ჩეჩნეთის დედაქალაქში შეიარაღებულ პირებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები კვლავ გრძელდება. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვლავ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი შეიარაღებული პირი მონაწილეობს შაჰიდურ ოპერაციაში, რომელზე პაუსიხისმგებლობაც დაჯგუფება "იმარატ კავკაზმა" აიღო.
მედიაში გავრცელებული სხვადასხვა მონაცემებით, შაჰიდურ ოპერაციაში 10-დან 100 ადამიანამდე მონაწილეობს.
არსებული ინფორმაციით, გროზნოში მიმდინარე შეტაკებების შედეგად განადგურდა საგამომცემლო სახლი, ასევე დაიწვა სავაჭრო ცენტრი "ბერკატი". ადგილობრივი წყაროების ცნობით, ცეცხლი გაჩნდა სკოლაში, სადაც შეიარაღებული პირები იყვნენ შეჭრილი და მათი ლიკვიდაციისთვის ძალოვანებმა ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. სხვადასხვა არაოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 70-ზე მეტი ადამიანი.