სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გროზნოში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი "ბოევიკი" და სამი პოლიციელი დაიღუპა
გროზნოში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი "ბოევიკი" და სამი პოლიციელი დაიღუპა

გროზ­ნოს ცენ­ტრში კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის რე­ჟი­მი ამოქ­მედ­და. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი კო­მი­ტე­ტი იუ­წყე­ბა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, გროზ­ნო­ში სპე­ცო­პერ­ცი­ის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია შვი­დი "ბო­ე­ვი­კის" ცხე­და­რი.

"ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ სა­ეჭ­ვო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის მან­ქა­ნის თა­ო­ბა­ზე და საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა სცა­დეს. მან­ქა­ნა­ში მყო­ფებ­მა პო­ლი­ცი­ას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. და­ი­ღუ­პა პო­ლი­ცი­ის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი. სპე­ცო­პე­რა­ცია მალე დას­რულ­დე­ბა. მო­გი­წო­დებთ სიმ­შვი­დის­კენ", - და­წე­რა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა. უცხო­ურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ ღა­მით პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი გროზ­ნო­ში, მთავ­რო­ბის სახ­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლში შე­იჭრ­ნენ, რო­მელ­საც სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი ბლო­კი­რე­ბუ­ლი აქვთ ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებს. ასე­ვე მობ­ლი­ზე­ბუ­ლია ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გროზნოში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი "ბოევიკი" და სამი პოლიციელი დაიღუპა

გროზნოში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი "ბოევიკი" და სამი პოლიციელი დაიღუპა

გროზნოს ცენტრში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი იუწყება. რუსული მედიის ცნობით, გროზნოში სპეცოპერციის ადგილზე აღმოჩენილია შვიდი "ბოევიკის" ცხედარი.

"ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ საეჭვო შეიარაღებული პირების მანქანის თაობაზე და საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა მანქანის გაჩერება სცადეს. მანქანაში მყოფებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა პოლიციის სამი თანამშრომელი. სპეცოპერაცია მალე დასრულდება. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ", - დაწერა "ინსტაგრამზე" ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ღამით პოლიციელებზე თავდასხმის შემდეგ, შეიარაღებული პირები გროზნოში, მთავრობის სახლის მახლობლად მდებარე საგამომცემლო სახლში შეიჭრნენ, რომელსაც სპეცოპერაციის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ბლოკირებული აქვთ ადგილობრივ სამართალდამცავებს და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს. ასევე მობლიზებულია ჯავშანტრანსპორტიორები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა