მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
"ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­საც შე­ე­ხო, თუმ­ცა მი­ნის­ტრი და­ვით შავ­ლი­აშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რჩე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პოს­ტი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ კო­პა­ძემ და­ტო­ვა. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბას "ქარ­თუ­ლი ბან­კის" პრე­ზი­დენ­ტი ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­ი­კა­ვებს.

"გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას მო­მა­ვა­ლი წლი­დან ძა­ლი­ან დიდი და მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უ­წევს, სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი კი, მი­ლი­არდ ლარს შე­ად­გენს, ზუ­რაბ კო­პა­ძის ნაც­ვლად, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტს და­ი­კა­ვებს ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მისი მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, ხელს შე­უ­წყობს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს რე­სურ­სე­ბის სწო­რად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას", - აღ­ნიშ­ნა­ვენ პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

"ამ დღე­ებ­ში შე­იც­ვა­ლა სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი, ეს პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა ბა­ტონ­მა ზაზა დო­ლი­ძემ. გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა ბა­ტო­ნი კა­ხა­ბერ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­სა­ხელ­დე­ბა და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ახა­ლი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბა და სრულ­ყო­ფა მი­მარ­თუ­ლია მთავ­რო­ბის უფრო ეფექ­ტურ მუ­შა­ო­ბა­ზე და არის პა­სუ­ხი ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე", - გან­მარ­ტა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

"ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საკადრო ცვლილებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც შეეხო, თუმცა მინისტრი დავით შავლიაშვილი თანამდებობაზე რჩება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოსტი მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძემ დატოვა. მათივე განმარტებით, აღნიშნულ თანამდებობას "ქართული ბანკის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი დაიკავებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურას მომავალი წლიდან ძალიან დიდი და მასშტაბური სამუშაოების განხორციელება მოუწევს, სამინისტროს ბიუჯეტი კი, მილიარდ ლარს შეადგენს, ზურაბ კოპაძის ნაცვლად, მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, ხელს შეუწყობს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას", - აღნიშნავენ პრემიერის პრესსამსახურში.

მთავრობის ადმინისტრაციის შეფასებით, კვალიფიციური კადრები სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობის წინაპირობაა.

"ამ დღეებში შეიცვალა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ეს პოზიცია დაიკავა ბატონმა ზაზა დოლიძემ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი კახაბერ სოლოღაშვილი. უახლოეს დღეებში დასახელდება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი.

ახალი, კვალიფიციური კადრები სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობის წინაპირობაა. მუდმივი განახლება და სრულყოფა მიმართულია მთავრობის უფრო ეფექტურ მუშაობაზე და არის პასუხი ახალ გამოწვევებზე", - განმარტავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა