პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გროზნოში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "იმარატ კავკაზმა" აიღო
გროზნოში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "იმარატ კავკაზმა" აიღო

გროზ­ნო­ში მომ­ხდარ თავ­დას­ხმებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დაჯ­გუ­ფე­ბა "იმა­რატ კავ­კაზ­მა" აიღო. შე­სა­ბა­მი­სი ვი­დეო დაჯ­გუ­ფე­ბამ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ვი­დე­ო­ში დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერთი წევ­რი აცხა­დებს, გროზ­ნო­ში ბევ­რი მო­ჯა­ჰე­დია. მი­სი­ვე თქმით, შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად კი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებს შო­რის არა­ვინ და­ღუ­პუ­ლა.

"ჩვე­ნი თავ­დას­ხმის მი­ზა­ნი შუ­რის­ძი­ე­ბაა იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჰი­ჯა­ბე­ბი­ან ქა­ლებ­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა", - აცხა­დებს დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერთი წევ­რი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში. მი­სი­ვე თქმით, ეს შა­ჰი­დუ­რი ოპე­რა­ცი­აა და თავ­დამ­სხმე­ლე­ბი სიკ­ვდი­ლამ­დე იბ­რძო­ლე­ბენ. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა ბრძა­ნე­ბა გას­ცა, ქუ­ჩა­ში შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ ყვე­ლა სა­ეჭ­ვო ჰი­ჯა­ბი­ა­ნი ქალი.

"ინ­ტერ­ფაქ­სის" ცნო­ბით, რო­გორც მათ სა­კუ­თარ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 10 ძა­ლო­ვა­ნი და და­იჭ­რა 20. თუმ­ცა, გროზ­ნო­ში და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ რუ­სულ მე­დი­ა­ში სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გროზ­ნო­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ან­დრეი ჩაც­კის თქმით, ამ დრო­ის­თვის გროზ­ნოს სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლში შეჭ­რი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მი­სი­ვე თქმით, შე­ნო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა "ბო­ე­ვი­კი" ლიკ­ვიდ­რე­ბუ­ლია. ან­დრეი ჩაც­კის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ერთ-ერთ სკო­ლა­ში შეჭ­რი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცია. უცხო­ურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ ღა­მით პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი გროზ­ნო­ში, მთავ­რო­ბის სახ­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ბეჭდ­ვით სახ­ლში შე­იჭრ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გროზნოში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "იმარატ კავკაზმა" აიღო

გროზნოში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "იმარატ კავკაზმა" აიღო

გროზნოში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "იმარატ კავკაზმა" აიღო. შესაბამისი ვიდეო დაჯგუფებამ ინტერნეტში გაავრცელა. როგორც ვიდეოში დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი აცხადებს, გროზნოში ბევრი მოჯაჰედია. მისივე თქმით, შეტაკებების შედეგად კი დაჯგუფების წევრებს შორის არავინ დაღუპულა.

"ჩვენი თავდასხმის მიზანი შურისძიებაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ჰიჯაბებიან ქალებზე იერიში მიიტანა", - აცხადებს დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ვიდეომიმართვაში. მისივე თქმით, ეს შაჰიდური ოპერაციაა და თავდამსხმელები სიკვდილამდე იბრძოლებენ. რამდენიმე ხნის წინ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ბრძანება გასცა, ქუჩაში შეემოწმებინათ ყველა საეჭვო ჰიჯაბიანი ქალი.

"ინტერფაქსის" ცნობით, როგორც მათ საკუთარმა წყარომ განუცხადა, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 10 ძალოვანი და დაიჭრა 20. თუმცა, გროზნოში დაღუპულთა შესახებ რუსულ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გროზნოში ოთხი ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ხელმძღვანელის ანდრეი ჩაცკის თქმით, ამ დროისთვის გროზნოს საგამომცემლო სახლში შეჭრილი შეიარაღებული პირების ლიკვიდაციისთვის განხორციელებული სპეცოპერაცია დასრულებულია. მისივე თქმით, შენობაში მყოფი ყველა "ბოევიკი" ლიკვიდრებულია. ანდრეი ჩაცკის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული პირების ლიკვიდაციის ოპერაცია. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ღამით პოლიციელებზე თავდასხმის შემდეგ, შეიარაღებული პირები გროზნოში, მთავრობის სახლის მახლობლად მდებარე ბეჭდვით სახლში შეიჭრნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა