პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის მთავრობაში კვიტაშვილის დანიშვნის დადებითი და უარყოფითი მხარეები
უკრაინის მთავრობაში კვიტაშვილის დანიშვნის დადებითი და უარყოფითი მხარეები

უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში არა­ერ­თგა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოყ­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის ყო­ფი­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის უკ­რა­ი­ნა­ში და­ნიშ­ვნა მი­სა­სალ­მე­ბე­ლი არ აღ­მოჩ­ნდა, ყო­ფილ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნდში კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბით მათი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გამო და­ინ­ტე­რეს­და.

კვი­ტაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ ექ­სპერ­ტებს. რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე აცხა­დებს, მის­თვის უც­ნო­ბია, რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მი­იწ­ვი­ეს კვი­ტაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად.

"არ ვიცი კვი­ტაშ­ვი­ლი რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის წა­იყ­ვა­ნეს, იმი­ტომ რომ აქ დამ­სა­ხუ­რე­ბულ მი­ნის­ტრებს შო­რის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბის დრო­საც არ მო­ი­აზ­რე­ბო­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ, უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტია", - ამ­ბობს ლა­გა­ზი­ძე.

ლა­გა­ზი­ძის თქმით, ზო­გა­დად მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, რო­დე­საც სხვა ქვეყ­ნის ყო­ფილ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს მრჩევ­ლე­ბად იწ­ვე­ვენ, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნის მა­გა­ლი­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

"ზო­გა­დად თუ ვიმ­სჯე­ლებთ და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თით, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, როცა ამა თუ იმ სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის სტი­ლი და მიღ­წე­ვე­ბი იმ­დე­ნად და­სა­ფა­სე­ბე­ლი და თავლში­სა­ცე­მია, რომ სხვა ქვეყ­ნე­ბი აღი­ა­რე­ბენ ამას და იწ­ვე­ვენ სხვა სა­ხელ­მწი­ფოს ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს. რაც უკ­რა­ი­ნამ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, არ არის სი­ახ­ლე. ძი­რი­თა­დად პოსტსაბ­ჭო­თა, გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე მდგარ ქვეყ­ნებ­ში ეს მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, რო­დე­საც მრჩევ­ლე­ბად იწ­ვე­ვენ სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ყო­ფილ ხე­ლი­სუ­ფალს. ეს ჩვენ­თვი­საც მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ფაქ­ტია. მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის მა­გა­ლი­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მთა­ვა­რო­ბის წევ­რე­ბად არი­ან მიწ­ვე­უ­ლი არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი, არა­მედ სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად ბალ­ტი­ის­პი­რე­ლი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად კი ამე­რი­კე­ლი ყავთ მიწ­ვე­უ­ლი. ეს უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ას ქმნის. ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ამ­გვა­რი უნ­დობ­ლო­ბა. ამით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ირი­ბად აღი­ა­რებს, რომ მას არ სჯე­რა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის. თუ არ ჩავ­თვლით ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც ლო­გი­კუ­რი იყო უცხო­ე­ლი მი­ნის­ტრის და­ნიშ­ვნა. ბოლო 20 წე­ლია უკ­რა­ი­ნა ერთი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბი­დან მე­ო­რის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლის ხელ­ში გა­და­დის. ამი­ტომ რო­გორც ჩანს, და­სავ­ლეთ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ის ფი­ნან­სე­ბი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად წავა, გა­კონ­ტროლ­დეს ისე­თი ადა­მი­ა­ნის მიერ, ვი­საც ენ­დო­ბა და ვინც კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში არ შევა. ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა", - ამ­ბობს ლა­გა­ზი­ძე.

პო­ლი­ტო­ლო­გი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა­ში ყო­ფი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი ან ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ და­ე­ნიშ­ნათ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და.

"კვი­ტაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად იყო ჩარ­თუ­ლი იმ პრო­ცე­სებ­ში, რის გა­მოც საქ­მე­ე­ბი არის აღ­ძრუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამა თუ იმ წევ­რის მი­მართ. ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე არ ით­ქმის, რომ მას და­ნა­შა­ულ­თან აქვს კავ­ში­რი. ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო ადე­იშ­ვი­ლი ან სა­ა­კაშ­ვი­ლი, მა­შინ ალ­ბათ დამ­ძიმ­დე­ბო­და ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის გამო", - ამ­ბობს საყ­ვა­რე­ლი­ძე.

რა­დამ უკ­რა­ი­ნის მი­ნის­ტრთა ახა­ლი კა­ბი­ნე­ტი გუ­შინ და­ამ­ტკი­ცა. მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის წევ­რია სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი. კვი­ტაშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­შიც ჯან­დაც­ვის უწყე­ბა ჩა­ა­ბა­რეს.

მის გარ­და, უკ­რა­ი­ნის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში კი­დევ 2 უცხო­ე­ლია. მათ შო­რის, ლიტ­ვე­ლი აი­ვა­რას აბ­რა­მა­ვი­ჩუ­სი - ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, ამე­რი­კე­ლი ნა­ტა­ლია ია­რეს­კო კი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უკრაინის მთავრობაში კვიტაშვილის დანიშვნის დადებითი და უარყოფითი მხარეები

უკრაინის მთავრობაში კვიტაშვილის დანიშვნის დადებითი და უარყოფითი მხარეები

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნას ქართულ პოლიტიკურ წრეებში არაერთგაროვანი შეფასებები მოყვა. საქართველოს მთავრობისთვის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის უკრაინაში დანიშვნა მისასალმებელი არ აღმოჩნდა, ყოფილ სახელისუფლებო გუნდში კი მიიჩნევენ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ყოფილი თანამდებობის პირებით მათი პროფესიონალიზმისა და წარმატებული რეფორმების გამო დაინტერესდა.

კვიტაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ექსპერტებს. როგორც პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, მისთვის უცნობია, რა დამსახურებისთვის მიიწვიეს კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად.

"არ ვიცი კვიტაშვილი რა დამსახურებისთვის წაიყვანეს, იმიტომ რომ აქ დამსახურებულ მინისტრებს შორის "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროსაც არ მოიაზრებოდა. ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო პოლიტიკური კონტექსტია", - ამბობს ლაგაზიძე.

ლაგაზიძის თქმით, ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, როდესაც სხვა ქვეყნის ყოფილ თანამდებობის პირებს მრჩევლებად იწვევენ, თუმცა უკრაინის მაგალითი განსხვავებულია.

"ზოგადად თუ ვიმსჯელებთ და არა მხოლოდ საქართველოს მაგალითით, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, როცა ამა თუ იმ სახელმწიფოს მართვის სტილი და მიღწევები იმდენად დასაფასებელი და თავლშისაცემია, რომ სხვა ქვეყნები აღიარებენ ამას და იწვევენ სხვა სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირებს. რაც უკრაინამ შემოგვთავაზა, არ არის სიახლე. ძირითადად პოსტსაბჭოთა, განვითარების გზაზე მდგარ ქვეყნებში ეს მიღებული პრაქტიკაა, როდესაც მრჩევლებად იწვევენ სხვადასხვა სახელმწიფოების ყოფილ ხელისუფალს. ეს ჩვენთვისაც მისასალმებელი ფაქტია. მაგრამ უკრაინის მაგალითი განსხვავებულია. მთავარობის წევრებად არიან მიწვეული არა მარტო ქართველი, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. ეკონომიკის მინისტრად ბალტიისპირელი, ფინანსთა მინისტრად კი ამერიკელი ყავთ მიწვეული. ეს უხერხულ სიტუაციას ქმნის. ძალიან უხერხულია ხელისუფლების მხრიდან საკუთარ მოსახლეობასთან ამგვარი უნდობლობა. ამით ხელისუფლება ირიბად აღიარებს, რომ მას არ სჯერა საკუთარი ქვეყნის ადამიანური რესურსის. თუ არ ჩავთვლით ფინანსთა სამინისტროს, სადაც ლოგიკური იყო უცხოელი მინისტრის დანიშვნა. ბოლო 20 წელია უკრაინა ერთი კორუმპირებული მთავრობიდან მეორის კორუმპირებულის ხელში გადადის. ამიტომ როგორც ჩანს, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ის ფინანსები, რომელიც უკრაინის დასახმარებლად წავა, გაკონტროლდეს ისეთი ადამიანის მიერ, ვისაც ენდობა და ვინც კორუფციულ გარიგებაში არ შევა. ეს სწორი გადაწყვეტილებაა", - ამბობს ლაგაზიძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინის მთავრობაში ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომ დაენიშნათ თანამდებობაზე, საქართველოს მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა.

"კვიტაშვილი ყველაზე ნაკლებად იყო ჩართული იმ პროცესებში, რის გამოც საქმეები არის აღძრული "ნაციონალური მოძრაობის" ამა თუ იმ წევრის მიმართ. ამ პიროვნებაზე არ ითქმის, რომ მას დანაშაულთან აქვს კავშირი. ეს რომ ყოფილიყო ადეიშვილი ან სააკაშვილი, მაშინ ალბათ დამძიმდებოდა ქართულ-უკრაინული ურთიერთობები საქართველოს მიმართ უპატივცემულობის გამო", - ამბობს საყვარელიძე.

რადამ უკრაინის მინისტრთა ახალი კაბინეტი გუშინ დაამტკიცა. მთავრობის ახალი შემადგენლობის წევრია საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. კვიტაშვილს უკრაინაშიც ჯანდაცვის უწყება ჩააბარეს.

მის გარდა, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში კიდევ 2 უცხოელია. მათ შორის, ლიტველი აივარას აბრამავიჩუსი - ეკონომიკის მინისტრი, ამერიკელი ნატალია იარესკო კი ფინანსთა მინისტრი იქნება.

ნათია ლეშკაშელი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა