ლარის გაუფასურების პიკი და მინისტრები გათავისუფლების მოლოდინში - ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას მოქალაქეები

ლარის გაუფასურების პიკი და მინისტრები გათავისუფლების მოლოდინში - ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას მოქალაქეები

ქვეყანაში დიდი აურზაურია. ლარის გაუფასურება პიკს აღწევს, მოქალაქეები შეწუხებულები არიან. მმართველ უმრავლესობაში სამთავრობო ცვლილებებს მინისტრების დონეზე ელოდებიან. უმრავლესობის წევრები კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ახლო მომავალში მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ცვლილებებს არ გამორიცხავენ.

დეპუტატები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე საბიუჯეტო-საფინანსო-ეკონომიკური პროცესების ფონზე, მთავრობაში ცვლებები იქნება.

Ambebi.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს ხალხი - ვის აკისრებს პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე და რომელი მინისტრი შეიძლება შეეწიროს ლარის გაუფასურებას.

მარი გიორგობიანი, იტალიური ენის სპეციალისტი, 26 წლის:

- დღევანდელ სიტუაციას წინასწარ არ ვიცი, ვინ შეიძლება შეეწიროს, მაგრამ ამ ხელისუფლების მეთაურების და ზოგადად, სამთავრობო გუნდის მოქმედებებში ბევრი რამ არის გაუაზრებელი და არაადეკვატური. აქედან გაომდინარე, მიჭირს პროგნოზის გაკეთება, - თუ ვინ შეიძლება ემსხვერპლოს იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ჩემი აზრით, ამ ყველაფერზე პასუხსმგებლობა საკუთარ თავზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა უნდა აიღონ. მთავრობის მეთაურს აქამდეც უნდა ეზრუნა, რომ ამ მიმართულებით უფრო კვალიფიციური კადრები შეერჩია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, იმის დრო იყო, ცვლლიებები მაგ უწყებაში განხორციელებულიყო. არც იმის დროა, რომ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში მოიყვანონ ახალი კადრები, როცა ასეთი კრიზისია. გუნდმა, რომლის დროსაც მოხდა ამ შეცდომების დაშვება, სრული მობიიზება უნდა მოახდინოს, რომ პრობლემა დაიძლიოს.

- გამოვალთ მდგომარეობიდან?

- არ ვიცი, რთული შეკითხვაა. მგონია, რომ ლარის კურსი მივა გარკვეულ ზღავრზე და იქ გაიყინება. საბოლოოდ, არც იმას ვფიქრობ, რომ 2 ლარს გასცდეს. თუმცა მეეჭვება, რა ნიშნულზეც იყო, იმას დაუბრუნდეს.

ვაჟა ბაქრაძე, შემდუღებელი, 37 წლის:

- ინფლაცია მაშინ ხდება, როცა პროდუქტს არ ქმნი, ეკონომიკა არ გაგაჩნია, ვერაფრით სწევ ლარის კურსს, ასეთ დროს ის უფასურდება და თავიდან ბოლომდე დოლარზე ჯდები. ახლა ვის შეახოცავენ ხელს ამ ყველაფრის გამო, მე-10 და მე-100-ხარისხოვანია. ეს რიგით მოქლაქეს ვერაფერს უშველის.

მოკლედ, ყველაფერი არასწორი პოლიტიკის შედეგია. ქვეყანასი კვერცხიც კი შემოგაქვს და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ვერ აგვარებ ეკონომიკურ პრობლემას და მთლიანად სხვაზე ხდები დამოკიდებული.

ალბათ ეს ყველაფერი ეკონომიკის მინისტრმა უკეთესად იცის, რა პრობლემების გამოც მოხდა და რა შეიძლება კიდევ მოხდეს.

გამოვალთ თუ არა მდგომარეობიდან, ამაზე ეკონომისტებმა უნდა იმსჯელონ. ადამიანი, რომელიც მუშაობს და თვიდან თვემდე გაწერილი აქვს საკუთარი ხარჯები, რაში რა სჭირდება და უნდა დახარჯოს, სწორედ მას ცელი გამოუსვეს და მოკლეს. ისედაც რა ხელფასებია და წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ხალხი?! დღეს ჩვენს ცხოვრებაში არიან მილიარდერები და ღატაკები, შუალედური რგოლი აღარ არსებობს. ეს შეგნებულად ხდება, თუ შეუგნებლად, სხვა საკითხია. ყველაფერი მონათმფლობელობისკენ მიდის, ფული მაქვს და გიმონებ! 

მარი ქართლელიშვილი, მხატვარი, 30 წლის:

- ვითარება, რაც ახლა საქართველოში, მძიმე და დამაფიქრებელია. ეკონომიკური კრიზისი რომ მეტად გაღვივდება, უფრო აქეთკენ მივდივართ. სიტუაცია თანდათან რთულდება... რაც სამთავრობო ცვლილიებებს შეეხება, ვფიქრობ, რომ რამდენიმე მინისტრს გადააყეენებენ. თუ ვის, ამისგან თავს შევიკავებ.

- ფიქრობთ, რომ მინისტრების მოხსნა გამოსავალია?

- "იგი წავა და სხვა მოვა", - ეს არ არის გამოსავალი, თუმცა კადრების დეფიციტი ნამდვილად არსებობს და ესეც გარკვეულწილად ქვეყანაში შექმნილ ვეითარებაზეა დამოკიდებული. რაც შეხხება სიტუაციას, რამდენად მალე გამოსწორდება, ჩემი აზრით, არც თუ საიმედო პროგნოზია.

კოკა კვირკველია, "რადიო პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი:

- ამ ყველაფრის მიზეზად ეკონოკიკურ პოლიტიკას მივიჩნევ, რაშიც ეკონომიკური გუნდის წევრები, მინისტრები მოიაზრებიან. არა მგონია, საქმე მთლად კვირიკაშვილამდე მივიდეს, მაგრამ ინფრასტრუქტურის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს ვფიქრობ, რომ აუცილებლად შეეხება ცვლილება და კიდევ რამდენიმე საკვანძო სამინისტროს.

მაშინ, როცა ბიუჯეტი გაქვს სავსე თანხით და მის ხარჯვას ვერ ახერხებ, სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდია. პრობლემას მენეჯმენტში, მინისტრებში ეძებენ. როცა ფული გაქვს, მისი ნორმალურად ხარჯვა უნდა მოახერხო.

- ლარს რა ეშველება?

- ლარზე გვითხრეს უკვე, რომ ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდებაო. სავარაუდოდ, ლარი და 85-დან 90-ის ფარგლებში იმერყევებს. მგონია, რომ ეს დაწევა დღესასწაულების შემდეგ მოხდება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია