ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე მტკიცებით, ამის გარანტი ეროვნული ბანკია. "მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის გარანტია ეროვნული ბანკი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ და არა მხოლოდ გვითქვამს, საქმით დაგვიდასტურებია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შოკების დროს", - აღნიშნა ქადაგიძემ.