხვი­რის გამო გა­და­წყვი­ტა ალ­ბათ, ან მერე და­არ­ქვეს პერ­სო­ნაჟს "ცხვი­რა", ზუს­ტად არ ვიცი. ძა­ლი­ან ადრე მი­თხრა ლე­ვან­მა ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და, ბო­ლოს და­ფი­ნანსდა, შე­იკ­რა ეს "ბან­და" და გა­და­ღე­ბე­ბიც და­ი­წყო.

- ყურ­ში ძა­ლი­ან მომ­ხვდა სე­რი­ა­ლის არა­ერ­თი პერ­სო­ნა­ჟის მე­ტყვე­ლე­ბა, მგო­ნია, რომ იმ დროს ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ში ასე არ ლა­პა­რა­კობ­დნენ...

- ჰოო?! მე პი­რი­ქით მე­გო­ნა. სე­რი­ა­ლი სი­ზუს­ტით არ ასა­ხავს წარ­სულს, რომ "წკაპ-წკაპ" - ყვე­ლა­ფე­რი და მათ შო­რის სი­ტყვე­ბი ზუს­ტად მო­არ­გო იმ ეპო­ქას, ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, რა­ღა­ცებს "იტანს". რა თქმა უნდა, იმას არა, რომ კადრში ვი­ღაც მო­ტო­ციკ­ლით შე­მო­ვარ­დეს და არა ცხე­ნით, მაგ­რამ სხვა შემ­თხვე­ვა­ში არა მგო­ნია, ეს უზუს­ტო­ბად ჩა­ით­ვა­ლოს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

''ვეცადეთ, ინდური ფილმის ჩხუბი არ გამოგვსვლოდა''

''ვეცადეთ, ინდური ფილმის ჩხუბი არ გამოგვსვლოდა''

ახლახან ''ჯიდიესზე'' ახალი სერიალი ''ტიფლისი'' დაიწყო. რეჟისორების ლევან დაბრუნდაშვილისა და ნოდარ მარშანიშვილის კრიმინალური დრამა XIX საუკუნის საქართველოში ხდება. სერიალი თბილისში, ეპოქისთვის დამახასიათებელ გარემოში ვითარდება, სადაც თავადები, ყმები, ფალავნები, ხელოსნები და ბევრი სხვა ფენისა და წოდების ადამიანია ''თავმოყრილი''.

ამირან ქაჩიბაია ''ტიფლისის'' ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. მეტსახელად ''ცხვირა'' მჭედელია, იმავდროულად კარგი მოკრივეა და ყოველკვირა სხვადასხვა ფალავანთან ჩხუბობს. ''ცხვირა'' პირველივე სერიაში გაება შარში და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მაყურე-ბელი მომდევნო სერიებიდან შეიტყობს...

- პირველ რიგში, მომიყევით, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში რა ხდება? ახალი შენობა გაქვთ...

- ახალი შენობის მშენებლობაში, რომელიც მუშთაიდის ბაღშია, მთელი გული და სული, დიდი ენერგიაა ჩადებული. ძალიან მაგარი თეატრია, არა იმიტომ, რომ მშენებლობაში ვმონაწილეობდით, არამედ ეს არის სივრცე, რომელიც ფართო შესაძლებლობებს იძლევა სხვადასხვა სანახაობის წარმოსადგენად. გარდა ამისა, ვარ გორის თეატრშიც, სადაც რეჟისორი სოსო ნემსაძე მუშაობს. ის ჩემი პედაგოგი იყო, მან მასწავლა მსახიობის პროფესია და სწავლის პროცესი დღემდე გრძელდება. გორში ვთამაშობთ საფრანგეთის რევოლუციის თემაზე აგებულ სპექტაკლს ''დანტონი''. რაც შეეხება მოძრაობის თეატრს, კარგა ხანია არ ვყოფილვარ, იმედი მაქვს, იქ კიდევ არაერთ სპექტაკლში მომიწევს მონაწილეობა. მომენატრა იქაურობა. სერიალის გადაღებები რომ დაიწყო, ამ ეტაპზე აქეთ ვარ გადმორთული.

- კამერასთან მუშაობის გამოცდილება ''ტიფლისამდეც'' გქონდათ...

- კი, სამწუხაროდ, ჩვენთან მიიღებ რაღაც პროექტში მონაწილეობას და მერე ისე გადის არაერთი წელი, რომ არც კი გახსოვს მომხდარი. არადა, ამ პროფესია ში მთავარია პრაქტიკა, მუშაობის დროს იზრდები, ეჩვევი კამერას და ა.შ. 5-6 წლიანი პაუზები ძალიან ხელისშემშლელია. ''კლინიკა'' იყო სერიალი, რომელშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ და ალბათ ეს სხვებსაც ეწყინათ, სერიალი შეწყდა. კიდევ იყო გიგა ბაინდურაშვილის ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ''ფეხშიშველი'', რომელიც 90-იანების თემაზე აიგო.

- ''ტიფლისის'' გადაღებებს, ალბათ, დიდი მოსამზადებელი სამუშაო უძღოდა წინ. რა ადგილებში იღებთ და აქვე გვითხარით, ვის წარმოადგენთ სერიალში?

- რუსთავის გზაზე არის ტყე, რომელსაც საპატრიარქოს ტყეს ეძახიან. იქ ძალიან ბევრი ლოკაციის ადგილია აწყობილი. მშენებლობაში გვერდში დაგვიდგა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია. იქ ვათენ-ვაღამებთ და შეიძლება ითქვას, ეს ტყე გავაპავილიონეთ და გავიოჯახეთ. ძველი თბილისის რამდენიმე უბანშიც არაერთი სცენაა გადაღებული, მაგრამ უმთავრესი ნაწილი - ტყეში. ჩემი პერსონაჟი მჭედელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ენერგიას ბოლომდე ვერ ხარჯავს და ჩხუბი მისთვის დამატებითი ''სამსახურია''. ცხვირა ღამღამობით ვერაზე ადის და ჩხუბობს. ''სამსახურს'' იმიტომ ვეძახი, რომ ბრძოლებს ხან იგებს და ზოგჯერ თანხის გამო ''ყიდის''. ჩემი პერსონაჟი გაჭირვებული ოჯახის შვილია, ბავშვი რომ იყო, ერთ-ერთი ოჯახის კართან დატოვეს, სწორედ მჭედელმა იპოვა, გაზარდა ეს ბიჭი და რა თქმა უნდა, ხელობაც შეასწავლა.

- კასტინგის შედეგად აგიყვანათ თუ პირდაპირ დაგამტკიცათ როლზე?

- ცხვირის გამო გადაწყვიტა ალბათ, ან მერე დაარქვეს პერსონაჟს ''ცხვირა'', ზუსტად არ ვიცი. ძალიან ადრე მითხრა ლევანმა ამ პროექტის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბოლოს დაფინანსდა, შეიკრა ეს ''ბანდა'' და გადაღებებიც დაიწყო.

- ყურში ძალიან მომხვდა სერიალის არაერთი პერსონაჟის მეტყველება, მგონია, რომ იმ დროს ყოველდღიურ ყოფაში ასე არ ლაპარაკობდნენ...

- ჰოო?! მე პირიქით მეგონა. სერიალი სიზუსტით არ ასახავს წარსულს, რომ ''წკაპ-წკაპ'' - ყველაფერი და მათ შორის სიტყვები ზუსტად მოარგო იმ ეპოქას, ამიტომ, ჩემი აზრით, რაღაცებს ''იტანს''. რა თქმა უნდა, იმას არა, რომ კადრში ვიღაც მოტოციკლით შემოვარდეს და არა ცხენით, მაგრამ სხვა შემთხვევაში არა მგონია, ეს უზუსტობად ჩაითვალოს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება