საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება, რომ ამ სიბინძურეში სააკაშვილი იყო ჩართული"
"მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება, რომ ამ სიბინძურეში სააკაშვილი იყო ჩართული"

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს წა­რუდ­გი­ნა ბრა­ლი. საქ­მე­ზე ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მორ­კვე­ვა და ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­თვის ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ედე­ბა, რაც 3-დან 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნას ლო­გი­კუ­რად მი­იჩ­ნევს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის ბიძა გოგი ენუ­ქი­ძე:

- 10 წელი ვიბ­რძო­დით ამ დღის­თვის. სამ­წუ­ხა­როა, რომ ირი­ნა არ არის ცო­ცხა­ლი... ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვის დრო­ზე ობი­ექ­ტუ­რად რომ გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა ეს საქ­მე, სა­ა­კაშ­ვილს რომ არ ეზ­რუ­ნა თა­ვის საყ­რდენ მე­რა­ბიშ­ვილ­სა და ახა­ლა­ი­ა­ზე, პირ­ვე­ლი მო­ეხ­სნა და მე­ო­რე - და­ე­სა­ჯა, იმ­ხე­ლა ავ­ტო­რი­ტეტს მო­ი­პო­ვებ­და, დღე­საც აქ გვე­ყო­ლე­ბო­და. სი­მარ­თლეს რომ ეზე­ი­მა, ალ­ბათ, ირი­ნაც ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და.

- ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­მო­ი­ყე­ნა დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა, შე­ი­წყა­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მისი გა­სა­მარ­თლე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

- აქ სა­და­ვო შე­წყა­ლე­ბა არ არის, სა­უ­ბა­რია და­გეგ­მი­ლი ქმე­დე­ბე­ბის ჯაჭ­ვზე, რა­საც მოჰ­ყვა ის, რომ ოთხე­უ­ლი (ალა­ნია, ღა­ჭა­ვა, ბი­ბი­ლუ­რი­ძე და აფ­ცი­ა­უ­რი) ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მოხ­და გა­მო­ძი­ე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია და სას­ჯე­ლი, რო­მე­ლიც ამ პი­რებ­მა მო­ი­ხა­დეს, მათი და­ნა­შა­უ­ლის არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი იყო. უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ შე­წყა­ლე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სან­დროს საქ­მის გა­ყალ­ბე­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ში. ჯერ იყო და, პარ­ლა­მენტს შე­აც­ვლე­ვი­ნა კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც შემ­სუ­ბუქ­და მსჯავ­რი იმ და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რის­თვი­საც ოთხე­უ­ლი იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. ცხა­დია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო ამ და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე და რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­მაც ჯერ საქ­მე გა­ა­ყალ­ბა, შემ­დეგ კი და­ნა­პი­რე­ბი შე­ას­რუ­ლა და შე­ი­წყა­ლა მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბი. მელ­ნი­კო­ვის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ამ სი­ბინ­ძუ­რე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო ჩარ­თუ­ლი.

- რა თქვა მელ­ნი­კოვ­მა ახა­ლი, რაც აქამ­დე არ იცო­დით?

- რაც მელ­ნი­კოვ­მა თქვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დით, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ეღი­ა­რე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, თუნ­დაც იმი­სათ­ვის, რომ გა­ე­ქარ­წყლე­ბი­ნა თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შე­თხზუ­ლი ამ­ბა­ვი - თით­ქოს შარ­დენ-ბარ­ში არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და მხო­ლოდ იქი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მო­უ­ვი­და სან­დროს კონ­ფლიქ­ტი ალა­ნი­ას­თან. დღეს, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნა, რა­ტომ არ იხ­დი­ან ბო­დიშს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი"? თა­ვის დრო­ზე სამ­ძი­მა­რი მა­ინც ეთ­ქვათ ოჯა­ხის­თვის.

დღეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს უკვე წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი; ბევ­რიც გაქ­ცე­უ­ლია. რა­ტომ არა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ დათა ახა­ლა­ია ჩა­მო­იყ­ვა­ნონ? რა­ტომ ვერ არ­წმუ­ნე­ბენ სა­ბერ­ძნეთს, რომ ახა­ლა­ი­ამ უამ­რა­ვი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა?

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება, რომ ამ სიბინძურეში სააკაშვილი იყო ჩართული"

"მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება, რომ ამ სიბინძურეში სააკაშვილი იყო ჩართული"

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე ვანო მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს წარუდგინა ბრალი. საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და ექსპრეზიდენტისთვის ბრალდების წარდგენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ლოგიკურად მიიჩნევს სანდრო გირგვლიანის ბიძა გოგი ენუქიძე:

- 10 წელი ვიბრძოდით ამ დღისთვის. სამწუხაროა, რომ ირინა არ არის ცოცხალი... ხელისუფლებას თავის დროზე ობიექტურად რომ გამოეძიებინა ეს საქმე, სააკაშვილს რომ არ ეზრუნა თავის საყრდენ მერაბიშვილსა და ახალაიაზე, პირველი მოეხსნა და მეორე - დაესაჯა, იმხელა ავტორიტეტს მოიპოვებდა, დღესაც აქ გვეყოლებოდა. სიმართლეს რომ ეზეიმა, ალბათ, ირინაც ცოცხალი იქნებოდა.

- ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა გამოიყენა დისკრეციული უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი და კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის მისი გასამართლება დაუშვებელია.

- აქ სადავო შეწყალება არ არის, საუბარია დაგეგმილი ქმედებების ჯაჭვზე, რასაც მოჰყვა ის, რომ ოთხეული (ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე და აფციაური) ვადაზე ადრე გათავისუფლდა. მოხდა გამოძიების ფალსიფიკაცია და სასჯელი, რომელიც ამ პირებმა მოიხადეს, მათი დანაშაულის არაპროპორციული იყო. უფრო საინტერესო ის არის, რომ შეწყალებამდე სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო სანდროს საქმის გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში. ჯერ იყო და, პარლამენტს შეაცვლევინა კანონი, რომლითაც შემსუბუქდა მსჯავრი იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც ოთხეული იყო გასამართლებული. ცხადია, რომ სააკაშვილი იყო ამ დანაშაულის მონაწილე და რეჟისორი, რომელმაც ჯერ საქმე გააყალბა, შემდეგ კი დანაპირები შეასრულა და შეიწყალა მსჯავრდადებულები. მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებითაც დასტურდება, რომ ამ სიბინძურეში სააკაშვილი იყო ჩართული.

- რა თქვა მელნიკოვმა ახალი, რაც აქამდე არ იცოდით?

- რაც მელნიკოვმა თქვა, ფაქტობრივად, ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, ეღიარებინა ყველაფერი, თუნდაც იმისათვის, რომ გაექარწყლებინა თავის დროზე "ნაციონალების" შეთხზული ამბავი - თითქოს შარდენ-ბარში არაფერი მომხდარა და მხოლოდ იქიდან გამოსვლის შემდეგ მოუვიდა სანდროს კონფლიქტი ალანიასთან. დღეს, როდესაც ყველაფერს ნათელი მოეფინა, რატომ არ იხდიან ბოდიშს "ნაციონალები"? თავის დროზე სამძიმარი მაინც ეთქვათ ოჯახისთვის.

დღეს რამდენიმე ადამიანს უკვე წაუყენეს ბრალი; ბევრიც გაქცეულია. რატომ არაფერი კეთდება იმისათვის, რომ დათა ახალაია ჩამოიყვანონ? რატომ ვერ არწმუნებენ საბერძნეთს, რომ ახალაიამ უამრავი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა?

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

გარდაბანში მოხუცი ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობისთვის, მათივე ნათესავი დააკავეს - შსს-მ 2019 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა

"ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის მკვლელობაზე

ახალი დეტალები მარტყოფის მკვლელობაზე - "მოკლული და მეორე პირი მონასტერს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდნენ"