ქაქუჩა ჩოლოყაშვილი "ატირდა" - ლარის გაუფასურების დრამა კუპიურაზე

ქაქუჩა ჩოლოყაშვილი "ატირდა" - ლარის გაუფასურების დრამა კუპიურაზე

ლარის გაუფასურების თემაზე ამ დრომდე შექმნილი შარჟებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით ბექა ადამაშვილის "ლარს დედა აღარ ჰყავს" სარგებლობდა [იხ. ფოტო], ამჯერად კი ქსელში კიდევ ერთი ფოტოშარჟი გამოჩნდა, რომელზეც ორასლარიანზე ატირებულ ქაქუცა ჩოლოყაშვილს იხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, კომერციული ბანკების უმეტესობაში 1 დოლარის გაყიდვის ფასი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის, კომერციული ბანკების მიერ დოლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურს 5 პუნქტით აღემატება.

კონკრეტულად, "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკში" დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.06 ლარია, ყიდვის – 1.98. რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს" – 1 დოლარის შეძენა 2.07 ლარი ღირს, 1 დოლარის გაყიდვა კი – 1,98 ლარი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია