Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90-იანელი ხელოვანები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს
90-იანელი ხელოვანები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს

1991 წლის 9 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­მო­ცხად­და და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მრა­ვალ­წლი­ა­ნი მარ­წუ­ხე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა, ქვე­ყა­ნა სა­ში­ნელ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ჩა­ვარ­და. სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, ში­და­ა­რე­უ­ლო­ბა მძი­მედ და­აწ­ვა ხალ­ხს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კულ­ტუ­რა არ მომ­კვდა­რა და ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდნენ ხე­ლო­ვა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში თბი­ლის­ში ნონ­კონ­ფორ­მის­ტუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა - "რე­აქ­ტი­უ­ლი კლუ­ბი" ჩა­მო­ყა­ლიბ­და. იდე­ის ავ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი და კოტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი. მათი მუ­სი­კა, პო­ე­ზია და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო­ე­ბი ერ­თგვა­რი რე­ვო­ლუ­ცია იყო მა­შინ­დელ თბი­ლის­ში.

"რო­დე­საც ჩვე­ნით ფრან­გე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, სწო­რედ მა­შინ და­ვი­შა­ლეთ", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი. კო­ტემ ლექ­სე­ბის წერა გა­აგ­რძე­ლა. ირაკ­ლიმ მუ­სი­კის, პრო­ზის, პო­ე­ზი­ის. მეფე – რო­გორც მან სა­კუ­თარ თავს უწო­და, თა­ვი­სი იმი­ჯით, შე­მოქ­მე­დე­ბით, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ავან­გარ­დად იქცა და უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა. დღემ­დე ბევ­რი ცდი­ლობს, მა­სა­ვით გა­მორ­ჩე­უ­ლი და ეპა­ტა­ჟუ­რი გახ­დეს…

1992 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რა­დი­ო­სად­გუ­რი 105, იგი­ვე "მა­მა­ჩე­მის რა­დიო" და­ფუძნ­და. 1994 წელს ღია ეთერ­ში გა­ვი­და და ძი­რი­თა­დად, 80- 90-იანი წლე­ბის მუ­სი­კა და იუ­მო­რის­ტუ­ლი არ­ტე­ბი გა­დი­ო­და. ხელ­ძღვა­ნე­ლი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი იყო.

იმ პე­რი­ოდ­ში შალ­ვა ახა­ლი თა­ო­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. შემ­დეგ იყო ტე­ლე­ვი­ზია "202", სე­რი­ა­ლი "დარ­დუ­ბა­ლა", რო­მე­ლიც მა­შინ­დელ პო­ლი­ტი­კო­სებს და­უნ­დობ­ლად აშარ­ჟებ­და. შალ­ვამ იმ­დრო­ინ­დელ ტე­ლე­სივ­რცე­ში ერ­თგვა­რი რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა. თა­მა­მი შე­კი­თხვე­ბით მა­ყუ­რე­ბელს შოკ­ში აგ­დებ­და და ხში­რად უხამს ხუმ­რო­ბებ­საც არ ერი­დე­ბო­და.

"გა­მარ­ჯო­ბა, ეს მე­ო­რე არ­ხია, მე სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძე ვარ" - ამ სი­ტყვე­ბით იწყებ­და ყო­ველ სა­ღა­მოს გა­და­ცე­მას ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ძა­ლი­ან ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან ტელე და მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

90-ია­ნებ­ში პირ­ვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი "გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი" შე­იქ­მნა, რომ­ლის ერთ-ერთი წევ­რიც სერ­გი გახ­ლდათ და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­პიც სწო­რედ მათ სიმ­ღე­რა­ზე - Artificial love არის გა­და­ღე­ბუ­ლი, ეს სიმ­ღე­რა დღემ­დე ჰი­ტად რჩე­ბა.

1992 წელს ეკ­რან­ზე თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნის დრა­მა "უძი­ნარ­თა მზე" გა­მო­ვი­და. მთა­ვა­რი გმი­რი ძვე­ლი ბიჭი დათო იყო, რო­მე­ლიც პრო­ფე­სო­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, ქუ­ჩის აკა­დე­მია "წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა" და ცი­ხე­შიც მოხ­ვდა. ფილმმა დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. ფრა­ზე­ბი, "ვა, პელე, ტო, ცო­ცხა­ლი ხარ", "რა ლა­მა­ზი ხარ, აგ­ნეს," "ფუ­ლის მა­გივ­რად სხვა რამე რომ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ", - ერ­თგვარ მარ­გა­ლი­ტე­ბა­დაც იქცა და მა­ყუ­რე­ბელს დღემ­დე ახ­სოვს. ასე­ვე ახ­სოვთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­უნ­დტრე­კიც, გუჯა ბურ­დუ­ლის ნამ­ღე­რი "რიმ­და­რი­რო", მაგ­რამ მთა­ვა­რი გმი­რის შემ­სრუ­ლებ­ლის, და­ვით კა­ზიშ­ვი­ლის კი­ნო­კა­რი­ე­რა ამ ფილ­მით დას­რულ­და. "უძი­ნარ­თა მზეს" უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დღე­საც ნოს­ტალ­გი­ით უყუ­რებს, მაგ­რამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეც ბევ­რი ჰყავს, რო­მელ­თათ­ვი­საც ეს ფილ­მი დღემ­დე დარ­ჩა დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როს გა­ი­დე­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბად.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

90-იანელი ხელოვანები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს

90-იანელი ხელოვანები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს

1991 წლის 9 აპრილს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა და საბჭოთა კავშირის მრავალწლიანი მარწუხებისგან გათავისუფლდა. მიუხედავად თავისუფლების მოპოვებისა, ქვეყანა საშინელ გაჭირვებაში ჩავარდა. სამოქალაქო ომი, პოლიტიკური დაპირისპირება, შიდაარეულობა მძიმედ დააწვა ხალხს, მიუხედავად ამისა, კულტურა არ მომკვდარა და ახალ ეტაპზე გადავიდა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ ხელოვანები, რომლებმაც ქვეყნის უახლეს ისტორიაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში ნონკონფორმისტული გაერთიანება - ''რეაქტიული კლუბი'' ჩამოყალიბდა. იდეის ავტორები იყვნენ ირაკლი ჩარკვიანი და კოტე ყუბანეიშვილი. მათი მუსიკა, პოეზია და შემოქმედებითი საღამოები ერთგვარი რევოლუცია იყო მაშინდელ თბილისში.

''როდესაც ჩვენით ფრანგები და ამერიკელები დაინტერესდნენ, სწორედ მაშინ დავიშალეთ'', - იხსენებდა მოგვიანებით ყუბანეიშვილი. კოტემ ლექსების წერა გააგრძელა. ირაკლიმ მუსიკის, პროზის, პოეზიის. მეფე – როგორც მან საკუთარ თავს უწოდა, თავისი იმიჯით, შემოქმედებით, ქართული კულტურის ავანგარდად იქცა და უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. დღემდე ბევრი ცდილობს, მასავით გამორჩეული და ეპატაჟური გახდეს…

1992 წელს საქართველოში დამოუკიდებელი რადიოსადგური 105, იგივე ''მამაჩემის რადიო'' დაფუძნდა. 1994 წელს ღია ეთერში გავიდა და ძირითადად, 80- 90-იანი წლების მუსიკა და იუმორისტული არტები გადიოდა. ხელძღვანელი შალვა რამიშვილი იყო.

იმ პერიოდში შალვა ახალი თაობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შემდეგ იყო ტელევიზია ''202'', სერიალი ''დარდუბალა'', რომელიც მაშინდელ პოლიტიკოსებს დაუნდობლად აშარჟებდა. შალვამ იმდროინდელ ტელესივრცეში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. თამამი შეკითხვებით მაყურებელს შოკში აგდებდა და ხშირად უხამს ხუმრობებსაც არ ერიდებოდა.

''გამარჯობა, ეს მეორე არხია, მე სერგი გვარჯალაძე ვარ'' - ამ სიტყვებით იწყებდა ყოველ საღამოს გადაცემას ადამიანი, რომელმაც მეოცე საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ტელე და მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

90-იანებში პირველი თანამედროვე მუსიკალური ჯგუფი ''გენეტიკური კოდი'' შეიქმნა, რომლის ერთ-ერთი წევრიც სერგი გახლდათ და პირველი ქართული თანამედროვე კლიპიც სწორედ მათ სიმღერაზე - Artificial love არის გადაღებული, ეს სიმღერა დღემდე ჰიტად რჩება.

1992 წელს ეკრანზე თემურ ბაბლუანის დრამა ''უძინართა მზე'' გამოვიდა. მთავარი გმირი ძველი ბიჭი დათო იყო, რომელიც პროფესორის ოჯახში დაიბადა, ქუჩის აკადემია ''წარმატებით დაამთავრა'' და ციხეშიც მოხვდა. ფილმმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ფრაზები, ''ვა, პელე, ტო, ცოცხალი ხარ'', ''რა ლამაზი ხარ, აგნეს,'' ''ფულის მაგივრად სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ'', - ერთგვარ მარგალიტებადაც იქცა და მაყურებელს დღემდე ახსოვს. ასევე ახსოვთ შესანიშნავი საუნდტრეკიც, გუჯა ბურდულის ნამღერი ''რიმდარირო'', მაგრამ მთავარი გმირის შემსრულებლის, დავით კაზიშვილის კინოკარიერა ამ ფილმით დასრულდა. ''უძინართა მზეს'' უამრავი ადამიანი დღესაც ნოსტალგიით უყურებს, მაგრამ მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს, რომელთათვისაც ეს ფილმი დღემდე დარჩა დამნაშავეთა სამყაროს გაიდეალების მცდელობად.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება