საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაქოს სასამართლომ "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა
ბაქოს სასამართლომ "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა

ბა­ქოს სა­სა­მარ­თლომ ორი თვით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბი­უ­როს ჟურ­ნა­ლისტს ხა­დი­ჯა ის­მა­ი­ლო­ვას. ბა­ქოს სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­დი­ჯა ის­მა­ი­ლო­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ტუ­რალ მუს­ტა­ფა­ე­ვას საქ­მის გამო და­ა­კა­ვეს, რო­მელ­მაც თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. სა­სა­მარ­თლო ხა­დი­ჯა ის­მა­ი­ლო­ვას მუს­ტა­ფა­ე­ვას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში სდებს ბრალს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა ხა­დი­ჯა ის­მა­ი­ლო­ვას ასე­ვე ადა­ნა­შა­უ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დო­კუ­მენ­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო, თუ რო­გორ იყე­ნე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სპეცსმსა­ხუ­რე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი სცე­ნე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს ოპო­ზი­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტთა და­შან­ტა­ჟე­ბის მიზ­ნით.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა რა­მიზ მეხ­თი­ევ­მა სა­ჯა­როდ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ხა­დი­ჯა ის­მა­ი­ლო­ვა ღა­ლატ­ში და "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" თა­ნამ­შრომ­ლებს უცხო­ე­თის ჯა­შუ­შე­ბი უწო­და. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის და­კა­ვე­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში ეუთო-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დუ­ნია მი­ა­ტო­ვი­ჩი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ხა­დი­ჯა ის­მა­ი­ლო­ვას და­კა­ვე­ბა სხვა არა­ფე­რია, თუ არა მისი და­ში­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტის თა­ვი­სუ­ფა­ლი და კრი­ტი­კუ­ლი ხმის ჩახ­შო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია.

თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ მის მი­მართ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დევ­ნის კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბაქოს სასამართლომ "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა

ბაქოს სასამართლომ "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა

ბაქოს სასამართლომ ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტს ხადიჯა ისმაილოვას. ბაქოს სასამართლოს ინფორმაციით, ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ტურალ მუსტაფაევას საქმის გამო დააკავეს, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა. სასამართლო ხადიჯა ისმაილოვას მუსტაფაევას თვითმკვლელობამდე მიყვანაში სდებს ბრალს. აზერბაიჯანის პროკურატურა ხადიჯა ისმაილოვას ასევე ადანაშაულებს სოციალური ქსელების მეშვეობით დოკუმენტების გავრცელებაში, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ იყენებენ აზერბაიჯანის სპეცსმსახურები სექსუალური სცენების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ოპოზიციის აქტივისტთა დაშანტაჟების მიზნით.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამიზ მეხთიევმა საჯაროდ დაადანაშაულა ხადიჯა ისმაილოვა ღალატში და "რადიო თავისუფლების" თანამშრომლებს უცხოეთის ჯაშუშები უწოდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ ხადიჯა ისმაილოვას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა მისი დაშინება, რომელიც ჟურნალისტის თავისუფალი და კრიტიკული ხმის ჩახშობისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია.

თავად დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის მიმართ დაწყებული გამოძიება ქვეყნის ხელისუფლების მიერ სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნის კამპანიის ნაწილია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა