პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ''სიყვარული ყველას უნდას'' მაყვალა ''ჩემი ცოლის დაქალებში''
როგორ მოხვდა ''სიყვარული ყველას უნდას'' მაყვალა ''ჩემი ცოლის დაქალებში''

1975 წლი­დან თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია და ამ ეტაპ­ზე ექვს სპექ­ტაკლშია და­კა­ვე­ბუ­ლი. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის ეპი­ზოდ­ში გა­და­ი­ღეს და ახ­ლა­ხან სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც" გა­მოჩ­ნდა.

23 წლის იყო, როცა გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ ფილმში "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" მთა­ვარ როლ­ზე და­ა­კა­ვა. 1980 წელს ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­სულ­მა ამ მუ­სი­კა­ლურ­მა კო­მე­დი­ამ არა­ერ­თი მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.

ამ ფილ­მს არა­ერ­თი სი­უ­ჟე­ტი, სტა­ტია და გა­და­ცე­მა მი­ე­ძღვნა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­დენ­ჯერ მი­იწ­ვევ­დნენ ტე­ლე­გა­და­ცე­მებ­ში, თუმ­ცა ჩვენც ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და მისი ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბა. "თუ ძა­ლი­ან გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რა გა­ე­წყო­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მირ­ჩევ­ნია, თავი ავა­რი­დო", - ასე გვი­პა­სუ­ხა მსა­ხი­ობ­მა. ალ­ბათ, სწო­რედ ასე­თი "გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" ჩა­ვაგ­დეთ ქალ­ბა­ტო­ნი და­რე­ჯან ხა­ჩი­ძე, რად­გან სა­უ­ბარ­ზე დაგ­ვთან­ხმდა და ერ­თმა­ნეთს თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში შევ­ხვდით...

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ბევ­რი ვერ გცნობთ.

- ნაკ­ლე­ბად მცნო­ბენ და თუ მა­ყუ­რე­ბე­ლი თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში არ და­დის, ეს არ­ცაა გა­საკ­ვი­რი. ბოლო წლებ­ში სამ მხატ­ვრულ ფილმში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მა­ნამ­დეც გა­და­მი­ღეს, თუმ­ცა ეს პა­ტარ-პა­ტა­რა ეპი­ზო­დე­ბია. ბოლო ნა­მუ­შევ­რებს შო­რის ერთი იყო უკ­რა­ი­ნის, საფ­რან­გე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კოპ­რო­დუქ­ცია "ფა­რა­ჯა­ნო­ვი", რო­მელ­შიც რე­ჟი­სო­რის მე­ზობ­ლის მა­ნა­ნას როლი შე­ვას­რუ­ლე, შემ­დეგ იყო თი­ნა­თინ ყა­ჯრიშ­ვი­ლის "პა­ტარ­ძლე­ბი" და მომ­დევ­ნო ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ვანო ბურ­დუ­ლის ფილ­მია, რომ­ლის პრე­მი­ე­რა ჯერ არ ყო­ფი­ლა.

"სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნ­დას" შემ­დეგ გი­ორ­გიმ "ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში" გა­და­მი­ღო. ასე­ვე "დღეს ღამე უთე­ნე­ბი­ა­ში" პა­ტა­რა ეპი­ზო­დი მქონ­და. უწინ იშ­ვი­ა­თად გა­დი­ო­და ეს ფილ­მი და ამას წი­ნათ ვუ­ყუ­რე. ისეთ ტემ­პე­რა­მენტს ვავ­ლენ, რომ (იცი­ნის)... ქალს ვთა­მა­შობ­დი რო­მე­ლიც მი­წის გამო და­ვობს. ისე­თი ტემ­პე­რა­მენ­ტი მო­დი­ო­და ჩემ­გან, მეც გა­მიკ­ვირ­და.

- ვიცი, რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­დით და სტუ­დენ­ტო­ბი­სას ბა­ტონ­მა მიშა თუ­მა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი ბინა და­გით­მოთ...

- დიახ, ასე იყო. რუს­თავ­ში ვცხოვ­რობ­დი, სტუ­დენ­ტო­ბის დროს ისე­თი გან­რი­გი გვქონ­და, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვი­ყა­ვით. ერთი პე­რი­ო­დი ბინა მქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი, მერე ბა­ტონ­მა მი­შამ და მის­მა მე­უღ­ლე ლე­ი­ლამ შე­მომ­თა­ვა­ზეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. მათ კა­ლან­და­ძის ქუ­ჩა­ზე ბინა ჰქონ­დათ, თა­ვად ბარ­ნოვ­ზე ცხოვ­რობ­დნენ. ასე ვთქვათ, მიშ­ვი­ლეს, სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა და­მით­მეს, სა­დაც დიდი სახ­ლის პა­ტა­რა დი­ა­სახ­ლი­სი ვი­ყა­ვი (იღი­მის). ვე­რა­სო­დეს და­ვი­ვი­წყებ იმ სით­ბო­სა და ყუ­რა­დღე­ბას, რაც ბა­ტონ­მა მი­შამ, ქალ­ბა­ტონ­მა ლე­ი­ლამ და მათ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ლი­კამ ჩემ მი­მართ გა­მო­ავ­ლი­ნეს.

- ვინ იყ­ვნენ თქვე­ნი მშობ­ლე­ბი?

- ჩემი მშობ­ლე­ბი ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნი­დან იყ­ვნენ, შემ­დეგ რუს­თავ­ში და­სახ­ლდნენ. დედა დი­ა­სახ­ლი­სი იყო, როცა წა­მო­ვი­ზარ­დეთ, მერე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ხოლო მამა რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და. ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით ოჯახ­ში: ოთხი გოგო და ერთი ბიჭი. ახლა ჩემი ძმა ჩვენს ად­გილ-მა­მულს უვ­ლის აძ­ვის­ში, სა­დაც სულ ხა­ჩი­ძე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ. დებს სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სია აქვთ, მათ­გან მხო­ლოდ მე გა­დავ­წყვი­ტე სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე სწავ­ლა. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ისე ჩა­ვა­ბა­რე, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა არ იცოდ­ნენ. კი არ და­მი­მა­ლავს, უბ­რა­ლოდ, იმ დროს, როცა გა­მოც­დებ­მა მო­მი­წია, დედ-მამა პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და და სო­ფელ­ში წა­ვიდ­ნენ, სა­დაც ჩვენს ეზო-კარს უვ­ლიდ­ნენ. არც ვი­ცო­დი, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი სად იყო, გა­ზე­თი­დან ამო­ხე­ულ გვერ­დზე მი­თი­თე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თით მი­ვა­გე­ნი. ყვე­ლა მორ­ცხვობ­და, მე თა­მა­მი ვი­ყა­ვი და როცა მა­ლი­კო მრევ­ლიშ­ვი­ლის წი­ნა­შე ლექ­სი წა­ვი­კი­თხე, შემ­დეგ ტუ­რებ­ზე გა­მიშ­ვა. ჯერ კოტე სურ­მა­ვას ჯგუფ­ში მოვ­ხვდი, მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი კი ბა­ტონ­მა მი­შამ თა­ვის­თან მი­მიწ­ვია, სწო­რედ მა­შინ ხსნი­და კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატრს. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გო­რი დღე იყო ის ჩემ­თვის?!

- მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია სი­თა­მა­მეს, დიდ ენერ­გი­ას, გამ­ძლე­ო­ბას მო­ი­თხოვს. ოდეს­მე გი­ნა­ნი­ათ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი?

- არა­სო­დეს. ფი­ზი­კუ­რად ყო­ველ­თვის ძლი­ე­რი ვი­ყა­ვი. ინ­სტი­ტუ­ტშიც იურა ზა­რეც­კი­სა და კოწო ბად­რი­ძის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სტუ­დენ­ტი გახ­ლდით. ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს მი­წყობ­და და ნე­ბის­ყო­ფა მქონ­და არა­ნორ­მა­ლუ­რი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ მოხვდა ''სიყვარული ყველას უნდას'' მაყვალა ''ჩემი ცოლის დაქალებში''

როგორ მოხვდა ''სიყვარული ყველას უნდას'' მაყვალა ''ჩემი ცოლის დაქალებში''

1975 წლიდან თუმანიშვილის თეატრის მსახიობია და ამ ეტაპზე ექვს სპექტაკლშია დაკავებული. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მხატვრული ფილმის ეპიზოდში გადაიღეს და ახლახან სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებშიც'' გამოჩნდა.

23 წლის იყო, როცა გიორგი შენგელაიამ ფილმში ''სიყვარული ყველას უნდა'' მთავარ როლზე დააკავა. 1980 წელს ეკრანებზე გამოსულმა ამ მუსიკალურმა კომედიამ არაერთი მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა.

ამ ფილმს არაერთი სიუჟეტი, სტატია და გადაცემა მიეძღვნა. წლების განმავლობაში, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ მიიწვევდნენ ტელეგადაცემებში, თუმცა ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა მისი ინტერვიუზე დათანხმება. ''თუ ძალიან გამოუვალი მდგომარეობაა, რა გაეწყობა, სხვა შემთხვევაში მირჩევნია, თავი ავარიდო'', - ასე გვიპასუხა მსახიობმა. ალბათ, სწორედ ასეთი ''გამოუვალ მდგომარეობაში'' ჩავაგდეთ ქალბატონი დარეჯან ხაჩიძე, რადგან საუბარზე დაგვთანხმდა და ერთმანეთს თუმანიშვილის თეატრში შევხვდით...

- ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ბევრი ვერ გცნობთ.

- ნაკლებად მცნობენ და თუ მაყურებელი თუმანიშვილის თეატრში არ დადის, ეს არცაა გასაკვირი. ბოლო წლებში სამ მხატვრულ ფილმში მივიღე მონაწილეობა, მანამდეც გადამიღეს, თუმცა ეს პატარ-პატარა ეპიზოდებია. ბოლო ნამუშევრებს შორის ერთი იყო უკრაინის, საფრანგეთისა და საქართველოს კოპროდუქცია ''ფარაჯანოვი'', რომელშიც რეჟისორის მეზობლის მანანას როლი შევასრულე, შემდეგ იყო თინათინ ყაჯრიშვილის ''პატარძლები'' და მომდევნო ახალი ნამუშევარი ვანო ბურდულის ფილმია, რომლის პრემიერა ჯერ არ ყოფილა.

''სიყვარული ყველას უნდას'' შემდეგ გიორგიმ ''ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში'' გადამიღო. ასევე ''დღეს ღამე უთენებიაში'' პატარა ეპიზოდი მქონდა. უწინ იშვიათად გადიოდა ეს ფილმი და ამას წინათ ვუყურე. ისეთ ტემპერამენტს ვავლენ, რომ (იცინის)... ქალს ვთამაშობდი რომელიც მიწის გამო დავობს. ისეთი ტემპერამენტი მოდიოდა ჩემგან, მეც გამიკვირდა.

- ვიცი, რუსთავში ცხოვრობდით და სტუდენტობისას ბატონმა მიშა თუმანიშვილმა თავისი ბინა დაგითმოთ...

- დიახ, ასე იყო. რუსთავში ვცხოვრობდი, სტუდენტობის დროს ისეთი განრიგი გვქონდა, დილიდან საღამომდე რეპეტიციებზე ვიყავით. ერთი პერიოდი ბინა მქონდა ნაქირავები, მერე ბატონმა მიშამ და მისმა მეუღლე ლეილამ შემომთავაზეს საცხოვრებელი ადგილი. მათ კალანდაძის ქუჩაზე ბინა ჰქონდათ, თავად ბარნოვზე ცხოვრობდნენ. ასე ვთქვათ, მიშვილეს, სამოთახიანი ბინა დამითმეს, სადაც დიდი სახლის პატარა დიასახლისი ვიყავი (იღიმის). ვერასოდეს დავივიწყებ იმ სითბოსა და ყურადღებას, რაც ბატონმა მიშამ, ქალბატონმა ლეილამ და მათმა ქალიშვილმა ლიკამ ჩემ მიმართ გამოავლინეს.

- ვინ იყვნენ თქვენი მშობლები?

- ჩემი მშობლები ხაშურის რაიონიდან იყვნენ, შემდეგ რუსთავში დასახლდნენ. დედა დიასახლისი იყო, როცა წამოვიზარდეთ, მერე დაიწყო მუშაობა. ხოლო მამა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. ხუთი დედმამიშვილი ვიყავით ოჯახში: ოთხი გოგო და ერთი ბიჭი. ახლა ჩემი ძმა ჩვენს ადგილ-მამულს უვლის აძვისში, სადაც სულ ხაჩიძეები ცხოვრობენ. დებს სხვადასხვა პროფესია აქვთ, მათგან მხოლოდ მე გადავწყვიტე სამსახიობოზე სწავლა. თეატრალურ ინსტიტუტში ისე ჩავაბარე, ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ. კი არ დამიმალავს, უბრალოდ, იმ დროს, როცა გამოცდებმა მომიწია, დედ-მამა პენსიაზე გავიდა და სოფელში წავიდნენ, სადაც ჩვენს ეზო-კარს უვლიდნენ. არც ვიცოდი, თეატრალური ინსტიტუტი სად იყო, გაზეთიდან ამოხეულ გვერდზე მითითებული მისამართით მივაგენი. ყველა მორცხვობდა, მე თამამი ვიყავი და როცა მალიკო მრევლიშვილის წინაშე ლექსი წავიკითხე, შემდეგ ტურებზე გამიშვა. ჯერ კოტე სურმავას ჯგუფში მოვხვდი, მესამე კურსის სტუდენტი კი ბატონმა მიშამ თავისთან მიმიწვია, სწორედ მაშინ ხსნიდა კინომსახიობთა თეატრს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი დღე იყო ის ჩემთვის?!

- მსახიობის პროფესია სითამამეს, დიდ ენერგიას, გამძლეობას მოითხოვს. ოდესმე გინანიათ პროფესიული არჩევანი?

- არასოდეს. ფიზიკურად ყოველთვის ძლიერი ვიყავი. ინსტიტუტშიც იურა ზარეცკისა და კოწო ბადრიძის ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტი გახლდით. ჯანმრთელობა ხელს მიწყობდა და ნებისყოფა მქონდა არანორმალური.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება