პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა კუდავა პოროშენკო-ღარიბაშვილის საიდუმლო სატელეფონო საუბრის დეტალებს ამხელს
მამუკა კუდავა პოროშენკო-ღარიბაშვილის საიდუმლო სატელეფონო საუბრის დეტალებს ამხელს

საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი მა­მუ­კა კუ­და­ვა უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა­ში და­ნიშ­ნუ­ლი ქარ­თვე­ლი მი­ნის­ტრის თე­მა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა. მა­მუ­კა კუ­და­ვა პო­რო­შენ­კო-ღა­რი­ბაშ­ვილს შო­რის შემ­დგა­რი სა­ი­დუმ­ლო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლებს ამ­ხელს.

"რა­ტომ მო­ი­წო­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის გა­მი­ნის­ტრე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ცივი წყა­ლი გა­და­ას­ხა ოც­ნე­ბის მი­ნის­ტრებს და პო­ლი­ტი­კო­სებს (რომ­ლე­ბიც 2-3 დღე თუ­თი­ყუ­ში­ვით და­ზე­პი­რე­ბუ­ლი ტექ­სტით გვიმ­ტკი­ცებ­დნენ - ეს და­ნიშ­ვნე­ბი ცუ­დია და ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ზი­ან­დე­ბაო)?

იმი­ტომ, რომ ჩემი უკ­რა­ი­ნუ­ლი წყა­როს მი­ხედ­ვით, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­უ­რე­კა პო­რო­შენ­კოს და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი სხვა­დას­ხვა არ­გუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით თხოვ­და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ქარ­თვე­ლე­ბის არ­დამ­ტკი­ცე­ბას.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ზრდი­ლო­ბი­ა­ნად უს­მი­ნა, მაგ­რამ ერთი სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა - რომ ქარ­თველ პრე­მი­ერს ამ­დენ ხანს და ასე­თი და­ბე­ჯი­თე­ბით რუ­სე­თის შე­მოჭ­რი­სას გა­მო­ე­ხა­ტა შეშ­ფო­თე­ბა და დახ­მა­რე­ბის მზად­ყოფ­ნა.

შე­დე­გად მი­ვი­ღეთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მარ­ცხი: ორ­წლი­ა­ნი პა­სი­უ­რო­ბის გამო კი­ევ­თა­ნაც გა­ფუჭ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და მოს­კოვ­თა­ნაც ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წი­ეთ "ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის" ილუ­ზო­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში.

ასე­ვე მი­ვი­ღეთ ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ სა­მარ­თლი­ა­ნად "გა­ბან­ძე­ბუ­ლი" ოც­ნე­ბის პო­ლიტ­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რო­მელ­საც მე­სიჯ-ბოქ­სის შემ­დგე­ნელ კონ­სულ­ტან­ტებ­თან ერ­თად მუდ­მი­ვად უნდა ახ­სოვ­დეს: გა­სა­გე­ბია, რომ და­ვა­ლე­ბუ­ლი აქვთ, მაგ­რამ სუ­ლე­ლუ­რი და რა­დი­კა­ლუ­რი მე­სი­ჯე­ბით ძა­ლი­ან თავს ნუ გა­მო­ი­დე­ბენ, რად­გან ბოლო სი­ტყვას მა­ინც ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს", - წერს მა­მუ­კა კუ­და­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­ნიშ­ვნის თე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ექს-პრე­მი­ე­რი მი­იჩ­ნევს, რომ ამით უკ­რა­ი­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­ფუჭ­დე­ბა,

"არ ვთვლი, რომ ამით უკ­რა­ი­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ფუჭ­დე­ბა. თე­ო­რი­უ­ლად, ჩვენ უნდა მი­ვე­სალ­მოთ ჩვე­ნი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის წარ­მა­ტე­ბას, სა­დაც არ უნდა იყოს. გა­სა­გე­ბია ის ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვწლო­ში არ­სე­ბობს და რა­ზეც ბოლო დროს გან­ხილ­ვა მი­დის. მეც ვუ­სურ­ვებ­დი მათ, რომ შეც­დო­მე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უშ­ვეს, უკ­რა­ი­ნა­ში აღარ გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნათ. ვი­სურ­ვებ­დი, რომ მათ იქ არა­ფორ­მა­ლუ­რი, არა­ყალ­ბი წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წი­ოთ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მამუკა კუდავა პოროშენკო-ღარიბაშვილის საიდუმლო სატელეფონო საუბრის დეტალებს ამხელს

მამუკა კუდავა პოროშენკო-ღარიბაშვილის საიდუმლო სატელეფონო საუბრის დეტალებს ამხელს

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა უკრაინის მთავრობაში დანიშნული ქართველი მინისტრის თემაზე ივანიშვილის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. მამუკა კუდავა პოროშენკო-ღარიბაშვილს შორის შემდგარი საიდუმლო სატელეფონო საუბრის დეტალებს ამხელს.

"რატომ მოიწონა ივანიშვილმა უკრაინის მთავრობაში ქართველების გამინისტრება და შესაბამისად ცივი წყალი გადაასხა ოცნების მინისტრებს და პოლიტიკოსებს (რომლებიც 2-3 დღე თუთიყუშივით დაზეპირებული ტექსტით გვიმტკიცებდნენ - ეს დანიშვნები ცუდია და ორმხრივი ურთიერთობები დაზიანდებაო)?

იმიტომ, რომ ჩემი უკრაინული წყაროს მიხედვით, ღარიბაშვილმა დაურეკა პოროშენკოს და ნახევარი საათი სხვადასხვა არგუმენტის გამოყენებით თხოვდა პოლიტიკური მოწინააღმდეგე ქართველების არდამტკიცებას.

უკრაინის პრეზიდენტმა ზრდილობიანად უსმინა, მაგრამ ერთი სურვილი გამოთქვა - რომ ქართველ პრემიერს ამდენ ხანს და ასეთი დაბეჯითებით რუსეთის შემოჭრისას გამოეხატა შეშფოთება და დახმარების მზადყოფნა.

შედეგად მივიღეთ დიპლომატიური მარცხი: ორწლიანი პასიურობის გამო კიევთანაც გაფუჭდა ურთიერთობა და მოსკოვთანაც ვერაფერს მივაღწიეთ "ნორმალიზაციის" ილუზორული პოლიტიკის ფარგლებში.

ასევე მივიღეთ ივანიშვილის მიერ სამართლიანად "გაბანძებული" ოცნების პოლიტხელმძღვანელობა, რომელსაც მესიჯ-ბოქსის შემდგენელ კონსულტანტებთან ერთად მუდმივად უნდა ახსოვდეს: გასაგებია, რომ დავალებული აქვთ, მაგრამ სულელური და რადიკალური მესიჯებით ძალიან თავს ნუ გამოიდებენ, რადგან ბოლო სიტყვას მაინც ივანიშვილი ამბობს", - წერს მამუკა კუდავა.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის თემას გამოეხმაურა.

ექს-პრემიერი მიიჩნევს, რომ ამით უკრაინას და საქართველოს შორის ურთიერთობა არ გაფუჭდება,

"არ ვთვლი, რომ ამით უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭდება. თეორიულად, ჩვენ უნდა მივესალმოთ ჩვენი ყველა მოქალაქის წარმატებას, სადაც არ უნდა იყოს. გასაგებია ის ემოციური დამოკიდებულება, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით საქართვწლოში არსებობს და რაზეც ბოლო დროს განხილვა მიდის. მეც ვუსურვებდი მათ, რომ შეცდომები, რაც საქართველოში დაუშვეს, უკრაინაში აღარ გაემეორებინათ. ვისურვებდი, რომ მათ იქ არაფორმალური, არაყალბი წარმატებისთვის მიეღწიოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს