როგორი იქნება 2015 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი იქნება 2015 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვისაც ვარსკვლავების გჯერათ და ფიქრობთ, რომ მათ შეუძლიათ განსაზღვრონ ადამიანის ბედი, ან როდის მიაღწევთ წარმატებას პირად და პროფესიულ ცხოვრებაში, თქვენს კითხვებს ასტროლოგი.გე-ს რედაქტორი, სოფია ბზეკალავა პასუხობს.

ირაკლი:

როგორი იქნება 2015 წელი და გაუმჯობესდება თუ არა ქვეყნის ეკონომოკურ-პოლიტიკური მდგომარეობა?

-ცხვრის წელი, პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხითაც ერთობ დადებით ძვრებს მოიტანს.

ირველ რიგში ეს შეეხება ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისა და საომარი ქმედებების შეწყვეტა-დარეგულირების საკითხს. ამ მხრივ შესაძლებელი გახდება გაცილებით უფრო მოქნილი და რაც მთავარია, დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. რის ხარჯზეც საკმაოდ გაადვილდება ნებისმიერი პრობლემის გაცილებით უფრო ფართოდ და მრავალწახნაგოვნად ხედვის ალბათობა.

მსოფლიო მასშტაბით წამოიწევს წინ განათლებისა და ზოგადი ინტელექტის საკითხი. ძალიან დიდი მნიშვნელობა მიეცემა ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს. გარდა ამისა, აქტიური იქნება სხვადასხვა ქვეყანას შორის სავიზო-სასაზღვრო რეჟიმისა და თავისუფალი მიმოსვლის თემაც. შესაძლოა, ბევრმა ქვეყანამ გაამარტივოს სასაზღვრო მიმოსვლა, ზოგიერთმა კი პირიქით გაამკაცროს ან სულაც ჩაკეტოს საზღვარი.

განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პოზიტიურ ძვრებს, მსოფლიო მასშტაბით მოიტანს ზაფხულის პერიოდიდან პლანეტა იუპიტერის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადანაცვლება. ამ პერიოდიდან მსოფლიო ეკონომიკა და საფინანსო პოლიტიკა შესამჩნევად დაიწყებს დარეგულირებას. გაძლიერდება ეკოლოგიასთან და ბუნების დაცვასთან დაკავშირებული კამპანიები, აქტიურად ამუშავდება მრეწველობა. გამორიცხული არ არის 2015 წელი ისტორიაში შევიდეს როგორც უახლეს ტექნოლოგიებში ახალ-ახალი, ინოვაციური გამოგონების და პრაქტიკაში აქტიური დანერგვის წელი (აღსანიშნავია, რომ იუპიტერის მსგავსი ტრანზიტების დროს გამოიგონეს ფიჭური ტელეფონი და ზოგადად, მობილური კავშირგაბმულობის სისტემა).

მარი:

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2015 წელი წარმატებული?

2015 წელი, კონკრეტულად რამდენიმე ნიშანს საკმაოდ სერიოზულ პერსპექტივებს ჰპირდება. შესაძლოა მეწყვილის ამაო და ხანგრძლივი ძიება დაასრულონ კუროებმა, თხის რქებმა, მორიელებმა, თევზებმა და კირჩხიბებმა. მათთვის წლის მეორე ნახევრიდან რეალური შანსი გაჩნდება დაოჯახების კუთხით. ხოლო რაც შეეხებათ ცეცხლის სტიქიის ისეთ ნიშნებს როგორიცაა: ლომი და ვერძი, ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ურჩევენ უკვე წლის დასაწყისიდანვე მოემზადონ ახალი, ამაღელვებელი და ლამაზი სასიყვარულო ისტორიის დასაწყებად. ყურადღება მართებს ამ მხრივ კიდევ ერთ, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელს – მშვილდოსანს, მისთვის შესაძლოა პირიქით წლის მეორე ნახევრიდან პარტნიორულ ურთიერთობაში გარკვეული სირთულეების და პრობლემების ხანა დაიწყოს.

გარკვეული პრობლემებით იქნება დატვირთული წლის პირველი ნახევარი ქალწულის ნიშნით დაბადებულთათვის. ამ ადამიანებს ასტროლოგები ურჩევენ, პარტნიორის მიმართ ზედმეტი კრიტიკა მოზომონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ზოგიერთი პრეტენზიული ქალწული საერთოდაც მარტო დარჩეს მიმდინარე წლის მანძილზე.

რაც შეეხებათ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს – კერძოდ ტყუპსა და სასწორებს, მათთვის საკმაოდ რთული იქნება არჩევანის გაკეთება სასიყვარულო ფრონტზე. იმიტომ რომ ე.წ. "მომგებიანი ვარიანტები" არა ერთი ან ორი, შესაძლოა სამზე მეტიც იყოს მათ გარშემო.

დალი:

როგორი მომავალი ექნებათ 2015 წელს დაბადებულ ბავშვებს?

-თხის წელიწადში დაბადებული ბავშვები, ზოგადად აქტიური, კომუნიკაბელური და მოძრავი ინდივიდები არიან. თხა ძალზე გამჭრიახი და მოქნილია ურთიერთობაში. მას უყვარს მხიარული თავყრილობები და ხშირადაა სამეგობროს სული და გული. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი შვილი სამომავლოდ სოციალურად აქტიური და დინამიური პიროვნება გაიზრდება.

თხები ცნობისმოყვარეები და ცოტათი ჭორიკანებიც არიან. მათ უყვართ მხიარული მასლაათი სხვადასხვა, თუნდაც არცთუ არსებით ან ყოფით თემებზე. ამიტომ პატარა ბეკეკას დიდი ალბათობით ძნელად თუ გააძევებთ ხოლმე სტუმრების მოსვლისას ოთახიდან.

თქვენს შვილს ძალიან ეყვარება მოგზაურობა და წიგნები. მოუმარაგეთ მას სხვადასხვა ტიპის, ვიზუალურად კარგად გაფორმებული მხატვრული ლიტერატურა. სწორად მიღებული განათლება თხისთვის ერთ-ერთი, მყარი და მომგებიანი კაპიტალია, რომლის მეშვეობითაც სამომავლოდ თქვენი შვილი მაღალ სოციალურ სტატუსს და კარგ სანაცნობოს მოიპოვებს.

თხის წელში დაბადებული ბავშვები კონტაქტურები და კომუნიკაბელურები არიან. მათ აქვთ ძალიან კარგად განვითარებული ფინანსური ალღო. ამიტომ შესაძლოა ოჯახში მომავალი ფინანსისტი, ბიზნესმენი ან ბანკირიც გეზრდებოდეთ. არანაკლებ მოსალოდნელია ისიც, რომ თქვენმა შვილმა მომავალ პროფესიად ექიმობა, დიეტოლოგობა, ეკოლოგობა ან გარემოს დაცვის სფეროში მოღოვაწეობა აირჩიოს. თხისთვის ამგვარი საქმიანობა სავსებით მისაღებია.

ნაზი:

დავიბადე 1980 წლის 9 ივლის, როგორ იქნება 2015 წელი ჩემთვის?

-მეტ-ნაკლებად წარმატებული წელი გელოდებათ. ზაფხულამდე კარგია ფინანსური ოპერაციების წარმოება, დაბანდებები. წლის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაკლებად ჩაებით ამ მხრივ კონფლიქტებში.

ელენე:

დავიბადე 1967 წლის 12 აპრილს, საღამოს 7 საათისთვის. რას მპირდება ეს წელი?

-წლის მანძილზე მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. სამსახურეობრივად წინსვლის კარგი პერსპექტივები გაგიჩნდებათ. თუმცა პასუხისმგებლობაც იმატებს.

გიორგი:

დავიბადე 1989 წლის 19 დეკემბერს, 9 საათზე. როგორი იქნება ჩემთვის 2015 წელი?

-დიდი ალბათობით წლის უმთავრესი თემა შეყვარებულობა ან ქორწინების ალბათობა იქნება. თუკი დაოჯახებული ბრძანდებით, გამორიცხული არ არის ოჯახში პატარა გაჩნდეს.

სოფო:

დავიბადე 1990 წლის 3 ოქტომბერს 4 საათზე.როგორი იქნება ჩემთვის 2015 წელი?

-დრო ძალიან ბუნდოვნად გაქვთ მითითებული, არ არის გარკვევით დაწერილი დღის ოთხი საათია თუ ღამის. ზოგად პასუხს გაგცემთ: თუ დაოჯახებული არ ხართ შესაძლოა დაოჯახდეთ. სამსახურებრივად წინსვლის წელია. მაგრამ მოგიწევთ ბევრი რამის შეცვლა ვიზუალურადაც და კვალიფიკაციის კუთხითაც.

მარიამი:

დავიბადე 1988 წლის 20 სექტემბერს, 4 საათზე. როგორი იქნება ჩემთვის 2015 წელი?

-დრო ძალიან ბუნდოვნად გაქვთ მითითებული, არ არის გარკვევით დაწერილი დღის ოთხი საათია თუ ღამის. ზოგად პასუხს გაგცემთ: ცოტა რთული და გარდამტეხი წელი გაქვთ. ბევრ რამეზე მოგიწევთ დაფიქრება, ბევრ რამეს გადააფასებთ. შესაძლებლობა გექნებათ აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან წახვიდეთ საზღვარგარეთ.

შორენა:

დავიბადე 1981 წლის 09\09 როგორი იქნება 2015 წელი ჩემთვის?

-არათუ მარტივი წელი მოდის თქვენთვის. თუმცა ეს მხოლოდ ზაფხულამდე. ამ პერიოდში კარგი იქნება ყურადღება დაუთმოთ ჯანმრთელობას. დაკავდეთ სპორტით.

ლია:

დავიბადე 1987 წლის 28 ნეომბერს, 23:00 საათზე,ხუთაშაბათს. როგორი წელი იქნება ჩემთვის?

-პროფესიული კუთხით რთული, მაგრამ პერსპექტიული წელია. შესაძლოა გარკვეული პასუხისმგებლობები დაგეკისროთ და ამან შეგაშინოთ. ნაკლებად დაგეგმეთ უცხოეთში მგზავრობა ან სწავლა. შესაძლოა საქმეები ამ კუხით გაგირთულდეთ. გამორიცხული არ არის დედა გახდეთ ამ წელს თუკი დაოჯახებული ბრძანდებით.

მანანა:

დავიბადე 1966 წლის 5 თებერვალს. როგორი იქნება 2015 წელი ჩემთვის?

-მეტ-ნაკლებად პოზიტიური წელია. შედარებით რთულად გამოგივათ უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები. ნუ წამოიწყებთ ბიზნესს ამ კუთხით. ზაფხულიდან წლის ბოლომდე, კარგი იქნება თუ ლატარიას ან მსგავსი ტიპის თამაშს ითამაშებთ. შანსი რომ მოიგოთ საკმაოდ დიდია.

თიკა:

26 ოქტომბერი, 1983 წელი... როგორი იქნება ჩემთვის 2015 წელი?

-წინა წლებთან შედარებით უფრო სტაბილური და მშვიდი წელი გელით. შესაძლოა სამსახურში წინსვლის პერსპექტივა გაჩნდეს მაგრამ ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს.

ნუნუკა:

დავიბადე 1989 წლის 27 ნოემბერს, დილის 9 საათზე. როგორი წელი იქნება ჩემთვის?

-კარგი წელია ფინანსური წინსვლის კუთხით. თუ დაოჯახებული არ ხართ, დიდი ალბათობით წელს იპოვნით მეორე ნახევარს. სავარაუდოდ ეს იქნება ასაკით უფროსი ადამიანი. თუ უკვე გაქვთ ოჯახი, შესაძლოა გარკვეული პრობლემების წინაშე დადგეთ მეუღლესთან ურთიერთობის მხრივ.

ნახეთ ვიდეო

შენიშვნა: ვინაიდან რესპონდენტთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ისევ გრძელდება კითხვების გამოგზავნა, პასუხების მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ www.astrologi.ge-ს საიტს. დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას