უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე შესაძლოა, ლადო გურგენიძეც დაინიშნოს

უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე შესაძლოა, ლადო გურგენიძეც დაინიშნოს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნოს. როგორც ალექსანდრე კვიტაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია გურგენიძის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში დასახელებაზე. "ლადოს ნამდვილად ესაუბრებოდნენ. ალბათ გაკეთდება საკოორდინაციო ტიპის საბჭო ან რაღაც კომიტეტი", - განაცხადა კვიტაშვილმა. რაც შეეხება უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას, კვიტაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ინიშნება.

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, კვიტაშვილი აცხადებს, რომ მის შესახებ ვერაფერს იტყვის.

"ადეიშვილზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ინფორმაცია, ვინ რას ელაპარაკება. ყოველ შემთხვევაში, ამ მინისტრთა კაბინეტში არ არის. ამ კაბინეტში არის ეკა ზღულაძე, პირველი მოადგილე შს მინისტრის. ვიცი, რომ კიდევ მეტ ხალხთან აპირებენ საუბარს", -განაცხადა კვიტაშვილმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა