კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 გარდაცვლილი პოლიციელი და 5 შეიარაღებული პირი - შეტაკებები გროზნოში
7 გარდაცვლილი პოლიციელი და 5 შეიარაღებული პირი - შეტაკებები გროზნოში

ჩეჩ­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ გროზ­ნო­ში შე­ტა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პი­რებს შო­რის. ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, "ბო­ე­ვი­კე­ბი" გროზ­ნოს ცენ­ტრში მდე­ბა­რე სკო­ლა­ში შე­იჭრ­ნენ.

"ამ დრო­ის­თვის სკო­ლა­ში მყო­ფი "ბო­ე­ვი­კე­ბი" ბლო­კი­რე­ბუ­ლი არი­ან და მათი ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა.

უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სრო­ლა შე­წყდა სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლთან, სა­დაც რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი წუ­ხელ ღა­მით შე­იჭრ­ნენ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად შე­ნო­ბა ცე­ცხლის ალ­შია გახ­ვე­უ­ლი. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი.

რო­გორც Эхо Москвы-ს ეთერ­ში რამ­ზან კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, "ბო­ე­ვი­კე­ბი" ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბას აპი­რებ­დნენ 12 დე­კემ­ბერს, რო­დე­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გროზ­ნო­ში შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია შვი­დი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი და ხუთი პო­ლი­ცი­ე­ლი.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ ღა­მით პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი გროზ­ნო­ში, მთავ­რო­ბის სახ­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ბეჭდ­ვით სახ­ლში შე­იჭრ­ნენ და შე­ნო­ბა და­ი­კა­ვეს.

7 გარდაცვლილი პოლიციელი და 5 შეიარაღებული პირი - შეტაკებები გროზნოში

7 გარდაცვლილი პოლიციელი და 5 შეიარაღებული პირი - შეტაკებები გროზნოში

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში შეტაკებები გრძელდება ადგილობრივ სამართალდამცავებსა და შეიარაღებულ პირებს შორის. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, "ბოევიკები" გროზნოს ცენტრში მდებარე სკოლაში შეიჭრნენ.

"ამ დროისთვის სკოლაში მყოფი "ბოევიკები" ბლოკირებული არიან და მათი ლიკვიდაციის ოპერაცია მიმდინარეობს", - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

უცხოური მედიის ცნობით, სროლა შეწყდა საგამომცემლო სახლთან, სადაც რამდენიმე შეიარაღებული პირები წუხელ ღამით შეიჭრნენ. სპეცოპერაციის შედეგად შენობა ცეცხლის ალშია გახვეული. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი.

როგორც Эхо Москвы-ს ეთერში რამზან კადიროვმა განაცხადა, "ბოევიკები" ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ 12 დეკემბერს, როდესაც კონსტიტუციის დღე აღინიშნება.

არსებული ინფორმაციით, გროზნოში შეტაკების შედეგად დაღუპულია შვიდი შეიარაღებული პირი და ხუთი პოლიციელი.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ღამით პოლიციელებზე თავდასხმის შემდეგ, შეიარაღებული პირები გროზნოში, მთავრობის სახლის მახლობლად მდებარე ბეჭდვით სახლში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა