სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ალასანიას პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტში და არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი
ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ალასანიას პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტში და არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი

ირაკ­ლი ალა­სა­ნია იყო ის პი­როვ­ნე­ბა და მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც მე ვიც­ნობ დიდი ხა­ნია, სწო­რედ რომ პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და მე­ნე­ჯმენ­ტში და მე არა­ერ­თხელ მქო­ნია მას­თან ამა­ზე სა­უ­ბა­რი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის იმ შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მხრი­დან მის­თვის სულ­მოკ­ლე ადა­მი­ა­ნად შე­ფა­სე­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" და­წყე­ბუ­ლი თე­მაა, ყვე­ლა მათ­გა­ნი ამას აცხა­დებს. მე ამას სე­რი­ო­ზუ­ლად აღარ ვღე­ბუ­ლობ. ასეთ უმე­ცარ გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის­თვის არას­დროს არ მი­პა­სუ­ხია. მსგავ­სი გა­მო­ნათ­ქვა­მი გა­ა­კე­თა პრე­ზი­დენ­ტმა, მას ძა­ლი­ან მოკ­ლედ ვუ­პა­სუ­ხე. ვინც ამას ამ­ბობს, თუ ამას სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობს, მან არ იცის რა არის მარ­თვა, არ იცის რა არის მე­ნე­ჯმენ­ტი, მე არ მინ­და კრი­ტი­კას კრი­ტი­კით ვუ­პა­სუ­ხო, მაგ­რამ ირაკ­ლი ალა­სა­ნია იყოს ის პი­როვ­ნე­ბა და ის მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც მე ვიც­ნობ დიდი ხა­ნია. სწო­რედ რომ პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და მე­ნე­ჯმეტ­ში და მე არა­ერ­თხელ მქო­ნია მას­თან ამა­ზე სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მე­ნე­ჯმენ­ტში პრობ­ლე­მა იყო ის, რომ მისი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს შს სა­მი­ნის­ტრომ და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ერთ-ორ კვი­რა­ში გა­და­ა­ლა­გეს კვე­ბის სა­კი­თხი და სა­უ­კე­თე­სო კვე­ბა და­უ­ნიშ­ნა თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს.

"ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთხი ტენ­დე­რი ჩა­შა­ლა, ისევ ძვე­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ჰქონ­და და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ისევ ეს კომ­პა­ნია ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ბევ­რი მო­ი­წამ­ლა და დი­ა­რეა ჰქონ­და ჯა­რის­კა­ცებს, ეს არის ცუდი მე­ნე­ჯმენ­ტის შე­დე­გი. ჩემი აზ­რით, ირაკ­ლი ალა­სა­ნია უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ო­დი შე­ახ­სე­ნა.

"არ­ჩევ­ნე­ბის დროს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნი ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით, ეკა ბე­სე­ლი­ამ კი მო­ი­სურ­ვა, რომ ფოთ­ში ის ყო­ფი­ლი­ყო და ეს რე­გი­ო­ნი ალა­სა­ნი­ას არ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. ეკა ბე­სე­ლი­ამ გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც, ყველ­გან წა­ვა­გეთ სა­მეგ­რე­ლო­ში. ამ დროს რე­გი­ო­ნი იყო მო­მარ­თუ­ლი და ეს ზუგ­დი­დის აქ­ცი­ა­მაც აჩ­ვე­ნა. მათ გან­წყო­ბაც ჰქონ­დათ და ჩვენ სხვა შე­დე­გებს ვე­ლო­დით, თუმ­ცა ვერ გა­ი­მარ­ჯვა ვერც ერთ ად­გი­ლას, ამავდრო­უ­ლად ვერც ერთი დარ­ღვე­ვა ვერ და­ა­ფიქ­სი­რა. მე ბევ­რჯერ მით­ქვამს, რომ შე­კი­თხვე­ბი მაქვს სა­მეგ­რე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერთ-ერთი მი­ზე­ზი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა, სუს­ტი მე­ნე­ჯმენ­ტის და კი­დევ რა­ღა­ცე­ე­ბის ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. ასე­თი უაზ­რო გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის შემ­დეგ ვახ­სე­ნებ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ამ ყვე­ლა­ფერს", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო: რა "გა­უხ­სე­ნა" ივა­ნიშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის ექს-მი­ნისტრს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ალასანიას პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტში და არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი

ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ალასანიას პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტში და არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი

ირაკლი ალასანია იყო ის პიროვნება და მინისტრი, რომელსაც მე ვიცნობ დიდი ხანია, სწორედ რომ პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტში და მე არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ირაკლი ალასანიას მხრიდან მისთვის სულმოკლე ადამიანად შეფასებას შეეხებოდა.

"ნაციონალური მოძრაობიდან" დაწყებული თემაა, ყველა მათგანი ამას აცხადებს. მე ამას სერიოზულად აღარ ვღებულობ. ასეთ უმეცარ გამონათქვამებისთვის არასდროს არ მიპასუხია. მსგავსი გამონათქვამი გააკეთა პრეზიდენტმა, მას ძალიან მოკლედ ვუპასუხე. ვინც ამას ამბობს, თუ ამას სერიოზულად ფიქრობს, მან არ იცის რა არის მართვა, არ იცის რა არის მენეჯმენტი, მე არ მინდა კრიტიკას კრიტიკით ვუპასუხო, მაგრამ ირაკლი ალასანია იყოს ის პიროვნება და ის მინისტრი, რომელსაც მე ვიცნობ დიდი ხანია. სწორედ რომ პრობლემები ჰქონდა მენეჯმეტში და მე არაერთხელ მქონია მასთან ამაზე საუბარი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, მენეჯმენტში პრობლემა იყო ის, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შს სამინისტრომ და სასჯელაღსრულების სამინისტრომ ერთ-ორ კვირაში გადაალაგეს კვების საკითხი და საუკეთესო კვება დაუნიშნა თავის თანამშრომლებს.

"ირაკლი ალასანიამ ეს ვერ მოახერხა, ერთი წლის განმავლობაში ოთხი ტენდერი ჩაშალა, ისევ ძველი კომპანია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა დაფუძნებული ისევ ეს კომპანია ემსახურებოდა. ბევრი მოიწამლა და დიარეა ჰქონდა ჯარისკაცებს, ეს არის ცუდი მენეჯმენტის შედეგი. ჩემი აზრით, ირაკლი ალასანია უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ალასანიას არჩევნების პერიოდი შეახსენა.

"არჩევნების დროს ირაკლი ალასანიას სამეგრელოს რეგიონი ჰქონდა ჩაბარებული. მისივე ინიციატივით, ეკა ბესელიამ კი მოისურვა, რომ ფოთში ის ყოფილიყო და ეს რეგიონი ალასანიას არ დაქვემდებარებოდა. ეკა ბესელიამ გაიმარჯვა კიდეც, ყველგან წავაგეთ სამეგრელოში. ამ დროს რეგიონი იყო მომართული და ეს ზუგდიდის აქციამაც აჩვენა. მათ განწყობაც ჰქონდათ და ჩვენ სხვა შედეგებს ველოდით, თუმცა ვერ გაიმარჯვა ვერც ერთ ადგილას, ამავდროულად ვერც ერთი დარღვევა ვერ დააფიქსირა. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ შეკითხვები მაქვს სამეგრელოსთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მიზეზი წარუმატებლობისა, სუსტი მენეჯმენტის და კიდევ რაღაცეების ბრალი შეიძლება იყოს. ასეთი უაზრო გამონათქვამების შემდეგ ვახსენებ ირაკლი ალასანიას ამ ყველაფერს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო: რა "გაუხსენა" ივანიშვილმა თავდაცვის ექს-მინისტრს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა