პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაზილიელი მოდელი, რომელთანაც რონალდუმ ირინა შეიკს უღალატა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული
ბრაზილიელი მოდელი, რომელთანაც რონალდუმ ირინა შეიკს უღალატა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

27 წლის ბრა­ზი­ლი­ე­ლი მო­დე­ლი, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს ყო­ფი­ლი საყ­ვა­რე­ლი და "მის დუნ­დუ­ლე­ბი 2012" ან­დრე­სა ურა­კი, მო­რი­გი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზეა. ექი­მე­ბი მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძვი­ან.

ურაკ­მა პლას­ტი­კურ ქი­რურ­გებს უკა­ნა­ლის გა­დი­დე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა, რომ­ლებ­მაც მას სპე­ცი­ა­ლუ­რი ჰიდ­რო­გე­ლის ორ­მა­გი დოზა შე­უყ­ვა­ნეს. თუმ­ცა, ოპე­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ან­დრე­სას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მდგო­მა­რე­ო­ბამ კრი­ტი­კულ ზღვარს მი­აღ­წია, რის გა­მოც მო­დე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­აწ­ვი­ნეს. ამ­ჟა­მად, ურა­კი პორ­ტო ალეგ­რე­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ექი­მებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მო­დელს ტოქ­სი­კუ­რი ოდე­ნო­ბის ჰიდ­რო­გე­ლის დოზა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რომ­ლი­თაც ბოლო წლებ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, უკვე 2 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სულ წელს ან­დრე­სა ცნო­ბი­ლი სა­კუ­თა­რი აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ გახ­და, რო­დე­საც პრე­სას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუმ მას­თან ღამე გა­ა­ტა­რა და სა­კუ­თარ სა­ცო­ლეს, ირი­ნა შე­იკს უღა­ლა­ტა.

მი­უ­ხე­და­ვად მო­დე­ლის აღი­ა­რე­ბე­ბი­სა, ფეხ­ბურ­თელ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ღა­ლატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხმე­ბი და ან­დრე­სას მის­გან თა­ვის შორს და­ჭე­რა ურ­ჩია.

ბრაზილიელი მოდელი, რომელთანაც რონალდუმ ირინა შეიკს უღალატა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

ბრაზილიელი მოდელი, რომელთანაც რონალდუმ ირინა შეიკს უღალატა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

27 წლის ბრაზილიელი მოდელი, კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი საყვარელი და "მის დუნდულები 2012" ანდრესა ურაკი, მორიგი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

ურაკმა პლასტიკურ ქირურგებს უკანალის გადიდების თხოვნით მიმართა, რომლებმაც მას სპეციალური ჰიდროგელის ორმაგი დოზა შეუყვანეს. თუმცა, ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ანდრესას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. საბოლოო ჯამში, მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც მოდელი საავადმყოფოში დააწვინეს. ამჟამად, ურაკი პორტო ალეგრეის საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

მოგვიანებით, ექიმებმა განაცხადეს, რომ მოდელს ტოქსიკური ოდენობის ჰიდროგელის დოზა აღმოუჩინეს, რომლითაც ბოლო წლებში, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უკვე 2 ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ანდრესა ცნობილი საკუთარი აღიარების შემდეგ გახდა, როდესაც პრესასთან განაცხადა, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ მასთან ღამე გაატარა და საკუთარ საცოლეს, ირინა შეიკს უღალატა.

მიუხედავად მოდელის აღიარებებისა, ფეხბურთელმა კატეგორიულად უარყო ღალატთან დაკავშირებული ხმები და ანდრესას მისგან თავის შორს დაჭერა ურჩია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს