პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სერიოზული კონკურენცია გაუწია გრიგოლიას თოქ-შოუს" - გიორგი ხაბურძანია "ბრავოს" შესახებ
"სერიოზული კონკურენცია გაუწია გრიგოლიას თოქ-შოუს" - გიორგი ხაბურძანია "ბრავოს" შესახებ

მე­გა­შოუ "ბრა­ვო" დღეს დას­რულ­დე­ბა. სა­ღა­მოს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ვინ იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. "ამ­ბე­ბი.გე" "ბრა­ვოს" პრო­დუ­სერს გი­ორ­გი ხა­ბუ­რძა­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­საც პრო­ექ­ტის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ და შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვე­გო, რას შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ ფი­ნა­ლის­ტე­ბი.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა "ბრა­ვოს" ბოლო სე­ზო­ნი?

- დიდი პა­უ­ზის შემ­დეგ "ბრა­ვო" დაბ­რუნ­და და გა­ა­მარ­თლა. ის კონ­კურ­სან­ტე­ბი ვინც "რუს­თავ 2"-ის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო ხალ­ხმა, ეკ­რან­ზე დაბ­რუნ­დნენ. ჩვენ შანსს ვაძ­ლევთ მა­ყუ­რე­ბელს, კი­დევ ერთხელ ნა­ხოს კონ­კურ­სან­ტე­ბი, ვინც ხალ­ხს და­ა­მახ­სოვ­რდა. სე­ლებ­რი­თე­ბი როცა ეხ­მა­რე­ბი­ან და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ალ­ტრუ­ის­ტულ ნომ­რებს ას­რუ­ლე­ბენ, და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­აა და კარ­გი მე­სი­ჯია, რომ შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­რე­ბა ნაკ­ლე­ბად­გა­მოც­დილ მომ­ღე­რალს.

- რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­მოდ­გა პრო­ექ­ტი?

- იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გვი­ან, 11 სა­ათ­ზე იწყე­ბო­და, სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წია ინგა გრი­გო­ლი­ას თოქ-შოუს საკ­მა­ოდ მწვა­ვე თე­მე­ბით. მარ­კე­ტინ­გუ­ლი და კო­მერ­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო. თა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბით თუ შე­ვა­ფა­სებთ, იმ კონ­კურ­სან­ტებს მი­ე­ცათ შან­სი იბ­რძო­ლონ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის კი­დევ ერთხელ და თავი მო­ა­წო­ნონ მა­ყუ­რე­ბელს ეს არის მთა­ვა­რი არსი.

- რა ნომ­რე­ბი შეს­რულ­დე­ბა ფი­ნალ­ში?

- ფი­ნალ­ში შეს­რულ­დე­ბა "ბრა­ვოს" სა­უ­კე­თე­სო ნომ­რე­ბი. აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა სიმ­ღე­რა­ზე. ლო­ბის­ტე­ბი მხარს და­უ­ჭე­რენ, მაგ­რამ ცალ­კე მათი ნომ­რე­ბი არ იქ­ნე­ბა.

- წამ­ყვა­ნებ­მა, თინა მა­ხა­რა­ძემ და სტე­ფა­ნემ გა­ა­მარ­თლეს თქვე­ნი აზ­რით?

- წამ­ყვა­ნებ­მა სი­ხა­ლი­სე შე­მა­ტეს შოუს. ეს არის "ბრა­ვოს" ფორ­მა­ტი. გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ამას, რე­ა­ლუ­რად გა­სარ­თო­ბი შოუა და მსუ­ბუ­ქი უნდა იყოს. სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის ჩაქ­სო­ვა არაა სა­ჭი­რო. ყო­ველ პა­რას­კევს სა­ღა­მოს გვინ­დო­და მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­დაგ­ვერ­თო მსუ­ბუქ თე­მებ­ზე ეს იყო ჩვე­ნი ამო­ცა­ნა და თან ის მუ­სი­კო­სე­ბი გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ეთერ­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო ხალ­ხმა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"სერიოზული კონკურენცია გაუწია გრიგოლიას თოქ-შოუს" - გიორგი ხაბურძანია "ბრავოს" შესახებ

"სერიოზული კონკურენცია გაუწია გრიგოლიას თოქ-შოუს" - გიორგი ხაბურძანია "ბრავოს" შესახებ

მეგაშოუ "ბრავო" დღეს დასრულდება. საღამოს გახდება ცნობილი, ვინ იქნება პროექტის გამარჯვებული. "ამბები.გე" "ბრავოს" პროდუსერს გიორგი ხაბურძანიას დაუკავშირდა, რომელსაც პროექტის შეფასება ვთხოვეთ და შევეცადეთ გაგვეგო, რას შემოგვთავაზებენ ფინალისტები.

- წარმატებული გამოდგა "ბრავოს" ბოლო სეზონი?

- დიდი პაუზის შემდეგ "ბრავო" დაბრუნდა და გაამართლა. ის კონკურსანტები ვინც "რუსთავ 2"-ის მეშვეობით გაიცნო ხალხმა, ეკრანზე დაბრუნდნენ. ჩვენ შანსს ვაძლევთ მაყურებელს, კიდევ ერთხელ ნახოს კონკურსანტები, ვინც ხალხს დაამახსოვრდა. სელებრითები როცა ეხმარებიან და ხშირ შემთხვევაში ალტრუისტულ ნომრებს ასრულებენ, დადებითი ტენდენციაა და კარგი მესიჯია, რომ შემდგარი ადამიანი ეხმარება ნაკლებადგამოცდილ მომღერალს.

- რეიტინგული გამოდგა პროექტი?

- იმის მიუხედავად, რომ გვიან, 11 საათზე იწყებოდა, სერიოზული კონკურენცია გაუწია ინგა გრიგოლიას თოქ-შოუს საკმაოდ მწვავე თემებით. მარკეტინგული და კომერციული თვალსაზრისით წარმატებული პროექტი იყო. თავის ღირებულებით თუ შევაფასებთ, იმ კონკურსანტებს მიეცათ შანსი იბრძოლონ გამარჯვებისთვის კიდევ ერთხელ და თავი მოაწონონ მაყურებელს ეს არის მთავარი არსი.

- რა ნომრები შესრულდება ფინალში?

- ფინალში შესრულდება "ბრავოს" საუკეთესო ნომრები. აქცენტი გაკეთდება სიმღერაზე. ლობისტები მხარს დაუჭერენ, მაგრამ ცალკე მათი ნომრები არ იქნება.

- წამყვანებმა, თინა მახარაძემ და სტეფანემ გაამართლეს თქვენი აზრით?

- წამყვანებმა სიხალისე შემატეს შოუს. ეს არის "ბრავოს" ფორმატი. განიხილავდნენ ამას, რეალურად გასართობი შოუა და მსუბუქი უნდა იყოს. სერიოზულობის ჩაქსოვა არაა საჭირო. ყოველ პარასკევს საღამოს გვინდოდა მაყურებელი გადაგვერთო მსუბუქ თემებზე ეს იყო ჩვენი ამოცანა და თან ის მუსიკოსები გვეჩვენებინა ეთერში, რომელიც ჩვენი საშუალებით გაიცნო ხალხმა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები