სამტრედიის რაიონის ტოლების თემში წყლის ინტოქსიკაციის შემთხვევა გამოვლინდა. 40-მდე ადგილობრივი სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლა. მათი ნაწილი რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"აღენიშენებოდა მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი, დავუძახეთ სასწრაფოს და საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ. სასმელ წყალს ვაბრალებთ ამ ყველაფერს. წვიმიან დღეებში წყალი იმდენად დაბინძურებული იყო, რომ ბოთლში ნახევარზე ქვიშა ილექებოდა", - აცხადებს ადგილობრივი ნათელა დოლიძე.