პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილმა პრეზიდენტისა და "რესპუბლიკელების" საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა
ივანიშვილმა პრეზიდენტისა და "რესპუბლიკელების" საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის სა­კი­თხზე პრე­ზი­დენ­ტი­სა და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე იხუმ­რა.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერ­თა­დერ­თი "რე­ფორ­მე­ბის ექ­სპორ­ტში" ჰქონ­და ჩა­ვარ­დნა და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი­სა" და პრე­ზი­დენ­ტის აქ­ტი­უ­რო­ბით ისიც "ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლია".

"ერ­თა­დერ­თი ჩა­ვარ­დნა, რაც ჩვენ გვქონ­და, რე­ფორ­მე­ბის ექ­სპორ­ტია. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შემ­დგომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ფორ­მე­ბის ექ­სპორ­ტს ვერ ვა­ხერ­ხებ­დით, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" კი გვარ­წმუ­ნებ­დნენ, რომ ლა­მის ამა­ზე ცხოვ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლო. დღეს "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" და პრე­ზი­დენ­ტის აქ­ტი­უ­რო­ბით შეგ­ვიძ­ლია ეს ჩა­ვარ­დნა ავი­ნა­ზღა­უ­როთ და რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლეს რე­ა­ლი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თოთ. ამას ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით ვამ­ბობ და იმე­დია, ამ ხუმ­რო­ბას გა­ი­გებთ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, "მო­ქა­ლა­ქეს" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ოლიმ­პი­ა­დის პირ­ვე­ლი ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რე­ბი ივა­ნიშ­ვილ­მა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რია, კარ­გად მუ­შა­ობს მთავ­რო­ბა" - ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ივანიშვილმა პრეზიდენტისა და "რესპუბლიკელების" საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა

ივანიშვილმა პრეზიდენტისა და "რესპუბლიკელების" საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ფარული მოსმენების საკითხზე პრეზიდენტისა და "რესპუბლიკელების" მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ერთადერთი "რეფორმების ექსპორტში" ჰქონდა ჩავარდნა და "რესპუბლიკელებისა" და პრეზიდენტის აქტიურობით ისიც "ანაზღაურებულია".

"ერთადერთი ჩავარდნა, რაც ჩვენ გვქონდა, რეფორმების ექსპორტია. "ნაციონალური მოძრაობის" შემდგომ ეს მიმართულება, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. საქართველოში რეფორმების ექსპორტს ვერ ვახერხებდით, "ნაციონალები" კი გვარწმუნებდნენ, რომ ლამის ამაზე ცხოვრობდა საქართველო. დღეს "რესპუბლიკელების" და პრეზიდენტის აქტიურობით შეგვიძლია ეს ჩავარდნა ავინაზღაუროთ და რამდენიმე სიახლეს რეალიზება გავუკეთოთ. ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ და იმედია, ამ ხუმრობას გაიგებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, "მოქალაქეს" მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

ჟურნალისტებთან კომენტარები ივანიშვილმა ამ ღონისძიების შემდეგ გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ| "ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა" - ივანიშვილის პირველი კომენტარი ლარის გაუფასურებაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა