პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრობლემების ჯაჭვი, რომელსაც ლარის გაუფასურება გამოიწვევს
პრობლემების ჯაჭვი, რომელსაც ლარის გაუფასურება გამოიწვევს

ბოლო დღე­ე­ბის უმ­თავ­რე­სი თემა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო და უფრო სა­გან­გა­შო ხდე­ბა. რა პრობ­ლე­მა­თა ჯაჭ­ვი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტ ლე­ვან კა­ლან­და­ძეს ვთხო­ვეთ:

- ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად ნიშ­ნავს ცხოვ­რე­ბის გაძ­ვი­რე­ბას თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბე­ბი და დახ­მა­რე­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის არის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და გა­ი­ცე­მა ლარ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ლა­რის კურ­სი იც­ვლე­ბა, ცხოვ­რე­ბაც ძვირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კაც და ბა­ზა­რიც (თით­ქმის 70%) და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ­პორტზე, ხოლო იმ­პორ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი ძა­ლი­ან მსხვი­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ამ პრო­დუქ­ცი­ის შეს­ყიდ­ვა, რო­გორც წესი, ხდე­ბა დო­ლარ­ში და ბუ­ნებ­რი­ვად ძვირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ ადა­მი­ანს, შარ­შან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კრე­ტულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ან პრო­დუქ­ტში უწევ­და 176 ლა­რის გა­დახ­და, ახლა მო­უ­წევს 200 ლა­რის გა­დახ­და. პენ­სი­ის, ხელ­ფა­სის და ა.შ. რო­დე­საც გა­სა­ვა­ლი შე­მო­სა­ვალ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ამ­ძი­მებს სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტვირთს და ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა ძვირ­დე­ბა. გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში გაგ­რძე­ლე­ბას აქვს მე­ო­რე რის­კიც და ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ინფლა­ცი­ას­თან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვის ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბით შე­საძ­ლოა, ეს იყოს ძა­ლი­ან მძი­მე, თუ მოკ­ლე ვა­და­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, თვის ბო­ლომ­დე კი­დევ უფრო გა­უ­ფა­სურ­დე­ბა ლარი?

- ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო. ბევ­რი შე­მად­გე­ნე­ლია, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ლა­რის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას და გა­უ­ფა­სუ­რე­ბას. ესაა რო­გორც გარე, ისე შიდა ფაქ­ტო­რე­ბი, თუმ­ცა დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, თუ რამ­დე­ნად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად იმუ­შა­ვებს 2 სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა - ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო. ეს კო­ორ­დი­ნა­ცია არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, რად­გან რა მო­ნე­ტა­რუ­ლი ინ­სტურ­მენ­ტე­ბიც არ უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, თუ ხარ­ჯვით ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას არ მო­ახ­დენს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო, მა­შინ შე­საძ­ლოა, ეს ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი იყოს. თუ შეხ­ვალთ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, დარ­ჩე­ნილ 25 დღე­ში, იმის­თვის რომ ხარ­ჯვით ნა­წილ­ში გეგ­მა შეს­რულ­დეს, სა­მი­ნის­ტროს და­სა­ხარ­ჯი აქვს მი­ლი­არდ ოთხა­სი მი­ლი­ო­ნი ლარი, ანუ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 700 მი­ლი­ო­ნით მეტი. ამ შვი­და­სი მი­ლი­ო­ნის მი­მოქ­ცე­ვა­ში გა­მოს­ვლა ნიშ­ნავს, რომ მი­მოქ­ცე­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ლა­რის მასა მკვეთ­რად გა­იზ­რდე­ბა და ეს ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ლა­რის კურ­სზე და კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცესს.

- რა­ი­მე სა­ი­მე­დო პროგ­ნო­ზი თუ არ­სე­ბობს?

- ძა­ლი­ან ძნე­ლია ადა­მი­ანს უთხრა რა­ი­მე სა­ი­მე­დო მა­შინ, როცა ადა­მი­ა­ნი ხე­დავს, რომ ადრე იხ­დი­და 176 ლარს და დღეს იხ­დის 200 ლარს. სა­ი­მე­დო­ო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კრი­ზი­სულ და კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვეტ­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში. ყვე­ლა სა­ი­მე­დო­ო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თუ ხე­ლისფლე­ბა რა­ცი­ო­ნა­ლურ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს ტვირ­თი მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­სუ­ბუქ­დეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით, რო­გორც სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თის დამ­ძი­მე­ბის და ცხოვ­რე­ბის გაძ­ვი­რე­ბის კუ­თხით, ისე მაკ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის კი­დევ უფრო გა­უ­ა­რე­სე­ბით.

- ლა­რის კუ­პო­ნი­ზი­ა­ცია რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- ლა­რის კურ­სი რყე­ვას ალ­ბათ, თვის ბო­ლომ­დე გა­აგ­რძე­ლებს, მაგ­რამ მე მა­ინც მგო­ნია, რომ ისე­ვე, რო­გორც შარ­შან, რო­დე­საც 1.79-მდე ავი­და კურ­სი და მერე 1.76-ზე და­რე­გუ­ლირ­და, წელ­საც გარ­კვე­უ­ლი რყე­ვე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა 1.9 იქ­ნე­ბა ის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო ახა­ლი წო­ნას­წო­რო­ბა, რო­მე­ლიც ალ­ბათ, მთე­ლი 2015 წელი გაგ­რძელ­დე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პრობლემების ჯაჭვი, რომელსაც ლარის გაუფასურება გამოიწვევს

პრობლემების ჯაჭვი, რომელსაც ლარის გაუფასურება გამოიწვევს

ბოლო დღეების უმთავრესი თემა ლარის გაუფასურებაა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო საგანგაშო ხდება. რა პრობლემათა ჯაჭვი შეიძლება გამოიწვიოს ლარის გაუფასურებამ, ამ თემაზე კომენტარი ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძეს ვთხოვეთ:

- ლარის კურსის ცვლილება ბუნებრივად ნიშნავს ცხოვრების გაძვირებას თითოეული მოქალაქისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური შემწეობები და დახმარებები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის ფიქსირებული და გაიცემა ლარში. შესაბამისად, როდესაც ლარის კურსი იცვლება, ცხოვრებაც ძვირდება, ვინაიდან ქართული ეკონომიკაც და ბაზარიც (თითქმის 70%) დამოკიდებულია იმპორტზე, ხოლო იმპორტული პროდუქტი ძალიან მსხვილადაა წარმოდგენილი და ამ პროდუქციის შესყიდვა, როგორც წესი, ხდება დოლარში და ბუნებრივად ძვირდება. მაგალითად, თუ ადამიანს, შარშან მთელი წლის განმავლობაში კონკრეტულ მომსახურებაში ან პროდუქტში უწევდა 176 ლარის გადახდა, ახლა მოუწევს 200 ლარის გადახდა. პენსიის, ხელფასის და ა.შ. როდესაც გასავალი შემოსავალზე გაცილებით მეტია, ეს ავტომატურად ამძიმებს სამომხმარებლო ტვირთს და ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება. გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელებას აქვს მეორე რისკიც და ეს დაკავშირებულია ინფლაციასთან, აქედან გამომდინარე თავის ნეგატიური შედეგებით შესაძლოა, ეს იყოს ძალიან მძიმე, თუ მოკლე ვადაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა ლართან მიმართებაში არ იქნება ეფექტური.

- როგორ ფიქრობთ, თვის ბოლომდე კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი?

- ძალიან ძნელია ამის პროგნოზირება რამდენიმე მიზეზის გამო. ბევრი შემადგენელია, რაც განაპირობებს ლარის არასტაბილურობას და გაუფასურებას. ესაა როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორები, თუმცა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად კოორდინირებულად იმუშავებს 2 სახელმწიფო უწყება - ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო. ეს კოორდინაცია არის უმნიშვნელოვანესი, რადგან რა მონეტარული ინსტურმენტებიც არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ხარჯვით ოპტიმიზაციას არ მოახდენს ფინანსთა სამინისტრო, მაშინ შესაძლოა, ეს ინსტრუმენტები ნაკლებად ეფექტური იყოს. თუ შეხვალთ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, დღეის მდგომარეობით, დარჩენილ 25 დღეში, იმისთვის რომ ხარჯვით ნაწილში გეგმა შესრულდეს, სამინისტროს დასახარჯი აქვს მილიარდ ოთხასი მილიონი ლარი, ანუ გათვალისწინებულზე დაახლოებით 700 მილიონით მეტი. ამ შვიდასი მილიონის მიმოქცევაში გამოსვლა ნიშნავს, რომ მიმოქცევაში არსებული ლარის მასა მკვეთრად გაიზრდება და ეს ნეგატიურ გავლენას მოახდენს ლარის კურსზე და კიდევ უფრო გააღრმავებს გაუფასურების პროცესს.

- რაიმე საიმედო პროგნოზი თუ არსებობს?

- ძალიან ძნელია ადამიანს უთხრა რაიმე საიმედო მაშინ, როცა ადამიანი ხედავს, რომ ადრე იხდიდა 176 ლარს და დღეს იხდის 200 ლარს. საიმედოობა გამოიხატება ხელისუფლების მიერ კრიზისულ და კრიტიკულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტლებების მიღებაში. ყველა საიმედოობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გონივრული იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილება. თუ ხელისფლება რაციონალურ ნაბიჯებს გადადგამს, სრულიად შესაძლებელია, ეს ტვირთი მაქსიმალურად შემსუბუქდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით, როგორც სამომხმარებლო კალათის დამძიმების და ცხოვრების გაძვირების კუთხით, ისე მაკრო-ეკონომიკური პარამეტრების კიდევ უფრო გაუარესებით.

- ლარის კუპონიზიაცია რამდენად შესაძლებელია?

- ლარის კურსი რყევას ალბათ, თვის ბოლომდე გააგრძელებს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ისევე, როგორც შარშან, როდესაც 1.79-მდე ავიდა კურსი და მერე 1.76-ზე დარეგულირდა, წელსაც გარკვეული რყევები გაგრძელდება, თუმცა 1.9 იქნება ის საორიენტაციო ახალი წონასწორობა, რომელიც ალბათ, მთელი 2015 წელი გაგრძელდება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია