მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა მედია" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად ახალ, ერთობლივ პროექტს იწყებს
"პალიტრა მედია" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად ახალ, ერთობლივ პროექტს იწყებს

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე (შშმ) პირ­თა მსოფ­ლიო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, "მე­დია პა­ლიტ­რამ", თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (თსსუ) და ქალ­თა კავ­შირ­მა "რეამ" ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მარ­თეს. შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერთ სო­ცი­ა­ლურ კა­ფე­ში – "რეას ციყ­ვე­ბი" მო­ე­წყო, სა­დაც მენ­ტა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და და ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის - "რე­ა­ლო­ბა, რე­აქ­ცია, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

"მე­დია პა­ლიტ­რის" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის, მა­რი­კა დარ­ჩი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის იდეა ჟურ­ნა­ლისტ ლელა ჯი­ღაშ­ვი­ლის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს.

"პრო­ექ­ტის სლო­გა­ნია "რე­ა­ლო­ბა, რე­აქ­ცია და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია". რე­ა­ლო­ბა ის არის, რა­საც აქ ხე­დავთ და და­ი­ნა­ხავთ. რე­აქ­ცია სწო­რედ ჩვენ უნდა გვქონ­დეს, არ ვი­ყოთ ურე­აქ­ცი­ო­ე­ბი. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც ჩვენ უფრო გვჭირ­დე­ბა, ვიდ­რე მათ. გო­ნებ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გვჭირ­დე­ბა, ვი­ცო­დეთ, რომ შშმ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ­ნა­ი­რე­ბი არი­ან, ზოგ­ჯერ ჩვენ­ზე კე­თი­ლე­ბი, ხან­და­ხან ჩვენ­ზე უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით", - აღ­ნიშ­ნა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ.

"მე­დია პა­ლიტ­რამ" კაფე "რეას ციყ­ვებს" ლა­მა­ზი ბა­ლი­შე­ბი გა­დას­ცა სა­ჩუ­ქა­რად. კა­ფე­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მენ­ტა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე ოთხი გო­გო­ნაა და­საქ­მე­ბუ­ლი.

კავ­შირ "რეას" ხელ­მძღვა­ე­ლის, ელი­სო რეხ­ვი­აშ­ვი­ლის თქმით, მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის შე­დე­გად ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა არა მარ­ტო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს, არა­მედ ზო­გა­დად პრობ­ლე­მას.

"ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ამას ხელს მო­კი­დე­ბენ ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რო­გო­რე­ბიც "პა­ლიტ­რა­ში" მუ­შა­ო­ბენ", - აღ­ნიშ­ნა ელი­სო რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

თსსუ-ის რექ­ტო­რის, ზუ­რაბ ვა­და­ჭ­კო­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში თსსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბი კავ­შირ "რეას" ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას აღ­მო­უ­ჩე­ნენ.

კაფე "რეას ციყ­ვებ­ში" გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი თა­მარ სა­ნი­კი­ძე და­ეს­წრო. მისი თქმით, სა­მი­ნის­ტრო კავ­შირ "რე­ას­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გეგ­მავს. უწყე­ბა კავ­ში­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და კო­ლე­ჯებ­ში მე­გობ­რო­ბას, ურ­თი­ერ­თო­ბას, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს.

"ჩვე­ნი უწყე­ბის სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მათ­თვის ყო­ველ­თვის ღია იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ სა­ნი­კი­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შშმ პი­რებ­მა სტუმ­რებს მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი წარ­მო­უდ­გი­ნეს, რომ­ლებ­საც ისი­ნი ეთ­ნო­მუ­სი­კის თე­ატრ "მთი­ე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და მას­თან არ­სე­ბულ ბავ­შვთა ფოლკ­ლო­რულ სტუ­დია "ამერ-იმერ­თან" ერ­თად სწავ­ლობ­დნენ.

კა­ფეს ეზო­ში გა­ი­მარ­თა "რეას" ბა­ზა­ზე მოქ­მე­დი ოთხი სა­ინ­ტეგ­რა­ციო ცენ­ტრის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვაც.

პრო­ექ­ტი "რე­ა­ლო­ბა, რე­აქ­ცია, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის" ფარ­გლებ­ში ფო­ტო­გა­და­ღე­ბა და­ი­წყო, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თსსუ–ის სტუ­დენ­ტე­ბი, მე­დია "პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი. ერთი წლის შემ­დეგ ფოტო-პრო­ექ­ტი გა­მო­ფე­ნით დას­რულ­დე­ბა.

დღეს­ვე მო­ე­წყო კლუბ "ტრი­რე­ას" წარ­დგე­ნა, რო­მე­ლიც თსსუ-ის ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს. კლუ­ბი "რეას" ბე­ე­ფი­ცი­ა­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე იზ­რუ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"პალიტრა მედია" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად ახალ, ერთობლივ პროექტს იწყებს

"პალიტრა მედია" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად ახალ, ერთობლივ პროექტს იწყებს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, "მედია პალიტრამ", თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) და ქალთა კავშირმა "რეამ" ერთობლივი ღონისძიება გამართეს. შეხვედრა საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთადერთ სოციალურ კაფეში – "რეას ციყვები" მოეწყო, სადაც მენტალური განვითარების პრობლემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან დასაქმებული. ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ერთობლივი პროექტის - "რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაციის" პრეზენტაცია გაიმართა.

"მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორის, მარიკა დარჩიას ინფორმაციით, პროექტის იდეა ჟურნალისტ ლელა ჯიღაშვილისგან მომდინარეობს.

"პროექტის სლოგანია "რეალობა, რეაქცია და რეაბილიტაცია". რეალობა ის არის, რასაც აქ ხედავთ და დაინახავთ. რეაქცია სწორედ ჩვენ უნდა გვქონდეს, არ ვიყოთ ურეაქციოები. რეაბილიტაციაც ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ. გონებრივი რეაბილიტაცია გვჭირდება, ვიცოდეთ, რომ შშმ ადამიანები ჩვენნაირები არიან, ზოგჯერ ჩვენზე კეთილები, ხანდახან ჩვენზე უკეთესი შესაძლებლობებით", - აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

"მედია პალიტრამ" კაფე "რეას ციყვებს" ლამაზი ბალიშები გადასცა საჩუქარად. კაფეში სხვადასხვა პოზიციაზე მენტალური განვითარების პრობლემის მქონე ოთხი გოგონაა დასაქმებული.

კავშირ "რეას" ხელმძღვაელის, ელისო რეხვიაშვილის თქმით, მემორანდუმის გაფორმების შედეგად ყურადღება მიექცევა არა მარტო ბენეფიციარების საჭიროებებს, არამედ ზოგადად პრობლემას.

"ძალიან გვიხარია, რომ ამას ხელს მოკიდებენ ისეთი პროფესიონალები, როგორებიც "პალიტრაში" მუშაობენ", - აღნიშნა ელისო რეხვიაშვილმა.

თსსუ-ის რექტორის, ზურაბ ვადაჭკორიას ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტები კავშირ "რეას" ბენეფიციარების რეაბილიტაციაში მიიღებენ მონაწილეობას. მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკები ბენეფიციარებს სტომატოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენენ.

კაფე "რეას ციყვებში" გამართულ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. მისი თქმით, სამინისტრო კავშირ "რეასთან" თანამშრომლობას გეგმავს. უწყება კავშირის ბენეფიციარებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მეგობრობას, ურთიერთობას, სოციალიზაციას, შესაძლებლობიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებში ჩართულობას სთავაზობს.

"ჩვენი უწყების სხვადასხვა დაწესებულებები მათთვის ყოველთვის ღია იქნება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ღონისძიებაზე შშმ პირებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარმოუდგინეს, რომლებსაც ისინი ეთნომუსიკის თეატრ "მთიების" წარმომადგენლებთან და მასთან არსებულ ბავშვთა ფოლკლორულ სტუდია "ამერ-იმერთან" ერთად სწავლობდნენ.

კაფეს ეზოში გაიმართა "რეას" ბაზაზე მოქმედი ოთხი საინტეგრაციო ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.

პროექტი "რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაციის" ფარგლებში ფოტოგადაღება დაიწყო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, თსსუ–ის სტუდენტები, მედია "პალიტრის" ჟურნალისტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ერთი წლის შემდეგ ფოტო-პროექტი გამოფენით დასრულდება.

დღესვე მოეწყო კლუბ "ტრირეას" წარდგენა, რომელიც თსსუ-ის ფიზიკური მედიცინა-რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს. კლუბი "რეას" ბეეფიციარების რეაბილიტაციაზე იზრუნებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია