ავტორი:

სიკვდილით დასრულებული უმძიმესი ტრაგედია - ''მეუღლის სამკურნალო ფულიც კი დავხარჯე...''

სიკვდილით დასრულებული უმძიმესი ტრაგედია - ''მეუღლის სამკურნალო ფულიც კი დავხარჯე...''

რამდენიმე დღის წინ კაზინოდან გამოსულმა ტაქსი გავაჩერე. მძღოლი შუა ხნის, ცოტა უცნაური გარეგნობის კაცი იყო, რომლითაც თავიდანვე დავინტერესდი. ვუთხარი, რომ ფული სულ წავაგე და მინიმალურ ფასში წავეყვანე სახლში. უსიტყვოდ დამთანხმდა და მანქანის დაძვრისთანავე საკუთარი ისტორიის მოყოლა დაიწყო. თურმე წელიწადნახევარია კაზინოების მიმდებარე ტერიტორიებთან მუშაობს, რათა იქიდან გამოსულ ახალგაზრდობას საკუთარი ამბავი მოუყვეს და ამით დაეხმაროს.

- ვერასდროს წარმოვიდგენდი მსგავს მდგომარეობაში თუ აღვმოჩნდებოდი თან 47 წლის ასაკში. ადრე მხოლოდ ვაკრიტიკებდი იმ ადამიანებს, რომლებიც აზარტული თამაშებით ირთობდნენ თავს. მას შემდეგ რაც ოჯახი შევქმენი, ტაქსის მძღოლი გავხდი. დიდი ხნის განმავლობაში ამით ვარჩენდი ოჯახს. დღესაც ამ გზით ვშოულობ ფულს.

- პირველად როგორ მოხვდით კაზინოში?

- ბიძაშვილს შევყევი, რომელსაც მთელი ცხოვრება ამ თამაშების გამო ვეჩხუბებოდი. დედა იტალიიდან ფულს უგზავნიდა იმისთვის, რომ ცოლი და მცირეწლოვანი შვილი შეენახა. ის კი კაზინოში აგებდა. რომ ვეჩხუბებოდით, გვატყუებდა, არ ვყოფილვარო. ერთხელ დავურეკე, სად ხარ-მეთქი, ვკითხე. სამსახურშიო, მიპასუხა. მივხდი, მომატყუა და პირდაპირ კაზინოში მივედი, გვერდით მივუჯექი, თვალს ვადევნებდი თამაშს, რაღაცეებში გავერკვიე, ვხედავდი, როგორ იგებდა ფულს.

მალე ყველაფერი წააგო და 10 ლარი მთხოვა. 20 ლარიანი კუპიურა ულამაზეს მიმტან ქალბატონს დავახურდავებინე, 10 ლარი ლევანს მივეცი და უკვე თამაშის წესებში გარკვეულმა თავადაც გავაკეთე ფსონი. იმ ღამეს მოგებული 200 ლარი კაზინოს წინ ლევანს გავუყავი და ვთხოვე, ეს მისი ბოლო თამაში ყოფილიყო. იმ ღამეს სიხარული და სინანული ერთდროულად დამეუფლა. მიხაროდა ჯიბეში უშრომელად ნაშოვნი ფული და ჩადენილი საქციელის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.

ბიძაშვილის ყოველდღიურმა მოკითხვამ და უნებისყოფობამ აზარტომანად მაქცია. ზომბად ვიქეცი, სიამოვნებას ვერაფრისგან ვიღებდი, აღარ მაინტერესებდა ოჯახი, შვილი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ალქოჰოლი, რომლითაც მანამდე ხშირად ვიქცევდი თავს, მეგობრები, ნათესავები. მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, სად მეშოვნა ფული რომ იმ წყეულ ადგილას წავსულიყავი... წაიკითხეთ ვრცლად

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს