პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დევიდ დათუნამ ახალი ნამუშევარი მაიამი არტ ბაზელზე წარადგინა
დევიდ დათუნამ ახალი ნამუშევარი მაიამი არტ ბაზელზე წარადგინა

Bloomberg Businessweek ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ცნო­ბილ­მა ამე­რი­კელ­მა მხატ­ვარ­მა დე­ვიდ და­თუ­ნამ, მა­ი­ა­მი არტ ბა­ზე­ლის ფარ­გლებ­ში თა­ვი­სი ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი "ნოს­ტალ­გია უორ­ხოლ­ზე" წა­რად­გი­ნა. ინ­სტა­ლა­ცია - მერ­ლინ მონ­როს ათი პორ­ტრე­ტი, დე­ვიდ და­თუ­ნას სტილ­ში, ოპ­ტი­კუ­რი ლინ­ზე­ბით არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

"ნოს­ტალ­გია უორ­ხოლ­ზე" არის, ენდი უორ­ხო­ლის ერთ- ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შევ­რის, მერ­ლინ მონ­როს პორ­ტრე­ტის ახ­ლე­ბუ­ლი გა­აზ­რე­ბა.

დე­ვიდ და­თუ­ნას გან­ცხა­დე­ბით ეს არის: მოძ­რა­ო­ბის ილუ­ზია სამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი წარ­სუ­ლი­დან აწ­მყო­ში გა­და­ყავს და მო­მავ­ლის­კენ უბიძ­გებს.

შარ­შან მა­ი­ა­მი არტ ბა­ზელ­ზე დე­ვიდ და­თუ­ნამ თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი "ამე­რი­კის პორ­ტრე­ტი" წა­რად­გი­ნა. ეს არის პირ­ვე­ლი ინ­სტა­ლა­ცია, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია ინ­ტე­ლექ­ტი და Google Glass -ის დახ­მა­რე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბა. წარ­დგე­ნის­თა­ნა­ვე "ამე­რი­კის პორ­ტრე­ტი" თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ ნა­მუ­შევ­რად იქცა.

დე­ვიდ და­თუ­ნა, დღეს ერთ -ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და გან­ხილ­ვა­დი ხე­ლო­ვა­ნია. მისი გა­მო­ფე­ნე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში იმარ­თე­ბა.18 ნო­ემ­ბერს,მან ქარ­თველ ერს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა მის მიერ შექ­მნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა "სა­ქარ­თვე­ლო - მი­ლი­ო­ნე­ბის იმე­დი". აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ათა­სო­ბით ოპ­ტი­კუ­რი ლინ­ზის­გან არის შექ­მნი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის: მა­ი­ა­მი არტ ბა­ზე­ლი არის უმ­სხვი­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო არტ შოუ, რო­მე­ლიც 1970 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა მა­ი­ა­მი­ში და წა­რად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­მუ­შევ­რებს. მას­ში 250 გა­ლე­რეა მო­ნა­წი­ლე­ობს. არტ შოუს 70 000 - მდე მა­ყუ­რე­ბე­ლი სტუმ­რობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დევიდ დათუნამ ახალი ნამუშევარი მაიამი არტ ბაზელზე წარადგინა

დევიდ დათუნამ ახალი ნამუშევარი მაიამი არტ ბაზელზე წარადგინა

Bloomberg Businessweek ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართული წარმოშობის ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა დევიდ დათუნამ, მაიამი არტ ბაზელის ფარგლებში თავისი ახალი ნამუშევარი "ნოსტალგია უორხოლზე" წარადგინა. ინსტალაცია - მერლინ მონროს ათი პორტრეტი, დევიდ დათუნას სტილში, ოპტიკური ლინზებით არის შესრულებული.

"ნოსტალგია უორხოლზე" არის, ენდი უორხოლის ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის, მერლინ მონროს პორტრეტის ახლებული გააზრება.

დევიდ დათუნას განცხადებით ეს არის: მოძრაობის ილუზია სამ განზომილებაში, რომელსაც მაყურებელი წარსულიდან აწმყოში გადაყავს და მომავლისკენ უბიძგებს.

შარშან მაიამი არტ ბაზელზე დევიდ დათუნამ თავისი ცნობილი ნამუშევარი "ამერიკის პორტრეტი" წარადგინა. ეს არის პირველი ინსტალაცია, რომელსაც გააჩნია ინტელექტი და Google Glass -ის დახმარებით აქტიურდება. წარდგენისთანავე "ამერიკის პორტრეტი" თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ნამუშევრად იქცა.

დევიდ დათუნა, დღეს ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი და განხილვადი ხელოვანია. მისი გამოფენები მთელ მსოფლიოში იმართება.18 ნოემბერს,მან ქართველ ერს საჩუქრად გადასცა მის მიერ შექმნილი საქართველოს დროშა "საქართველო - მილიონების იმედი". აღნიშნული ნამუშევარი ათასობით ოპტიკური ლინზისგან არის შექმნილი.

ინფორმაციისთვის: მაიამი არტ ბაზელი არის უმსხვილესი საერთაშორისო არტ შოუ, რომელიც 1970 წლიდან ყოველწლიურად იმართება მაიამიში და წარადგენს თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს. მასში 250 გალერეა მონაწილეობს. არტ შოუს 70 000 - მდე მაყურებელი სტუმრობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია